x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
უჩვეულო სახანძრო ნაწილი იტალიაში, რომელიც ბეტმენის გამოქვაბულს არაფრით ჩამოუვარდება
image

ჩრდილოეთ იტალიაში არსებული ეს სახანძრო ნაწილი ინტერნეტ სივრცეში პოპულარული ახლახანს გახდა, თუმცა შენობა უკვე 9 წელია რაც არსებობს.

კლდეში ჩასმული შავი შენობა ნამდვილად საშიშად ჩანს, თუმცა მისი აშენების დროს არქიტექტორების მთავარი მიზანი მიწის ეკონომია იყო, სწორედ ამიტომაც მოათავსეს სახანძრო ნაწილი 90 მეტრიან კლდეში.

image

image

ამდაგვარი პროექტის შექმნა პატარა ქალაქის, მარგრეიდის მცხოვრებლებმა საარქიტექტორო ფირმას «Bergmeisterwolf» ს მიანდეს, რომელიც ოფისებს დღესაც აშენებს იტალიასა და ავსტრიაში.

image

არქიტექტორებმა ჯერ 2 გამოქვაბული ააფეთქეს და გვირაბები ერთმანეთს შეუერთეს. ორი გამოქვაბული ავტოფარეხი გახდა, მესამე კი ადმინისტრაციულ ნაწილად მოაწყვეს.


image

გარდა იმისა, რომ შენობის დიზაინი უბრალოდ შეუდარებლად გამოიყურება, ის ასევე ძალიან მყუდროცაა, რადგანაც კლდე ბუნებრივად იზოლირებულს ხდის მას. შიგა ტემპერატურა საშუალოდ 13 გრადუსი ცელსიუსია, მაშინ, როცა გარეთ შეიძლება - 10 გრადუსიც კი იყოს.

image

შენობაში ასევე ბეტონის მომრგვალებული კედელია, რომელიც სამივე გამოქვაბულს აერთიანებს და იცავს ქვებისგან.


image



0
152
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0