მარჩელო მასტროიანი დიდი ხნის მანძილზე და საფუძვლიანად იყო დაქორწინებული. საფუძვლიანად რატომ? იმიტომ, რომ როგორც იტალიელი მამაკაცების უმრავლესობას, მასაც საყვარლები ჰყავდა. ხოლო, მისი მეუღლე ფლორა, იმის გამო, რომ მარჩელო ძალიან უყვარდა, თუ ერთადერთი ქალიშვილის გამო, ოჯახის შენარჩუნება უნდოდა, ქმრის ღალატს მხოლოდ კი არ ეგუებოდა, მას მორიგ საყვარელთან დაშორების შემდეგ, ამშვიდებდა და ამხნევებდა კიდეც. მარჩელოს კი, თავის მხრივ, განქორწინება თავშიც არ მოსდიოდა და საყვარლებთან დაშორების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. ქალებს საყვარლის სტატუსი არ აკმაყოფილებდათ და როდესაც ქორწინების მოთხოვნაზე უარს იღებდნენ, მისგან მიდიოდნენ. ხილო, გულნატკენი და იმედგაცრუებული მასტროიანი ოჯახურ კერას უბრუნდებოდა... თუმცა, დროებით – მორიგ რომანტიკულ თავგადასავლამდე.
მაგრამ, ქმრის კატრინთან ნაცნობობის შემდეგ, ფლორა ანერვიულდა. ქალური ინტუიცია მას კარნახობდა, რომ — კატრინ დენევმა, რომელიც მისი დაუოკებელი მეუღლის სიყვარელის ახალი ობიექტი იყო, მასტროიანის გულის დიდი ნაწილი, ან იქნებ, მთელი გულიც დაიპყრო...
მარჩელო, როდესაც მეუღლეს ტელეფონით ესაუბრებოდა, წუწუნებდა, რომ «ცივი» კატრინი მასთან ახლო ურთიერთობაზე უარს ამბობდა. ხოლო, ფლორა მას ამშვიდებდა და რომში დაბრუნებას სთხოვდა. მაგრამ, იტალიაში ის დიდ ხანს ვერ ჩერდებოდა — მისი გული და სული პარიზისკენ იწევდა, სადაც საყვარელი ქალი ცხოვრობდა.
კატრინ დენევი სამსახობო წრეებში ცივ და მიუწვდომელ ლამაზმანად ითვლებოდა და ეს იმ ფონზე, როდესაც მისი რომანების შესახებ, არაერთი ჭორი დადიოდა. გარეგანი განდეგილობა კატრინის იმიჯი ნამდვილად არ იყო, რადგან თავისი 27 წლის ასაკისთვის, მას ბევრის გადატანა მოუხდა.
ახალგაზრდა ქალმა ჯერ დედა დაკარგა, შემდეგ, ავტოავარიიაში მისი უფროსი და გარდაიცვალა, ის ვიღაც მთვრალმა ნაძირალამ გააუპატიურა, დაშორდა ქმარს, ხოლო შემდეგ, შვილის, კრისტიანის მამას... კატრინი ცდილობდა, რომ ახალი ადამიანები გულში ღრმად არ შეეშვა, რომ შემდეგ, მათი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არ განეცადა.
მასტროიანი და დენევი ერთმანეთს ფილმის – «ეს ჩვენ არ შეგვეხება» (1971 წ.), გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. ისინი, სიუჟეტის მიხედვით, მეუღლეებს თამაშობდნენ, რომლებმაც შვილის სიკვდილით გამოწვეული ტრაგედია გადაიტანეს და ამ რთულმა ფსიქოლოგიურმა დრამამ ერთმანეთს დაახლოვა...
