x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138436
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
15 ხერხი იმისთვის, რომ თქვენს სახლში მუდამ სასიამოვნო სურნელი ტრიალებდეს
ჩაყარეთ შვრია ნაგვის ყუთში, შეასხით პარფიუმი ნათურას, ან ქვაბით აადუღეთ ქსოვილის დამარბილებელი. ეს ყველაფერი შესაძლოა აბსურდად ჟღერდეს, თუმცა, შეიძლება ამ ხერხების გამოყენებით თქვენი სახლის ერთ-ერთი დიდი პრობლემა მაშინვე მოგვარდეს - უსიამოვნო სუნი.






1. შვრია

თუ სახლში სუნი არ მოგწონთ, პირველ რიგში მაცივარი და ნაგვის ურნა უნდა შეამოწმოთ. ჯამში ჩაყარეთ ცოტაოდენი შვრია და შედგით მაცივარში, ან ჩაყარეთ შვრია პირდაპირ ნაგვის ურნაში, რათა სუნი შეიწოვოს. ეს ხერხი ეფექტური და უსაფრთხოა, რადგან არ გიწევთ არანაირი ქიმიკატის გამოყენება.

image






2. ქსოვილის დამარბილებელი

ქსოვილის დამარბილებელი არაჩვეულებრივი პროდუქტია და პირვანდელი ფუნქციის გარდა, მისი გამოყენება სახლის სხვა საქმეებისთვისაც შეგიძლიათ. ჩაასხით ერთი ჭიქა დამარბილებელი საშუალება ადუღებულ წყალში - მისი სუნი აორთქლდება და მთელ სახლში მიმოიფანტება. მეტი ეფექტის მისაცემად შეგიძლიათ, მასთან ერთად დარიჩინი და სანელებელი მიხაკიც გამოიყენოთ.


image






3. ზეწრების გაშრობა

ვენტილატორთან ზეწრების გაფენა შეიძლება უცნაური ჩანდეს, მაგრამ ეფექტი ნამდვილად აქვს. ახალგარეცხილი ზეწრების სასიამოვნო სუნი მთელ სახლში მიმოიფანტება.

image






4. ტაბლეტები ნიჟარისთვის

ზოგჯერ უსიამოვნო სუნი სახლში ნიჟარის ღრმულიდან მოდის. შეიძლება, ნარჩენები გაიჭედა და გაიხრწნა. არსებობს სპეციალური ტაბლეტები, რაც ასეთ შემთხვევაში დაგეხმარებათ.

image






5. სუნიანი გამწმენდი ძმარი

როცა სახლიდან სუნის გაქრობას ცდილობთ, მხოლოდ მისი გადაფარვა კი არ უნდა სცადოთ, მნიშვნელოვანია, სუნის გამომწვევი მიზეზი იპოვოთ. სუნიანი გამწმენდი ძმარი ორ კურდღელს ერთად იჭერს! ის ბიუჯეტური, სწრაფი და ეფექტური ხერხია ამისთვის. მისი დამზადება თავადაც შეგიძლიათ.






6. ეთერზეთები

თქვენ წინაშეა საუკუნეების განმავლობაში დამტკიცებული მეთოდი სუნის გასაქრობად - ეთერზეთები! შეგიძლიათ, ის აადუღოთ, ქსოვილზე დაასხათ, დაამატოთ ჰაერის დამატენიანებლებს და ა.შ. სუნის გასაქრობად ყველაზე ეფექტური სუნი აქვს ციტრუსს, გრეიფრუტს, ლაიმს ან ფორთოხალს, ასევე ბალახებს, როგორებიცაა ბაღის პიტნა და ევკალიპტი.

image






7. ვანილის ექსტრაქტი

ვანილის ექსტრაქტი მხოლოდ საჭმლის მოსამზადებლად კი არ გამოიყენება, არამედ სახლში სასიამოვნო სუნის შესაქმნელადაც. გაჟღინთეთ პატარა ზომის ღრუბელი ვანილის ექსტრაქტით და მოათავსეთ თბილ ჯამში. შეიძლება, ეს ხერხი ვიზუალურად ეფექტური არ ჩანს, მაგრამ ნამდვილად მუშაობს.






