x
image
_K_
თავის მოვლის 11 უცნაური მეთოდი, რომელიც ამართლებს - ეს უნდა იცოდეთ!
imageჩვენი სხეული მეტ მიკრობს შეიცავს, ვიდრე ირმის ნახტომის გალაქტიკა - ვარსკვლავს. როცა კარგ მიკრობებს "თავს ესხმიან", ისინი უნდა დავიცვათ და იმუნური სისტემის გაუმჯობესება ვცადოთ.


იმისთვის რომ ჯანრმთელები და ლამაზები იყოთ, სტატიაში 11 სხეულის მოვლის მეთოდს წარმოგიდგენთ. შეიძლება, თავიდან ისინი უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ხერხები შემოწმებულია და ნამდვილად ამართლებს!






1. კანის გაუმჯობესებითვის გამოიყენეთ კორეული მეთოდი.

უცნაური კორეული ტრენდის, სახელად ჯამსუს მიხედვით, მას შემდეგ, რაც მაკიაჟს გაიკეთებთ, თავი ყინულივით ცივ წყალში უნდა ჩაყოთ, რათა მატე ეფექტი მიიღოთ და მაკიაჟი დააფიქსიროთ. პროცედურამდე არ დაგავიწყდეთ პუდრას წასმა, რის შემდეგაც წყალში სახე 15-30 წამის განმავლობაში უნდა გააჩეროთ. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მშრალი კანი გაქვთ.


მაკიაჟის დაფიქსირების გარდა, ცივი წყალი სასარგებლოა სახის კანის ლამაზი იერის შესანარჩუნებლად.


image






2. წაისვით ბურთულიანი დეოდორანტი კოღოს ნაკბენზე და აღარ მოგეფხანებათ.

ამ უცნაური ხერხის გამოყენების შემდეგ კოღოს ნაკბენი აღარ შეგაწუხებთ. გაითვალისწინეთ, რომ ბურთულიანი დეოდორანტი არ გამოდგება ნაკბენის პრევენციისთვის, მაგრამ თავიდან აგაცილებთ კბენის შემდეგ გაჩენილ დისკომფორტს.


გარდა იმისა, რომ ტკივილი და ქავილის შეგრძნება დაგიცხრებათ, ნაკბენის შესიებაც ნელ-ნელა გაივლის. ეს ყველაფერი დეოდორანტში შესული ალუმინიუმის ქლორიდის დამსახურებაა.

image






3. თავი დააღწიეთ ფეხის სუნს ძმრისა და ფეხის აბაზანის დახმარებით.

ფეხის სუნი გავრცელებული რამაა, განსაკუთრებით - სიცხეში. მას ბაქტერიები წარმოქმნის, რომლებიც კარგად ვრცელდება თბილ გარემო პირობებში. სუნის გასაქრობად კარგი ხერხია 1/3 ნაწილ ძმრიან წყალში მოათავსოთ ტერფები20 წუთის განმავლობაში. ამით სუნის გამომწვევი ბაქტერიების რაოდენობას შეამცირებთ.


სუნის სიხშირეზეა დამოკიდებული, ფეხს ძმრიან წყალში დღეში რამდენიმეჯერ მოათავსებთ თუ კვირაში ერთხელ. გაითვალისწინეთ, რომ ამ ხერხის გამოყენებას რეკომენდაციას არ ვუწევთ, თუ ტერფზე ჭრილობა გაქვთ.

image






4. გამოიყენეთ საცხობი სოდა ავტორუჯის მოსაშორებლად.

იმ თვეების განმავლობაში, როცა სახლში ცდილობთ რუჯის მიღებას სხვადასხვა პროდუქტების დახმარებით, შეცდომების თავიდან ასარიდებლად ერთ ხერხს გასწავლით. თუ კანი აგიჭრელდებათ, ტონის გათანაბრებაში საცხობი სოდა დაგეხმარებათ.


უბრალოდ, შეურიეთ სოდა წყალს ისე, რომ სქელი მასა მიიღოთ და წაისვით ადგილებზე, რომელთა გაღიავებაც (ან რუჯის მოშორება) გსურთ. საცხობი სოდა კანის გაღიზიანებისა და ინფექციების გარეშე მოგცემთ სასურველ შედეგს.

image






5. სცადეთ უზეთო სელის თმის დამატენიანებელი და გელი.

ყველას გვაქვს დღეები, როცა თმა ცუდად გვაქვს და მას ვერაფრით ვაკონტროლებთ. ეს ბუნებრივი გელი თმას აძლიერებს, აჯანსაღებს და ამასთანავე, სკალპს ატენიანებს.


ის მდიდარია B ვიტამინით, მაგნიუმით და ომეგა 3-ით, რაც ხუჭუჭ თმას იცავს ქერტლისგან, თავიდან აგარიდებთ თმის დათხელებას, გამოშრობასა და გაყოფილ ბოლოებს.


