სხვა ინვალიდი ლეკვის და მტრედის არაჩვეულებრივმა მეგობრობამ სოციალური ქსელი დაიპყრო(ვიდეო) 2020, 19 თებერვალი, 11:48 გაიცანით, ლეკვი ჰერმანი და მტრედი ლანდი, მეგობრები, რომლებიც სულ ერთად არიან და ერთმანეთს ეხუტებიან.ორივე ერთმანეთს შეხვდა ქალაქ როჩესტერის (ნიუ-იორკის შტატი)საზოგადოებრივ სამაშველო ორგანიზაცია Mia Foudantion-ში, რომელიც თანდაყოლილი გადახრების მქონე ცხოველებზე ზრუნავს, ჩიხუახუას ლეკვი ჰერმანის უკანა თათები არ ფუნქციონირებს, ხოლო მტრედმა ლანდმა ნევროლოგიური დაზიანება განიცადა და ვერ დაფრინავს.
ჰერმანმა და ლანდიმ კარგად გაუგეს ერთმანეთს, სულ ერთად ატარებენ დროს და ერთამანეთს ეხუტებიან, მათი მეგობრობის ისტორია სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელმაც უამრავი მოწონება და გაზიარება დაიმსახურა. 547 5-ს მოსწონს
|