ქალი და მამაკაცი დღეს ქალებს მამაკაცისთვის ხელის თხოვნა შეუძლიათ - წმინდა ოსვალდის დღე 2020, 29 თებერვალი, 11:13
ვალენტინობა შეყვარებულებისთვის – ერთ პოპულარულ და საყვარელ დღესასწაულად ითვლება. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ თებერვალში არის სიყვარულისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი დღესასწაული - წმინდა ოსვალდის დღე, რომელიც 29 თებერვალს აღინიშნება ანუ შესაბამისად ოთხ წელიწადში ერთხელ.
სწორედ ამ დღეს უპასუხო სიყვარულით დატანჯულ გოგონები, არ უფრთხიან საზოგადოებრივ დოგმებს და შეუძლიათ შესთავაზონ ქმრობა იმ მამაკაცებს, რომლებიც მოსწონთ. შოტლანდიის ტრადიციის თანახმად, თუ რჩეული უარს იტყოდა, მაშინ მას 100 ფუნტის გადახდა მოუწევდა.(იმ დროისთის საკმაოდ სოლიდური თანხა, რომლის გადახდა უმეტესობას არც შეეძლო) წმინდა ოსვალდის დღის ტრადიცია(მოგვიანებით დაერქვა მის საპატივცემლოდ, თავად წმინდა ოსვალდი 992 წელს გარდაიცალა) სათავეს იღებს V საუკუნეში, ირლანდიაში. ლეგენდის თანახმად, ერთხელ წმინდა ბრიჯიტ ირლანდილემა წმინდა პატრიკს მოუთხრო მონასტრის ქალთა რთულ ყოფაზე, რომლებიც განიცდიდნენ ცალხმრივ სიყვარულს. ბრიჯიტს ძალიან აღელვებდა, რომ ქალებს აკრძალული ჰქონდათ საკუთარი ინიციატივით ურთიერთობის წამოწყება და მხოლოდ საყვარელი ადამიანისგან ქორწინების შეთავაზების მოლოდინში იყვნენ. წმინდა პატრიკმა ბრიჯიტის თხოვნა შეისმინა და ქალებს ნებართვა მისცა, მამაკაცებს სიყვარულში გამოტყდომოდნენ და ქმრობა ეთხოვათ, თუმცა მხოლოდ ნაკიან წელიწადში, ანუ 29 თებერვალს 4 წელიწადში ერთხელ. ამბობენ, რომ ბრიჯიტ ირლანდიელმა თავად სთხოვა პატრიკს ქმრობაო, მაგრამ უარი მიიღო. 1288 წელს შოტლანდიელმა ლორდებმა მიიღეს დადგენილება, რომლითაც 29 თებერვალს ქალის მიერ მამაკაცისათვის ხელის თხოვნა დაკანონდა. მოგვიანებით, ეს ტრადიცია ინგლისში, დანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გადაიღეს, თუმცა არ დაუკანონებიათ. intermedia.ge-ზე გამოქვეყნებული მასალები (სტატია, ვიდეო და ფოტო) წარმოადგენს ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით. intermedia.ge-ს მასალების გამოყენების პირობები 44 4-ს მოსწონს
|