ფილმის დასრულების შემდეგ, მსახიობები სხვადსხვა ქალაქებში ცხოვრობდნენ. მასტროიანი მას ურეკავდა და ისინი ხშირად საუბრობდნენ... მაგრამ, ერთმანეთისადმი გრძნობებს არ გამოხატავდნენ. მარჩელო ეჭვიანობდა და უფრო მეტად უყვარდებოდა თავისი «თოვლის დედოფალი». ის პარიზში ჩასვლის შესაძლებლობას ხელიდან არასდროს უშვებდა, რომ დენევთან უფრო ახლოს ყოფილიყო. მან პარიზში ბინა იქირავა და მსახიობის ვაჟის გულის მოგება სცადა. მას კატრინისთვის და მის შვილისთვის საჩუქრები და ყვავილები მიჰქონდა. კატრინს საჩუქრის მიღებაზე უარი არასდროს უთქვამს და ყოველთვის თავშეკავებით პასუხობდა, რომ ასეთი დანახარჯები საჭირო არ იყო. ხოლო, ტემპერამენტიან იტალიელს უნდოდა, რომ მისი საქციელით ქალი აღფრთოვანებულიყო და კისერზე ჩამოკიდებოდა. თუმცა, კატრინმა, მადლიერების გამოსახატავად, სხვა ფორმა აირჩია — ის საჩუქარზე, საჩუქრითვე პასუხობდა. მაგ., როდესაც მასტროიანმა მას, ზღვის სანაპიროზე, ნიცაში ვილა აჩუქა, — კატრინმა მას, საპასუხოდ, უძვირფასესი «იაგუარი» უყიდა.
ისინი ბედნიერები იყვნენ, ერთმანეთი უყვარდათ და მასტროიანმა გადაწყვიტა, რომ საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნის დრო მოვიდა. მაგრამ, ცოლად გაყოლის წინადადებაზე, მან დენევისგან კატეგორიული უარი მიიღო. მოგვიანებით, მან ეს უარი იმით ახსნა, რომ ადრე, მისი საყვარლების ყოფილი ცოლები მას ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ, რომ თუ ის, მათ ყოფილ ქმარს ცოლად გაჰყვებოდა, მას ან მის შვილს რამეს დაუშავებდნენ. კატრინს არც თავად უნდოდა ტკივილის განცდა და არც შვილისთვის უნდოდა ზიანის მიყენება. ამიტომ, «მარტოხელად» დარჩენას ამჯობინებდა.
თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ იყო... კატრინი დაფეხმძიმდა. ხოლო, ბედნიერი მარჩელო მასთან ერთად მაღაზიებში დადიოდა და მომავალი ქალიშვილისთვის ნივთებს და სათამაშოებს ყიდულობდა.
კიარას დაბადება 50 წლის მასტროიანმა დიდი ზეიმით აღნიშნა. ის წარმოუდგენლად ბედნიერი იყო... ქალიშვილის დაბადების შემდეგ, მარჩელომ კიდევ ერთხელ სთხოვა კატრინს ცოლობა. თუმცა, ისევ უარი მიიღო... მარჩელო ნერვიულობდა, რომ ქალი ქორწინებაზე არ თანხმდებოდა და ეს მაშინ, როდესაც მისი წინა საყვარლები მის ცოლობაზე ყოველთვის ოცნებობდნენ. თანდათანობით მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. კატრინი და მარჩელო ხშირად ჩხუბობდნენ და ქალიშვილის დაბადებიდან, დაახლოებით, 1 წლის შემდეგ, კატრინმა მარჩელოს გამოუცხადა, რომ მათ შორის ყველაფერი დასრულდა...
მარჩელო ისევ თავის ერთგულ და მომთმენ ფლორასთან დაბრუნდა, ხოლო კატრინი მარტოხელა დედა გახდა, რომელიც 2 შვილის აღზრდით იყო დაკავებული... მას არასდროს აუკრძალავს მარჩელოსთვის ქალიშვილთან ურთიერთობა, რომელიც ამ უკანასკნელს სიგიჟემდე უყვარდა. მაგრამ, მისი ოცნება, — ეცხოვრა საყვარელ ქალთან ერთას, არ ახდა.
20 წლის შემდეგ, როდესაც მასტროიანი სიმსივნით დაავადდა, მსახიობის გვერდით მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული — კატრინ დენევი იყო (იმ მომენტისთვის ის ფლორასთან განქორწინებული იყო). კატრინს მომაკვდავი მარჩელოს ხელი ეჭირა და ამიტომ, მას არც ეშინოდა და არც ტკივილს გრძნობდა... კატრინი უკანასკნელი ადამიანი იყო, ვინც მარჩელომ სიკვდილის წინ ნახა.