ასტროლოგია რა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი 2020, 24 თებერვალი, 17:47 მორიელინებისმიერი შანსი უნდა გამოიყენოთ, რომ საზოგადოებას საკუთარი თავი საუკეთესოდ გააცნოთ. გამონახეთ დრო, რათა წარმართოთ დიალოგი, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის. თვის დასაწყისში გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. გამოასწორებთ დამოკიდებულებას მათთანაც კი, ვისთანაც ადრე კონფლიქტი გქონდათ. სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ და სარგებელსაც ნახავთ. დააკვირდით ინფორმაციას, რომელიც თქვენთან სხვადასხვა გზით მოდის, ეცადეთ, გადაამოწმოთ ყველა ნიუანსი. საქმეებით დატვირთული დღეების შემდეგ გირჩევთ, უქმეები ქალაქგარეთ გაატაროთ. ნუ აჩქარდებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებსისას აგრეთვე, ნუ შეიძენთ ავტომობილს, ძვირად ღირებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას. განსაკუთრებით, შუა თვეში, ფულის დაკარგვის მეტს ვერაფერს მიიღებთ. თვის ბოლოს ეცადეთ, ყურადღება მხოლოდ პოზიტიურზე გაამახვილოთ. ზოგიერთ მოვლენაზე მინიშნება შეიძლება სიზმარშიც კი მიიღოთ. მოძლიერდებით და საშუალება მოგეცემათ გაიუმჯობესოთ თქვენი და თქვენი ახლობლების ცხოვრება.
გაგიუმჯობესდეებათ დამოკიდებულება ახლობლებთან. თქვენი ურთიერთობა უფრო თბილი გახდება და ნდობითაც განიმსჭვალებით საყვარელი ადამიანის მიმართაც. მასთან გულახდილი საუბარი დაგეხმარებათ გაერკვეთ საკუთარ თავში, შეაფასოთ და დააფასოთ ერთმანეთი. მარტოხელა ქალი მორიელები სასიყვარულო პარტნიორს მეგობრებს შორის ამოირჩევენ. რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება საქმიანი პარტნიორის მიმართაც გაგიჩნდეთ. ზოგიერთი საყვარელ ადამიანთან დისტანციის დაცვას გადაწყვეტს. განსაკუთრებით, თუ თქვენი პარტნიორი მერწყული ან თევზებია. დაქორწინებულებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მეუღლე მათ ნდობას არ იმსახურებს და მხოლოდ გამოყენების მიზნით არიან ერთად. ზოგიერთს ღალატისკენ გაუწევს გული. განსაკუთრებით, თუ სიმპათია ქალწულის ან თხის რქის მიმართ გაქვთ. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბას დაქორწინებულ ადამიანთან. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ეს ურთიერთობა დიდხანს გასტანს ან სიხარულის მომტანი იქნება, უფრო ინტერესის, ჟინის დაკმაყოფილების. შუა თვეში მეტად მოგეძალებათ შინ ყოფნის სურვილი. შეიძლება მეგობრობა გააბათ მიმოწერით და სრულიად უცხო ადამიანს მოუყვეთ საყვარელ ადამიანთან თქვენს დამოკიდებულებაზე.
საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული თვე გელით. თქვენი ცხოვრება შემდეგი სცენარით განვითარდება: "მოვედი, ვნახე, დავიპყარი". ამ მიდგომით უამრავ სასურველ შედეგს მიაღწევთ. სამსახურში თქვენი წარმატება უფროსს შეუმჩნეველი არ დარჩება და შეიძლება დაგაწინაუროთ ან ხელფასი მოგიმატონ, ბონუსი ან პრემია მიიღოთ. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები საიმედო პარტნიორებთან ერთად განახორციელოთ. მარტოს ყველაფრის გაკეთება და გაკონტროლება გაგჭირდებათ. ზოგიერთს ძალაუფლება და ლიდერობა მოგინდებათ, ზოგსაც - საქველმოქმედო ორგანიზაციის ჩამოყალიბება. მარტში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ მეგობრები. მათი დახმარებით შეძლებთ სამსახურის შეცვლას. ფინანსური დახმარების მიღებას. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს, რომლებთანაც ადრე კარგი დამოკიდებულება გქონდათ.
