სხვა 11 დაუჯერებელი და ამოუცნობი ფოტო ისტორიებით 2020, 25 თებერვალი, 14:28 მოცემული ფოტოები მეცნიერებისთვისაც კი ამოუხსნელი და მისტიურია:
11. ასტრონავტი სელუენ-ფერტიდან
1964 წელს ბრიტანელი ჯიმ ტამპლტონის ოჯახი სელუენ-ფერტთან ახლოს სერინობდა. მამამ თავის 5 წლის შვილს კოდაკის ფოტოაპარატით გადაუღო ფოტო, ხოლო როდესაც გამოსახულება გაამჟღავნეს, მასზე უცნაური ფიგურა გამოჩნდა. ოჯახი ირწმუნებოდა, რომ იმ დროს მათ გარდა იქ არავინ იმყოფებოდა, სურათის ანალიზმაც დაადასტურა, რომ გამოსახულებაზე არაფერი არ შეუცვლიათ.
10. ჰესდალენის ნათება
1907 წელს პედაგოგების, სტუდენტების და მეცნიერების ჯგუფი შეიკრიბა ამ უცნაური მოვლენის დასაფიქსირებლად. ერთ-ერთმა მეცნიერმა ფოტოს გადაღებაც შეძლო, თუმცა მაინც ვერავინ შეძლო ამ მოვლენის ახსნა.
9. კუპერების დაუპატიჟებელი სტუმარი
კუპერების ოჯახი ახალ სახლში, ტეხასში გადასვლას აღნიშნავდა, რიდესაც ეს ფოტო გადაიღეს, ფიგურა მხოლოდ მისი გამჟღავნების შემდეგ გამოჩნდა.
8. უცხო, დედამიწის ორბიტაზე
ფოტოს წარმოშობის შესახებ მრავალი ვერსია არსებობს, თუმცა რეალური მხოლოდ ერთია. სურათი ხომალდი ენდევორის ფრენის დროსაა გადაღებული STS-88 1998 წელს. ასტრონავტების ღია კოსმოსში გამოსვლის დროს თერმოდაცვითი საფარი დაიკარგა, ხომალდმა კი ასეთი ობიექტის გადაღება მოასწრო, მას ერთი მხარე ვერცხლისფერი ჰქონდა, მეორე კი შავი, ნელა მოძრაობდა და სხვადასხვა ფორმას იღებდა. დღემდე გაურკვეველია რა შეიძლება ეს ყოფილიყო.
7. ზღვის ურჩხული ჰუკის სანაპიროზე
ეს ცნობილი ფოტო ბევრს ფოტოსიპი ჰგონია, მან მრავალი ზოოლოგი გაურკვევლობაში ჩააგდო. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს სურატი ჯერ კიდევ 1965 წელს გადაიღო ფრანგმა ფოტოგრაფმა რობერტ ლე სერეკმა.
6. სერ გოდარის ესკადრონი ( გადაღებულია 1919 წელს, გამოქვეყნებული 1975 წელს)
რა არის უცნაური ამ ფოტოზე? მხოლოდ ის, რომ მასზე გამოსახულია ავიამექანიკოსის, ფრედი ჯეკსონის სახე, მიუხედავად იმისა, რომ ის სურათის გადაღებიდან დღით ადრე დაიღუპა. ის იმ დღეს დაკრძალეს, როდესაც ეს სურათი გადაიღეს.
5. მობილური ტელეფონი ჩარლი ჩაპლინის ფილმიდან
ბევრი თვლის რომ ეს დროსი მოგზაურობის შესაძლებლობის მტკიცებულებაა, ბევრიც კი თვლის, რომ ქალს სასმენი აპარატი უჭირავს ხელში, თუმცა გაურკვეველია ვიდეოში ეს ქალი რატომ ლაპარაკობს და იღიმის, როცა ამ “აპარატს'' ყურთან იდებს.
4. კიდევ ერთი დროში მოგზაური
ფოტო გადაღებულია 1941 წელს South Forks ის ხიდის გახსნის დროს. ყურადღება მიიპყრო მამაკაცმა, რომელაც თანამედროვე ვარცხნილობა აქვს, პრინტი მაისურზე და ფოტოაპარატი, მთელი ჩაცმულობა აშკარად არაა 40იანი წლების შესაფერისი.
3. უოტეტაუნის მოჩვენებები
1924 წელს ამერიკული გემი გაემართა ნიუ ორლეანში პანამის არხის გავლით. 2 მეზღვაური კორტნი და მიხენი ამ მოგზაურობის დროს დაიღუპნენ და ისისნი მექსიკის სანაპიროზე დაკრძალეს. მეორე დღეს კაპიტანის დამხმარემ წყლის ტალღებში დაინახა 2 სახე, რომლებიც დაღუპულ მეზღვაურებს ეკუთვნოდათ, ამ სახეებს მეზღვაურები ყოველ დღე ხედავდნენ. დაბრუნების შემდეგ მეზღვაურებმა ბრძანება მიიღეს რომ ეს სახეები გადაეღოთ, რაც მოახერხეს კიდეც. ანალიზმა ფოტოზე რაიმე ცვლილების კვალი არ დაადასტურა.
2.პირამიდები მთვარეზე
Apollo 17 ის დროს გადაღებული ფოტო, ითვლებოდა რომ მასზე რაიმე ანარეკლია გამოსახული, მაგრამ ასტრონავტების ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ ფოტოზე არანაირი ანარეკლი არაა და პირამიდის მსგავსი სტრუქტურა ნამდვილად ჩანს.
1. ლედი ბაბუშკა (The Babushka Lady)
1963 წლის 22 ნოემბერს 12:30 წუთზე გაისმა სროლა პრეზიდენტის კოტრეჟზე დალასში. ყველამ სირბილი დაიწყო გარდა ერთი ქალისა, რომელიც ამ მოვლენებს კამერით იღებდა, შემდეგ კი წავიდა. გამომზიებლები ცდილობდნენ ამ ქალის პოვნას ხალხის ვიდეო ჩანაწერების საშუალებით, მაგრამ ვერ შეძლეს. 688 1-ს მოსწონს
|