8. გამოცხობა

ოჯახის წევრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი სახლში სასიამოვნო სუნის შესაქმნელად რამის გამოცხობაა. თანაც, მოგვიანებით ჩაის მისაყოლებლადაც რამე გექნებათ. ხოლო თუ ცხობის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ ტაფაზე ცოტაოდენი ვანილი შეათბოთ - 250 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.

image






9. მოხარშული ვაშლის ნაჭრები და დარიჩინის ჩხირები

თუ სანთლების და ეთერზეთების გამოყენება არ გსურთ, სამზარეულოში სასიამოვნო სუნის შესაქმნელი კიდევ ერთი ხერხი ქვაბში ვაშლის ნაჭრების და დარიჩინის ჩხირების მოხარშვაა. გაითვალისწინეთ, რომ ფრთხილად უნდა იყოთ და ქვაბი დიდხანს არ დატოვოთ უყურადღებოდ, რათა ნარევი არ დაიწვას.






10. ლიმონი

ლიმონი ცნობილია, როგორც ბუნებრივი დეოდორანტი და ჰაერის გამწმენდი. ის არამხოლოდ სასიამოვნო სუნს ატრიალებს სახლში, არამედ ეფექტური და უსაფრთხო საწმენდი საშუალებაა იატაკისთვის, კარადებისთვის და ხის ავეჯისთვის.

image






11. ხის ნახშირი

კიდევ ერთი გზა უსიამოვნო სუნისგან თავის დასაღწევად ხის ნახშირის ყიდვა ან მისი თავად დამზადებაა აქტივირებული ხის ნახშირისგან. გარდა იმისა, რომ ჰაერს წმენდს, ნახშირი ასევე კლავს ბაქტერიას და ალერგენებს.






12. საცხობი სოდა

საცხობი სოდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მრავალფუნქციური პროდუქტია სახლისთვის. სხვა თვისებების გარდა, მას შეუძლია გაანეიტრალოს სუნი და დეოდორანტის ფუნქცია შეასრულოს ხალიჩებისთვის.

image






13. სარეცხი მანქანის გამწმენდი ტაბლეტები

თუ ტანსაცმლის გამრეცხ საშუალებას არ წმენდთ, მასაც შეიძლება გაუჩნდეს ცუდი სუნი. სარეცხი მანქანის გამწმენდი ტაბლეტები არაჩვეულებრივი გზაა ამისგან თავის დასაცავად.

image






14. სუნის გამქრობი სანთლები

სუნიანი სანთელი ყოველთვის კარგი არჩევანია სახლისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ მყუდრო ატმოსფეროს ქმნის, სახლსაც სასიამოვნო სურნელით ავსებს.

image






15. პარფიუმის შესხმა სანათზე

შეიძლება, ეს ხერხი სასაცილო ჩანს, მაგრამ მართლა მუშაობს. შეასხით ცოტაოდენი პარფიუმი ცივ ნათურას. როცა ის გაცხელდება, სასიამოვნო სურნელს მთელ ოთახში მიმოაფრქვევს.

imagep.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ დავალაგოთ სახლი ნაკლებ დროში - 15 სასარგებლო ხერხი

image


2. 14 სასარგებლო ხერხი სახლის საქმეებისთვის

image


3. როგორ ცდილობენ რესტორნები ჩვენს მოტყუებას - 13 ეშმაკური ხერხი, რომელიც უნდა იცოდეთ

image


4. როგორ უნდა დაიცვათ სახლი ქურდებისგან, როცა მიემგზავრებით

image


5. რატომ არის საზოგადოებრივი ტუალეტების კარები მოკლე? - ამის 9 მიზეზი არსებობს

image

1
1137
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1137
  
2020, 13 მარტი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1