მარტის დასაწყისში სერიოზული დაავადებები არ გელით. მოსალოდნელია აპათია, ესეც იმის გამო, რომ ზედმეტად გადაღლილი ხართ. სასურველია, ჩაეწეროთ ფიტნესზე, განაახლოთ სიარული სპორტ დარბაზში. შეამცირეთ სპირტიანი სასმელების მიღება, ალკოჰოლი აგრესიულს გაგხდით და გამორიცხული არაა, ნასვამმა ტრავმაც კი მიიღოთ. მოერიდეთ წვეულებებზე სიარულს, განსაკუთრებით, სადაც თქვენთვის უცხო ადამიანები იქნებიან. შუა თვეში დაგროვილი საქმეებისა და ვალდებულებების გამო, მოგემატებათ თავის ტკივილი. იმისათვის, რომ მიგრენი ქრონიკულში არ გადაგეზარდოთ, მეტად დაისვენეთ, უქმეები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში, სასიამოვნო გარემოში გაატარეთ. სასურველ შედეგს მოგიტანთ ოჯახის წევრებთან ან სანდო მეგობართან (ვისაც ასეთად მიიჩნევთ), გულახდილი საუბარი. სასწორიგანმარტოება და ხმაურიანი შეკრებისგან შორს ყოფნა მოგინდებათ. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას, გამონახეთ დრო თვითგანვითარებისთვის. განსაკუთრებული ცვლილებები არ გელით. უბრალოდ, ამინდი დათბება და თქვენც უკეთ იგრძნობთ თავს. გაგიუმჯობესდებათ განწყობა. მანდილოსნების უმეტესობას არ მოუნდება მშობლიური კედლების დატოვება. მეტ დროს დაუთმობთ შემოქმედებას და საოჯახო საქმეების შესრულებას. მეტი მხარდაჭერა გამოხატეთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამას საჭიროებს. იყავით კეთილი უცნობებისთვისაც კი, მაგრამ მათ საკეთილდღეოდ ფულის ფლანგვას არ გირჩევთ. თვის ბოლოს შეიძლება ხალხის მასაში გარევამ მორალური დისკომფორტი მოგიტანოთ.
ყველაზე მშვიდად და ბედნიერად თავს შინ იგრძნობთ. შეიძლება სიმპათიურ ადამიანთან პაემანზეც არ მოგინდეთ წასვლა. შეიძლება გამოჩნდეს თქვენი ყოფილი შეყვარებული. ეს იმდენად სერიოზული ურთიერთობა იქნება, რომ შეიძლება დაქორწინებაც კი გადაწყვიტოთ. თუ თქვენი გული დაკავებულია, მოერიდეთ საიდუმლო რომანის გაბმას. განსაკუთრებით დაქორწინებულებს არ გირჩევთ მეუღლის ღალატს. დაქორწინებულების ცხოვრებაში იდილია დაისადგურებს, თუ პარტნიორი არ გამოავლენს ეგოიზმს, უხეშობას და არ იქნება ზედმეტად მომთხოვნი. ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ თევზებთან და ჰაერის ნიშნების წარმომადგენლებთან. სწორედ მათ გვერდით იგრძნობთ თავს მშვიდად და ხალისიანად. მარტოხელები საწინააღმდეგო სქესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თქვენი მომხიბვლელობა და დახვეწილი მანერები შეუმჩნეველი არავის დარჩება. მარტში საინტერესო ადამიანების გაცნობა და საჩუქრები გელით. მარტი კარგი თვეა არსებული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ურთიერთობის გასასერიოზულებლად. რომანიკული ნაცნობობა ნიშნობით დაგვირგვინდება და ქორწინებასაც ნუ გადადებთ შორეული მომავლისთვის. ამ გადაწყვეტილებას არ ინანებთ.
დიდ და სარფიან პროექტებზე მოგინდებათ მუშაობა, მაგრამ გარშემო მყოფებისგან ფარულად. შრომა ინდივიდუალურად ჯობია, კოლექტური საქმიანობა შესაბამის შედეგს არ მოგიტანთ. მოემზადეთ, მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, ვისთანაც ადრე საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებდათ. მან შეიძლება თანამშრომლობის განახლება შემოგთვაზოთ. მარტი კარგი თვეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. ნუ ეცდებით, რომ ორ კურდღელს ერთდროულად გაეკიდოთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. თვის ბოლოს ენერგიისა და ძალების მოზღვავებას იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ, წარმატებულად დაასრულოთ დაწყებული პროექტები. ზოგიერთი გარისკავს და გახსნის თავის საქმეს. ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
თვის დასაწყისში განწყობა გაგიუმჯობესდებათ, თვის ბოლოს ფიზიკურადაც მოძლიერდებით. მაგრამ მაინც უნდა მოერიდოთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას. ვარჯიშები ნელ-ნელა გაართულეთ. თვის ბოლოს უარი თქვით მეტიკამენტებით მკურნალობაზე, რათა არ გახდეთ მათზე დამოკიდებული. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, მკურნალობისთვის ხალხურ მეთოდებს მიმართეთ. სირთულეები არ გელით, მთავარია, ჰიპერტონიკებმა აკონტროლოთ თავი და წნევის ცვალებადობა. მოერიდეთ შორ მანძილზე მგზავრობას და მოგზაურობის დაწყებას. ქალწულიპოზიტივით აღსავსე თვე გელით. ენერგიულიც ხართ და ენთუზიაზმით აღსავსე, რომ ყველაზე არაორდინარული ჩანაფიქრები განახორციელოთ. ოლიმპის მწვერვალზე მარტივად ახვალთ. აქტიურობა შუა თვეში მოიმატებს. მთავარია, არ მოდუნდეთ და გახსოვდეთ, რომ არაკეთილმოსურნეებსა და მტრებს არ სძინავთ. მოერიდეთ სიტუაციის დრამატიზებას, თქვენ ყველა უსიამოვნებას ღიმილით გადალახავთ.
