ქალი და მამაკაცი მამაკაცს უნდა უყვარდეს ცოლი ისე, როგორც სურს რომ შეიყვარონ მისი ქალიშვილი - მამების წასაკითხი 2020, 25 თებერვალი, 19:42 მამისა და ქალიშვილის კავშირი ძალიან ძლიერია და მასზეა დამოკიდებული ხშირად გოგონას შემდგომი გზა. გამოკვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებსაც ყავთ მოსიყვარულე მამები ემოციურად მყარი, სოციალურად აქტიურები და საკუთარ თავში დარწმუნებულები ხდებიან. ქალიშვილის მომავალი მამებზე ბევრად არის დამოკიდებული.
![]() მამა, არის იმის მაგალითი, თუ როგორ მოეპყრობიან მამაკაცები მასმამამ აუცილებლად მთელი სიყვარული უნდა აჩუქოს ქალიშვილს
გოგონას, ყოველთვის დასჭირდება მამის სიყვარული და მხარდაჭერა, რომ აიმაღლოს თვითშფასება და გაიგოს, რომ საუკეთესოს იმსახურებს. მამას არავინ შეუცვლის, ამიტომ ეს როლი მაქსიმალურად უნდა მოირგოს.
გოგონას აუცილებლად უნდა შეახსენოთ რომ ძალიან ლამაზია როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანად ![]() გოგონებს ხშირად საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ. ამიტომ მამები ხშირად უნდა აქებდეთ მათ და ახსენებდეთ, რომ ისინი მშვენიერები არიან. ![]() ბედნიერი მოგონებები ისაა, რაც არასდროს ავიწყდება ადამიანს....არცერთი საჩუქარი არ შეცვლის მამის ყურადღებას. ერთობლივი ნაყინის მირთმევა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ძვირადღირებული საჩუქარი.მამას შეუძლია ასწავლოს გოგოს სხვადასხვა უცნაური მეთოდით....![]() მამას უნდა ქონდე დრო საკუთარ ქალიშვილისთვის, გასცეს პასუხი მის კითხვებს. გოგონები მამებში, იდეალურ მამაკაცებს ხედავენ...94 1-ს მოსწონს
|