სხვა იაპონიაში აუქციონზე გიგანტური თინუსი 1.8 მილიონ დოლარად გაიყიდა 2020, 24 თებერვალი, 10:42 წყნარი ოკეანის გიგანტური ცისფერი თინუსი, წონით 276 კგ. ტოკიოში აუქციონზე რეკორდულ ფასად - 193.2 მილიონ იენად გაიყიდა, რაც დაახლოებით 1.8 მილიონი დოლარია. თევზის მყიდველი სუშის კომპანიის Kiyomura -ს დირექტორი გახდა, რომელიც ნავაჭრით ძალიან კმაყოფილი დარჩა. თევზი გაყიდული ფასის მიხედვით 21-ე საუკუნეში მეორე ადგილზეა, პირველი თევზი კი 3.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ტრადიციის მიხედვით, ეს ვაჭრობა იაპონიაში ახალი წლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი საქმიანი გარიგებაა. ქვეყნის მოსახლეობას სჯერა, რომ თავდაპირელი ვაჭრობის შედეგების მიხედვით წარიმართება ეკონომიკა ქვეყანაში, ამიტომ არცაა გასაკვირი, ასე ძალიან რატომ უხარიათ თევზის 1.8 მილიონად გაყიდვა. 307 შეფასება არ არის
|