სხვა "ისე მოეპყარი მშობლებს, როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან'' - სოკრატე 2020, 27 თებერვალი, 11:46 "იყავი კეთილი ადამიანების მიმართ, რადგან თითოეულ მათგანს თავისი წილი გაჭირვება თან დაჰყვება ცხოვრების მეგზურად."
"ისე მოეპყარი მშობლებს, როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან''
" ძლიერი გონების პატრონნი იდეებზე მსჯელობენ, საშუალო გონებისანი მოვლენებზე, სუსტნი კი ხალხზე."
"ჩვენს ახალგაზრდებს ახლა ფუფუნება უყვართ. მათ ცუდი მანერები აქვთ. არაფრად აგდებენ ხელისუფლებას; ამჟღავნებენ ასაკში მყოფი ადამიანებისადმი უპატივცემულობას და უყვართ ლაქლაქი შრომისა და გარჯის ნაცვლად; ისინი უკვე ფეხზეც კი აღარ დგებიან როცა ოთახში მათზე უფროსი ასაკისანები შემოდიან; ეწინააღმდეგებიან თავიანთ მშობლებს; ხარბად სანსლავენ საჭმელს და ტირანივით ექცევიან თავიანთ მასწავლებლებს."
"ის ვინც კმაყოფილი არ არის იმით, რაც გააჩნია, არც იმით იქნება კმაყოფილი, რაც უნდა რომ გააჩნდეს." "წასვლის ჟამი დგება და ჩვენ სხვადასხვა გზით მივემგზავრებით. მე ვკვდები და შენ კი ცხოვრებას განაგრძობ. მხოლოდ ღმერთმა უწყის ამ ორიდან რომელია უკეთესი." "თუ გინდა რომ იყო კარგი ცხენოსანი, ყველაზე ურჩი ცხენი მოათვინიერე. თუ მას დაიმორჩილებ, მაშინ ყველა სხვა ცხენსაც მოარჯულებ." "მას ვისაც არ შეუძლია საზოგადოების ნაწილი იყოს და იცხოვროს მის გვერდით, ანდა ვინც თვლის რომ ამის საჭიროება არ გააჩნია და მხოლოდ საკუთარი თავით კმაყოფილდება, ის ან მხეცია ანდა ღმერთი." "იმისათვის რომ მოძრაობაში მოვიყვანოთ მსოფლიო, პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა ავამოძრაოთ" "ბედნიერების საიდუმლო მდგომარეობს არა მეტის მიღწევაში, არამედ იმ უნარის განვითარებაში, შეძლო ისიამოვნო ნაკლებით." "არც ერთ მამაკაცს არ აქვს უფლება წლების მატებასთან ერთად, ფიზიკურ ვარჯიშზე უარის თქმის გამო, ფიზიკურად განუვითარებელი დარჩეს. მამაკაცისთვის სირცხვილია ასაკის მატებასთან ერთად არ მისდიოს ფიზიკურ წვრთნას და არ გამოიყენოს შანსი მისი სხეული იმ მშვენიერებასა და სიძლიერეს აზიაროს, რისი შესაძლებლობაც მას გააჩნია." "თუ კი ვერ იღებ იმას, რაც გსურს რომ მიიღო, იტანჯები; თუ იღებ იმას, რაც არ გსურს, მაინც იტანჯები; თუ იღებ იმას რაც გსურს, მაშინაც იტანჯები, რადგან ვერ ახერხებ სამუდამოდ შეინარჩუნო ის, რაც მიიღე. შენი გონება შენივე დამაბრკოლებელია. მას სურს ცვლილებებისაგან თავისუფალი იყოს; მას სურს თავისუფალი იყოს ტკივილისაგან, ცხოვრებისეული ვალდებულებებისა და სიკვდილისაგან. მაგრამ ცვლილება არის ცხოვრების კანონზომიერება და ვერანაირი თავის მოჩვენებითობა ვერ შეცვლის ამ რეალობას." “ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება, რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება.'' 179 1-ს მოსწონს
|