სხვა 15+ ნივთი, რომელსაც წარსულში სხვა დანიშნულებით იყენებდნენ 2020, 13 მარტი, 15:26 ამბობენ, რომ საჭიროების გრძნობა გამოგონების დედაა, მაგრამ სტატიაში წარმოდგენილ ნივთებთან წარმოსახვა არაფერ შუაშია. არაერთი გამოგონება წარსულში ადამიანებმა სხვა დანიშნულებით შექმნეს, დღეს კი სულ სხვა დანიშნულებით იყენებენ. დღეს სწორედ ასეთ ნივთებს გაგაცნობთ.
1. ლისტერინილისტერინი - პირის ღრუს სავლები სითხე ადრე იატაკის საწმენდი საშუალება იყო.2. მეჯვარეებიუწინ მეჯვარეს უფრო პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა: სიძე იქირავებდა საუკეთესო მოფარიკავეს, მას კი ის უნდა დაეცვა და ებრძოლა, თუ ვინმე ქორწილს შეეწინააღმდეგებოდა.3. ფეინთბოლის თოფებიფეინთბოლის თოფებს, სანამ გართობის დანიშნულება მიეცემოდა, ფეინთბოლის მარკერები ერქვა და იმ ხეების მოსანიშნად იყენებდნენ, რომელიც უნდა მოეჭრათ.4. ნალგენის ბოთლებინალგენის ბოთლები, რასაც, როგორც წესი, დღეს მოლაშქრეები იყენებენ, სამედიცინო პერსონალისთვის შეიქმნა, როგორც შუშის ბოთლების უფრო უსაფრთხო ალტერნატივა.5. კლინექსი - კოსმეტიკური ხელსახოციკლინექსი პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიგონეს, როგორც გაზის ნიღბის დამხმარე საიზოლაციო მასალა.6. გაზიანი სასმელიბევრი პოპულარული გაზიანი სასმელი, როგორიცაა კოკა-კოლა ან Dr. Pepper, თავდაპირველად სამედიცინო დანიშნულებით იყიდებოდა. კიდევ ერთი დიდ ბრიტანეთში ცნობილი სასმლის - Irn-Bru-ს სახელი “Iron”-დან (რკინა) მოდის, რაც მის თავდაპირველ სამედიცინო დანიშნულებაზე მიუთითებს.7. ეტლის საშხეფარი ფრთამანქანების გამოგონებამდე ადამიანები გადასაადგილებლად ეტლებს იყენებდნენ. ეტლის საშხეფარი ფრთა ხის ფიცარი იყო, რომელიც მგზავრებს ტალახისგან იცავდა, თუ ცხენები სწრაფად გაჭენდებოდნენ.8. ყველის სახეხიდღეს ყველის სახეხს ადამიანები სამზარეულოსთან დაკავშირებულ ნივთად აღიქვამდნენ, თუმცა, თავდაპირველად ის ხის სათლელად გამოიყენებოდა.9. სუპერ წებოსუპერ წებო სათავეს ვიეტნამის ომის დროიდან იღებს, როცა ბრძოლის ველზე მას ჭრილობაზე მყისიერ "ნაკერად" იყენებდნენ.10. მიკროღუმელისანამ საჭმლის გაცხელების ან პოპკორნის გაკეთების ფუნქცია მიენიჭებოდა, მეორე მსოფლიო ომის დროს მიკროღუმელი რადარის სიგნალის გადასაცემად შეიქმნა. თუმცა, ამ ისტორიაში საჭმელსაც აკისრია როლი. მუშამ შენიშნა, რომ მის ჯიბეში შოკოლადის ფილა გადნა, როცა მიკროტალღურ ღუმელთან ახლოს იყო.11. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიჩველებრივ, დღეს ქუსლიან ფეხსაცმელს ქალები იცმევენ, თუმცა, თავდაპირველად ის კაცებისთვის შეიქმნა. მაღალი ქუსლი მათ ცხენზე ჯირითის დროს ეხმარებოდათ უზანგზე ფეხის დაცვაში.12. IQ ტესტიშეიძლება, დღეს ადამიანები ამაყობენ თავიანთი IQ ქულით, მაგრამ მათ ტესტის პირვანდელი მნიშვნელობა ავიწყდებათ: IQ ტესტი სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა, რათა დაედგინათ, რომელიმე მოზარდს დამატებითი დახმარება ხომ არ ესაჭიროებოდა.13. წებოვანი ლენტიწებოვანი ლენტი დღესაც მულტიფუნქციურია, თუმცა, თავდაპირველად ის საბრძოლო ყუთებზე ხვრელების დასაფარად შეიქმნა, რათა ყუთის შიგნით მოთავსებული ნივთები არ დასველებულიყო.14. ბენადრილიდღეს ბენადრილს ალერგიის სამკურნალოდ ხმარობენ, თუმცა, თავდაპირველად ძილის წამალი იყო. როცა პროდუქტის ანტიჰისტამინური თვისებები შენიშნეს, მას დღევანდელი ფუნქცია მიენიჭა.15. ფუნტის ნიშანითუ ოდესმე დაინტერესებულხართ, საიდან მოდის ფუნტის ან ჰეშთეგის ნიშანი (#), იცოდეთ რომ თავდაპირველად ის სიტყვა “pound weight”-ის შემოკლებული ვერსია იყო. 80-იანებიდან მისი გამოყენება ხმოვან შეტყობინებებზე ხელმისაწვდომად დაიწყეს.16. მენსტრუალური საფენებიმენსტრუალურ საფენებს თავდაპირველად ჯარისკაცები იყენებდნენ ჭრილობიდან სისხლის შესაწოვად. მისი თანამედროვე ფუნქციაც სწორედ აქედან მოდის: ექთნებს ადრიდანვე მოუვიდათ მისი ჰიგიენური მნიშვნელობით გამოყენების იდეა. p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.ასევე დაგაინტერესებთ:1. 8 ადგილი დედამიწაზე, სადაც გრავიტაციის კანონი არ მოქმედებს 2. 20 გამოგონება ქალებისთვის კომფორტის შესაქმნელად 3. რამდენ ხანს გაძლებდა ადამიანი მზის სისტემის პლანეტებზე 4. 8 ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო ექსპერიმენტი 497 შეფასება არ არის
|