საზოგადოება საქართველოში კორონა ვირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა 2020, 28 თებერვალი, 15:08 კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში დადასტურდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი გუშინ გვიან ღამით დაუდასტურდა, თუმცა ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. პაციენტი, რომლის კორონავირუსზე კვლევის პასუხი დადებითია, მოთავსებულია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. საქართველოს მოქალაქე იტალიაში სამოგზაუროდ იმყოფებოდა. „მე, როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. მინდა ვთქვა, რომ გვიან ღამით დადასტურდა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. გვიან არ გავაკეთეთ განცხადება, რადგან დღეს კორონავირუსის კიდევ ორ გენზე გავაკეთეთ რეაქცია და ერთი საათის წინ დამიდასტურეს, რომ გვაქვს დადებითი შემთხვევა. წყაროს წარმოადგენს იტალია ამ შემთხვევაში, არის მოგზაურობის ისტორია იტალიაში, არის საქართველოს მოქალაქე, მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 107 1-ს მოსწონს
|