სხვა
ზიგმუნდ ფროიდი: „სექსის ეფექტი არის ჩახშობათა მათემატიკური ჯამის პროპორციული“
2020, 28 თებერვალი, 21:45
ზიგმუნდ ფროიდი - ავსტრიელი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნერვოლოგი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელი გახლავთ. რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ფსიქოდინამიკის განვითრებაში, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ლტოლვა, წინააღმდეგობის პრინციპი და გადატანა (ტრანსფერი). ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი. ქვემოთ წარმოგიდგენთ ფროიდის საინტერესო ფრაზებს :
- „რელიგია არის ილუზია და იგი დამყარებულია ადამიანის ინსტინქტურ წაქეზებებზე.'' „სექსის ეფექტი არის ჩახშობათა მათემატიკური ჯამის პროპორციული.“
- “ აზროვნება არის ექსპერიმენტი მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით, როგორც სარდალი გადაადგილებს პატარა ფიგურებს რუქაზე რათა ჯარმა წინასწარ განსაზღვროს საკუთარი მისია.“
- “მე აღმოვაჩინე, რომ პიროვნებები, რომლებსაც დედა უპირატესობას ანიჭებს ან გამოარჩევს, ცხოვრებაში განსაკუთრებული თავდაჯერებულობით, შეურყეველი ოპტიმიზმით გამოირჩევიან, ხშირად გმირებად იქცევიან და ნამდვილ წარმატებას აღწევენ.''
- „პარანოიდი ბოლომდე არასდროს ცდება.“
- „შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა.“
- “ნორმალური ადამიანი არა მხოლოდ მრავალგზის უფრო ამორალურია, ვიდრე ჰგონია, არამედ მრავალგზის უფრო მორალურია, ვიდრე მან იცის.''
- „შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა.“
- “ცრუმორწმუნეობა ზოგჯერ მიზანშეწონილია და გამართლებული, სხვა შემთხვევაში კი მცდარი და საზიანო და მაინც არასდროს არ ვიცით, როდისაა ერთი და როდისაა მეორე.''
- “ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზე.“