მოვლენები სამეფო დასვენება: აი, როგორ გამოიყურებიან საცურაო კოსტიუმებში სამეფო ოჯახის წევრი ქალები 2020, 17 თებერვალი, 18:14 წინასწარ, დეტალურად გაწერილი შეხვედრები, საჯარო განცხადებებისგან მაქსიმალურად თავის შეკავება, მილიონობით კრიტიკული მზერისთვის თვალის ამაყად გასწორება და ელეგანტურობის შენარჩუნება — ეს, იმ ვალდებულებების გრძელი სიის მცირე ჩამონათვალია, რომელთა დაცვაც განურჩევლად, სამეფო ოჯახის თითოეულ წევრს ევალება. თუკი ცნობილი ვარსკვლავები სოციალურ ქსელებში საკუთარ ფოტოებს მთელი მონდომებით ავრცელებენ, სამეფო ოჯახების შემთხვევაში ყველაფერი პირიქით ხდება. მათ ინტერნეტსივრცეში პირადი ანგარიშის ქონაც კი ეკრძალებათ, თუმცა ამის გარეშეც ძნელი წარმოსადგენია, როგორ ტვირთავს ქეით მიდლტონი საჯარო განხილვისთვის, საცურაო კოსტიუმში გადაღებულ საკუთარ, ნახევრად შიშველ ფოტოებს, თუმცა ამისთვის პაპარაცები არსებობენ, რომელთაც ნანატრი კადრის მიღება ნებისმიერი საშუალებით შეუძლიათ. გთავაზობთ, სწორედ იმ რამდენიმე პრივატულ კადრს, რომელთა გადაღებაც ფოტოგრაფებმა საკმაოდ რთულ პირობებში, თუმცა მაინც მოახერხეს.შვედეთის პრინცესა - სოფიაქეით მიდლტონიშვედეთის პრინცესა - მადლენიშარლოტა კაზირაგიდანიის პრინცესა - მარინორვეგიის კრონ პრინცესა მეტე-მარიტიდანიის კრონ პრინცესა - მერი1025 შეფასება არ არის |