მარტის დასაწყისი კარგი დროა იმიჯის შესაცვლელად. განაახლეთ გარდერობი, მიხედეთ ვარცხნილობას. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ ადამიანებთან ურთიერთობას, მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა და გემოვნება. თქვენი გული თავისუფალია და გსურთ, ურთიერთობა უცხოელთან გააბათ? შეავსეთ ანკეტა გაცნობის უცხოურ საიტზე. სიყვარული თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრება. მეგობრებისგან შეიძლება გაიცნოთ თხის რქა. მოერიდეთ მორიელებს. მათი მწარე გამონათქვამები გულს გატკენთ. თუ მასთან სტაბილური კავშირი გაქვთ, მოერიდეთ თქვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე კამათს. აგრეთვე, არ ეცადოთ მისი საიდუმლოს გაგებას, ნუ ჩაუძვრებით სულში. მამაკაცი ქალწულები გადაწყვეტენ გაწყვიტონ ის კავშირი, რომელიც სიხარულს აღარ ანიჭებთ. იმისათვის, რომ პარტნიორთან ნაკლები იკამათოთ, არ დარჩეთ დიდხანს სახლში, ერთად დაესწარით კულტურულ წეულებებს. თუ დრო და ფული გაქვთ, ერთად წადით სამოგზაუროდ. გარემოს შეცვლა თქვენს რომანტიკულ კავშირს კიდევ უფრო გაახალისებს.
დაივიწყეთ შიშები, ნაკლები უსმინეთ მოშურნეებს და წინ გამარჯვებებისკენ! გადახედეთ საკუთარ შესაძლებლობებს, სურვილებს და შეიძლება ახალი სამსახურის ძიება დაიწყოთ ან პროფესიის შეცვლა გადაწყვიტოთ. აუცილებლად იპოვით თქვენს საკუთარ ადგილს მზის გულზე. მთავარია, იყოთ მონდომებული. მარტი მრავალ საშუალებას მოგცემთ თქვენი მიზნების განსახორცილებლად. ჯანსაღ კონკურენციას მშვიდად შეხვდით. მთავარია, შელაპარაკება აგრესიაში არ გადაზარდოთ. კონკურენტებთან ბრძოლაში იყავით ტაქტიკური. ეცადეთ, კონკურენტებს საკუთარი თავი საუკეთესოდ დაანახოთ. კარგად გამოწყობილიც იყავით და კარგი მანერებიც გამოავლინეთ. ახალ ინფორმაცებს სწრაფად აითვისებთ. შუა თვეში ახალი გასართობი გამოგიჩნდებათ. დაეხმარეთ მათ, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით ბავშვებს, თუ მათ სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ. ფული ზომიერად ხარჯეთ. ეს განსაკუთრებით მანდილოსნებს გეხებათ. მამაკაც ქალწულებს მატერიალური მდგომარეობა შუა თვეში გაგიუმჯობესდებათ. შეიძლება დაიბრუნოთ ძველი ვალი, მიიღოთ პრემია ან მომატებული ხელფასი.
მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, რელაქსაციას. ზომიერება გმართებთ ვარჯიშისას, რათა არ მიიღოთ ტრავმა. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. გადახედეთ მენიუს, გაამდიდრეთ კალციუმით მდიდარი პროდუქტებით. სპორტდარბაზში თუ არა შინ გააკეთეთ ვარჯიშები, რომლებიც თქვენს ხერხემალს მეტ ელასტიკურობას შესძენს. თუ საჭირო გახდება, აიღეთ აუზის აბონემენტი და ჩაეწერეთ მასაჟისტთან ვიზიტზე. თვის ბოლოს შინ ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. უპირატესობა შინაურულ მეთოდებს მიანიჭეთ. ასევე ნახეთ:"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგირაში გადეხმარებათ ვერძი, ლომი ან მორიელი საუკეთესოდ - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ნიშნებს, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მაგრად გამოსდითვინ არიან "უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები" - ხართ თუ არა ამ სიაში და რა უნდა იცოდეთ საკუთარ თავზეთებერვლის ფინანსური ჰოროსკოპი - ვის ელის გრანდიოზული ცვლილებები კარიერაში და შემოსავლების გაზრდა"ზოგიერთს მეორე შანსი მიეცემა" - როგორ უნდა მოემზადოთ 23 თებერვლის ახალმთვარეობისთვისნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 241327 შეფასება არ არის
|