კინო "მამა წინააღმდეგი არ არის" - სტივენ სპილბერგის ქალიშვილს პორნომსახიობობა სურს 2020, 20 თებერვალი, 16:45 რეჟისორ სტივენ სპილბერგის ქალიშვილმა მიქაელმა გადაწყვიტა პორნო მსახიობი გახდეს და და გაიკეთოს კარიერა ამ სფეროში, იუწყება The Sun. მისი თქმით, მშობლები ასეთი გადაწყვეტილების გამო უფრო "დაინტრიგებულები" იყვნენ, ვიდრე იმედგაცრუებულები . ამჟამად, 23 წლის გოგონა ლიცენზიას იღებს ტენესის შტატში, როგორც სექს- მუშაკი ტენესის შტატში და მზადაა, მსახიობის კარიერა წამოიწყოს ზრდასრულ კინოინდუსტრიაში. მიქელამ აღნიშნა, რომ ეს არის მისი სხეული, არჩევანი, ცხოვრება და შემოსავალი. პორნოში გადაღება, მისი აზრით, ხელს შეუწყობს მის თვითმყოფადობას და დაეხმარება მამისა და დედისგან ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ახალბედა სექს ფილმების ვარსკვლავი ამ საქმიანობას არ მიიჩნევს დამამცირებლად ან შეურაცხყოფად, ის გრძნობს, რომ შეუძლია სხვა ადამიანების დაკმაყოფილება. - მე ყოველთვის ვიყავი სექსუალური ნატურის ადამიანი, რაც ადრე ჩემში უკმაყოფილობას იწვევდა. ეს არის პოზიტიური, ფართო შესაძლებლობის არჩევანი, მივხვდი, რომ ამით გატაცება და ენთუზიაზმი სირცხვილი არ არის, სურვილი აკეთო რაიმე უსაფრთხოდ, კეთილგონივრულად, კოორდინირებულად, ”- დასძინა მან. რეჟისორ სტივენ სპილბერგს სულ 7 შვილი ჰყავს, აქედან 3 აყვანილია, მიქაელა მათ შორის ყველაზე უმცროსია. 275 3-ს მოსწონს
|