სიახლეები როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან? 2020, 26 თებერვალი, 3:38 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებიპანიკა რომელიც უკვე თითქმის მთელს მსოფლიოშია, დიდწილად - უსაფუძვლოა, მაგრამ ამ სტატიის წაკითხვა და რეკომენდაციების გათვალისწინება არავის აწყენდა.... კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელთა გათვალისწინებაც მიზანშეწონილია ვირუსის გავრცელების ან შესაძლო გავრცელების არეალში. ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის (2019-nCoV) შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან? დაიბანეთ ხელები გამდინარე წყლით და საპნით. ასევე, ხშირად გაისუფთავეთ ფრჩხილები.დაცემინების ან ხველების დროს აიფარეთ ცხვირსახოცი. არქონის შემთხვევაში აიფარეთ იდაყვი. გაიკეთეთ პირბადე. თუმცა, ის სრული დაცვის გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან ვერ დაგიცავთ ვირუსის მცირე მოლეკულებისგან. თუ აღგენიშნებათ ხველა, ძლიერი სიცხე და სუნთქვის გაძნელება მიმართეთ ექიმს. ასევე, მოუყევით თქვენი მოგზაურობის ისტორია. თუ თქვენ ეწვევით ბაზარს, ნუ შეეხებით ცხოველს და ხორცს ხელთათმანის გარეშე. თუ თქვენ ვირუსის გავრცელების არეალში იმყოფებით, მოერიდეთ უმი ან ფუჟირებული ხორცის, ასევე, რძის პროდუქტების ჭამას. თუ თქვენ დაბრუნდით ვირუსის გავრცელების არეალიდან, დარჩით სახლში და 2 კვირის განმავლობაში მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს 857 5-ს მოსწონს
|