შეგიძლიათ, სელის თესლი წყალში აადუღოთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ საცერის დახმარებით გელი გამოაცალკევოთ. წაისვით თმაზე დაბანის შემდეგ და კარგად დაიტენიანეთ სკალპიც. ეს ხერხი ყველა ტიპის თმისთვის გამოგადგებათ.

image






6. ვარჯიშის შემდეგ დალიეთ ჯანჯაფილის ჩაი, რათა მეორე დღეს მტკივნეული შეგრძნება თავიდან აირიდოთ.

ყველას გამოგვიცდია კუნთების ტკივილი ვარჯიშის მეორე დღეს, თუმცა, ეს ხერხი მის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ჯანჯაფილის ანტი-ანთებითი თვისებების წყალობით.


აადუღეთ დაჭრილი ჯანჯაფილი წყალში 10-15 წუთის განმავლობაში და საუკეთესო შედეგისთვის დალიეთ 2-3 ჭიქა ჩაის სახით.

image






7. გაითეთრეთ ფრჩხილები ბუნებრივად არგანის ეთერზეთის გამოყენებით.

დროდადრო ფრჩხილების გაყვითლება ბუნებრივი პროცესია, ამას ბაქტერიული ინფექცია იწვევს. ფრჩხილების გასათეთრებლად რეკომენდებულია მათზე არგანის (თავშავას) ზეთის წასმა.


არგანის ზეთის ანტიმიკრობული თვისებების წყალობით ის კლავს სიყვითლის გამომწვევ ბაქტერიებს. კარგი იქნება, თუ ზეთს ფრჩხილებზე დღეში ორჯერ წაისმევთ, პირველად დილით, მეორედ კი - დაძინებამდე.

image






8. დილის ყავას დაამატეთ ქოქოსის ზეთი.

ამ ხერხის დახმარებით, გარდა იმისა, რომ დილით ენერგიას მიიღებთ, ჯანმრთელიც იქნებით. უბრალოდ, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი ყავას, რათა დილიდანვე დაარეგულიროთ სისხლში შაქრის დონე და გააძლიეროთ იმუნური სისტემა.


ქოქოსის ზეთს არაერთი სასარგებლო თვისება აქვს, დაწყებული თმისა და კანის სიჯანსაღიდან, დამთავრებული სისხლის წნევის დარეგულირებით. ასე რომ, შემდეგში, როცა შაქარი მოგინდებათ, მის ნაცვლად ქოქოსის ზეთი სცადეთ!

image






9. მიირთვით გაყინული ხილი.

ჯანმრთელი და ძლიერი ორგანიზმის შესანარჩუნებლად აუცილებელია რეკომენდებული ნუტრიენტების მიღება. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დამტკიცდა, რომ გაყინული ხილი მეტ სასარგებლო ნუტრიენტს შეიცავს, ვიდრე მალფუჭებადი პროდუქტი, რადგან მასში სასარგებლო ვიტამინები "იკეტება" გაყინვის დროს.

image






10. გამოიყენეთ სახლის ნივთები სხეულის მასაჟისთვის.

გაგაცნობთ სახლის ნივთებს, რომელიც თქვენს სხეულს ტკივილის მოხსნაში დაეხმარება. ცომის გასაბრტყელებლის გამოყენება შეიძლება ფეხის კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად და სისხლის მიმოქცევის გასაზრდელად.

კიდევ ერთი საჭირო ნივთია ტენისის ბურთი, რომელიც ტერფის მასაჟში დაგეხმარებათ ისე, რომ სკამიდან ადგომაც არ მოგიწევთ.

2 ტენისის ბურთის გამოყენება ზურგის ტკივილის შესამცირებლადაც შეგიძლიათ. უბრალოდ, აატარეთ და ჩამოატარეთ ის ზურგზე, რათა კუნთების დაძაბულობა მოგეხსნათ.

image






11. წაისვით ლოსიონი ზურგზე ამ ხერხის გამოყენებით.

ყველას გვაქვს ზურგის შუაში ადგილი, რომელსაც ხელით ვერ ვწვდებით. თუ საქმე ამ ადგილას ლოსიონებისა და კრემების წასმას ეხება, თქვენთვის რჩევა გვაქვს.


რატომ არ გამოიყენებთ სახლის შესაღებ სუფთა ხელსაწყოს კრემის თანაბრად გადასანაწილებლად და ზურგზე წასასმელად? ასე მარტივად და ეფექტურად წაისმევთ ნებისმიერ ლოსიონს.

imagep.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 უცნაური რამ, რაც ქალის სხეულში ხდება

image


2. რას ამბობს ზედმეტი თმა ქალის ჯანმრთელობაზე

image


3. რა იწვევს მკერდის ტკივილს - თანამედროვე მიზეზები და მოგვარების გზები

image


4. 11 ფრაზა, რომელიც ორსულ ქალს არ უნდა უთხრათ

image


5. 5 ყველაზე გავრცელებული შიში ქალებში - როგორ გავუმკლავდეთ მათ

image

0
722
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
722
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0