სხვა მსოფლიოს ყველაზე უცნაური ტრადიციები 2020, 23 თებერვალი, 2:40 მსოფლიოში არსებულ ყველა რელიგიასა და კულტურას აქვს რაღაც თავისებურება, რომელიც შესაძლებელია ძალზედ უცნაური აღსაქმელი იყოს თუმცა, ადამიანებს რომლებიც ასეთ გარემოში გაიზარდნენ სწამთ და პატივს სცემენ ტრადიციებს . სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ყველაზე უცნაურ ტრადიციას მსოფლიოში .ტიბეტური დაკრძალვის ტრადიციატიბეტში სადაც მოხვედრაზე ალბათ უამრავი ადამიანი ოცნებობს, გარდაცვლილი ადამიანის მიმართ არც ისე ჰუმანური მოპყრობით გამოირჩევიან. ტიბეტელი ბუდისტები გარდაცვლილის სხეულს დანით სერავენ და გარეულ ცხოველებს, უფრო ხშირად კი ლეშის მჭამელ ფრინველებს უტოვებენ . მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია შემზარავი ჩანს ეს არ ეწინააღმდეგება ბუდისტურ იდეოლოგიას . რამდენადაც ბუდიზმის იდეოლოგიის მიხედვით მთავარია სულის უკვდავება და ადამიანის სხეული მისი სულის დროებითი სამყოფელია .
თითების მოკვეთის ტრადიციაპაპუა ახალი გვინეის ერთ-ერთ ტომში ჭირისუფალი ქალები გლოვის გამოხატვის მიზნით იჭრიდნენ თითებს, ამ უცნაური ტრადიციის მიხედვით გარდაცვლილის ყველა ახლობელ ქალებს და ბავშვებს უნდა მოეჭრათ თითები. რწმენის მიხედვით თითების მოკვეთით ეხმარებოდნენ გარდაცვლილთა სულებს, რათა მათ მშვიდობით განესვენათ. ამჟამად ახალ გვინეაში ეს რიტუალი აკრძალულია, თუმცა ხანდაზმულ ხალხში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. ნაკიზუმოიაპონური ტრადიცია ნაკიზუმო ტოკიოში სენსოდის ტაძარში იმართება ყოველი წლის აპრილის თვეში, სადაც ბავშვებს ტირილში აჯიბრებენ . მშობლების რწმენით, ამ რიტუალით დაიცავენ შვილებს ბოროტი ძალებისგან . რინგზე გამოდის ორი სუმოს მებრძოლი თითო ბავშვით. ვინც უფრო ძლიერად და სწრაფად აატირებს ბავშვს გამარჯვებულიც ის იქნება. სუმოისტები მათ ასატირებლად თავს არ ზოგავენ და პატარების ატირებას და შეშინებას ცდილობენ . ტრადიცია სათავეს იღებს ცრურწმენიდან -“ ბავშვი რაც უფრო ხმამაღლა იტირებს მით უფრო ძლიერი გაიზრდება .'' მამაკაცების გამოცდაამაზონის ერთ-ერთ ტომ სატერე მეივეში, ახალგაზრდა მამაკაცი სექსუალურად მომწიფების შემდეგ ვალდებულია გაიაროს გამოცდა, რათა ნამდვილ მამაკაცად აღიარონ . გამოცდა მდგომარეობს შემდეგში – გამოსაცდელი ახალგაზრდა თანატოლებთან ერთად უნდა წავიდეს ჯუნგლებში, სადაც ისინი შეაგროვებენ ჭიანჭველის სახეობას, რომელიც გამოირჩევა საშინლად მტკივნეული ნაკბენით. ბალახეულის საშუალებით ჭიანჭველებს დააძინებენ და ჩაყრიან ხელთათმანებში, რომელსაც იკეთებს გამოსაცდელი მამაკაცი. გაღვიძებული ჭიანჭველები ძალიან აგრესიულები არიან და მწარედ იკბინებიან . ამბობენ, რომ მათი ნაკბენი 50-ჯერ მწარეა ვიდრე ფუტკრის . ჭიანჭველების კბენას მამაკაცმა დაახლოებით 10 წუთი უნდა გაუძლოს და პარალელურად სარიტუალო ცეკვა უნდა შეასრულოს. ჩვილების სროლის ტრადიციაამ ტრადიციას ვხვდებით ინდოეთის დასავლეთ პროვინცია მაჰარაშტრაში . აღნიშნული ტრადიცია 700 წელზე მეტს ითვლის და მდგომარეობს შემდეგში - ყოველი წლის 1 დეკემბერს მშობლები თავიანთ ახალშობილ ბავშვებს აგდებენ ტაძრის სახურავიდან რომლის სიმაღლე 15 მეტრს აჭარბებს, ქვემოთ მყოფი ადამიანები კი ბადის მეშვეობიტ იჭერენ მათ . ადგილობრივთა რწმენით ამ რიტუალს ჩვილი ბავშვისთვის ჯანმრთელობა და იღბალი მოაქვს . მიუხედავად იმისა რომ რიტუალი ძალიან საშიშია, დღემდე არ არსებობს ცნობა ახალშობილის დაზიანებასთან დაკავშირებით. საქორწინო ტრადიციაინდონეზიის საზოგადოების ნაწილი რომელიც ცხოვრობს ქვეყნის ჩრდილოეთში სახელწოდებით ბორნეო, ქორწილის შემდეგ ახალდაქორწინებულები სამი დღე- ღამის განმავლობაში იზოლირებულნი და ჩაკეტილი არიან სახლში, ისე რომ საპირფარეშოთი სარგებლობაც ეკრძალებათ . გარდა ამისა, ამ დროის განმავლობაში მათ ასევე აკრძალული აქვთ ბანაობაც . წყვილს მკაცრად აკონტროლებენ სათვალთვალოდ მიჩენილი ადამიანები . ადგილობრივების რწმენით ახალდაქორწინებულებისთვის ბანაობა ცუდის მომასწავებელია, აღნიშნული ტრადიცია ხელს უწყობს ქორწინების სიმტკიცეს და ჯანმრთელი ბავშვების დაბადებას. 1716 1-ს მოსწონს
|