x
image
_K_
8 ადგილი დედამიწაზე, სადაც გრავიტაციის კანონი არ მოქმედებს
imageპლანეტა დედამიწა ისააკ ნიუტონის მიერ აღმოჩენილი გრავიტაციის კანონის მიხედვით ფუნქციონირებს. თუმცა, არსებობს ადგილები, სადაც გრავიტაცია არ შეინიშნება. ასეთ მიდამოებში მანქანა შეიძლება აღმართზე გამორთული ძრავით ავიდეს, ჩანჩქერი ქვევით არ მიედინებოდეს და ქვა უჩვეულო მდგომარეობაში იყოს ისე, რომ ძირს არ ვარდებოდეს.


სტატიაში გაგაცნობთ 8 ადგილს დედამიწაზე, სადაც გრავიტაცია არ მუშაობს. ალბათ, ყველა სიამოვნებით ვეწვეოდით ამ იდუმალებით მოცულ მიდამოებს.






1. "უკუღმართი" ჩანჩქერი ინგლისში

ეს ჩანჩქერი ჰაიფილდთან ახლოს მდებარეობს და წყალი ზევით ადის, რითაც შადრევანს ემსგავსება. "უკუღმართი" ჩანჩქერის საიდუმლო ქარშია: ამ ადგილას ქარი იმდენად ძლიერია, რომ ქვევით მომდინარე წყალს ზევი უბიძგებს. როგორც წესი, ჩანჩქერის სიმაღლე 24 მეტრია. საინტერესოა, საიდან მოდის ეს ძლიერი მუდმივი ქარი?

image






2. იდუმალი სახლი ორეგონში, აშშ-ში


მისტიურ ორეგონის მორევთან ახლოს სახლი მდებარეობს, რომელსაც ინდიელები "აკრძალულ მიწას" ეძახიან. მიიჩნევა, რომ აქ რაღაც სფეროსებური ძალისმაგვარი მდებარეობს, რაც ადამიანებს რეალობას განსხვავებულად აღაქმევინებს. თითქმის შეუძლებელია ამ ადგილას გავლა - თავს ვერ შეიკავებთ, რომ გადავარდნის არ შეგეშინდეთ და კედლებს არ დაეყრდნოთ. ასევე, ამ სახლში არის ცოცხი, რომელიც არ ყირავდება. ოთახში სადაც არ უნდა მოათავსოთ, სწორ მდგომარეობას შეინარჩუნებს. გარდა ამისა, ამ მისტიურ ადგილას სწორ იატაკზე ბურთი რომ გააგოროთ, ის ისევ უკან გამოგორდება. აქ არანაირ ეშმაკობას არ აქვს ადგილი, ტურისტებმა სპეციალური ხელსაწყოც კი გამოიყენეს ადგილის დახრილობისა და კუთხის გასაზომად.

image






3. სამანქანო გზა არაგაწის მთასთან, სომხეთში

თურქეთისა და სომხეთის საზღვარზე მდებარეობს მთა, რომელიც ტურისტებს იზიდავს. ყოველწლიურად ათასობით მოგზაური მოდის აქ, რათა ანტიგრავიტაციულ ფენომენს დააკვირდნენ. თუ მთის ძირში მანქანის ძრავას გამორთავთ, ის აღმართზე თავად ავა. ბევრი ადამიანი, ვინც აქ ყოფილა, ამტკიცებს, რომ მთის აღმართზე ასვლა ბევრად მარტივია, ვიდრე დაღმართზე ჩამოსვლა.

image






4. ჰუვერ დამი ნევადაში, აშშ–ში

თუ კაშხალზე 220 მეტრის სიმაღლეზე ახვალთ, მარტივი ექსპერიმენტის ჩატარება შეგიძლიათ. სცადეთ, ბოთლიდან წყალი გადმოასხათ. წყალი წესისამებრ ძირს კი არ დაეცემა, არამედ ჰაერში "აფრინდება". იგივე მოხდება, თუ მსუბუქი ნივთის გადაგდებას ეცდებით, ჰაერის ძლიერი ნაკადის გამო ის ძირს არ დაეცემა.

image






5. ეშმაკის კოშკი უოიმინგში, აშშ-ში

ეს კონსტრუქცია ბლექ ჰილსის ბიარ ლოდჯ რეინჯერის დასახლებაში მდებარეობს. გორაკის იდეალურმა ფორმამ და ზომამ ის უიომინგის ყველაზე ცნობილი სანახაობა გახადა. კოშკი მთამსვლელებშიც საკმაოდ პოპულარულია, თუმცა, რაღაც მიზეზის გამო, ისინი ნაგებობის ბოლომდე ვერ აღწევენ. ეშმაკის კოშკი მხოლოდ 386 მეტრის სიმაღლისაა, მაგრამ ციცაბო კლდის გამო "კენწერომდე" ასვლა თითქმის შეუძლებელია, უფრო რთული კი უკან ჩამოსვლა იქნებოდა.

image






6. იდუმალი გზა სამხრეთ კორეაში

ჯეჯუს კუნძულის ამ გზაზე დატოვებული ცარიელი ბოთლები და ქილები აღმართზე მიგორავს - ტურისტებმა ეს ბევრჯერ სცადეს. გამჭრიახმა მთავრობამ მალევე გახადა ეს ადგილი ტურისტული ღირსშესანიშნაობა და იქვე დეკორატიული ნიშანიც კი გააკრა, რომელიც მიუთითებს, სად იწყება გრავიტაციული ანომალია.

image






7. ოქროსფერი ქვა მიანმარში

ეს ქვა ოქროთია დაფარული და ისე გამოიყურება, თითქოს ნებისმიერ წამს შეიძლება ჩამოვარდეს. თუმცა, რეალურად უკვე 2500 წელია, ამ ადგილზეა! ლეგენდის მიხედვით, ქვას ამ მდგომარეობას ბუდას თმა უნარჩუნებს, რომელიც მის შიგნითაა. ქვა არაფრითაა დაცული დავარდნისგან და ნებისმიერს შეუძლია, ხელი კრას, თუმცა, ამ დრომდე ვერავინ მოახერხა მისი გადაგდება. ამ ყველაფრის გამო, ქალებს მისი შეხება ეკრძალებათ!

image






8. დავასკოს ქვა არგენტინაში

ამ უზარმაზარმა ქვამ გრავიტაციასთან ბრძოლა წააგო. ქვა, რომელიც 300 ტონაზე მეტს იწონიდა, უზარმაზარი კლდის წვერზე ათასობით წლის განმავლობაში იდგა. 1912 წლის 29 თებერვალს დავასკოს ქვა ჩამოვარდა. ეს ადგილობრივებისთვის ნამდვილი შოკი იყო. 95 წლის შემდეგ ქვის სკულპტურული ასლი დააბრუნეს ამ ადგილას. ის მხოლოდ 9 ტონას იწონის და კლდეზე მიმაგრებულია.

image

p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 8 ყველაზე უჩვეულო სამეცნიერო ექსპერიმენტი

image


2. რამდენ ხანს გაძლებდა ადამიანი მზის სისტემის პლანეტებზე

image


3. რა ნივთები გაუჩინარდება 20 წელიწადში და რატომ აღარ იქნება საჭირო მათი გამოყენება

image

1
1791
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1791
  
2020, 28 იანვარი, 3:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1