სისხლის სამართალი ქუთაისის სასამართლომ მამაკაცს, რომელმაც გოგოს გაუპატიურება სცადა მინიმალური სასჯელი მიუსაჯა 2020, 14 თებერვალი, 17:00 ქუთაისის სასამართლომ, მამაკაცს, რომელმაც გოგოს გაუპატიურება სცადა განაჩენი შემთხვევიდან 4 თვის შემდეგ გამოუტანა. საქმე მოსამართლე თათია გოგოლაურმა განიხილა.
"13 სექტემბერს, დღის საათებში, ქუთაისში, ს--–---------- მ-------–--- შეეცადა ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის შეღწევას მ------ ც---–----- სხეულში, რა დროსაც მანდ ხელებით უბიძგა ბეჭებზე და წააქცია ტახტზე, აუწია კაბა წელზე, ხელი მოუსვა თეძოს მიდამოში, პირზე ააფარა ხელი, რათა მსხვერპლის ყვირილი ჩაეხშო, ჩაიწია თავად შარვალი და შეეცადა მ------ ც---–-----ათვის ტრუსის გახდას და მ------ ც---–----- სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას, თუმცა ვერ მოახდინა მსხბერპლის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო. მითითებულ დროს გოგომ მოძალადეს მიაყენა დაზიანება მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად" - დაადგინა სასამართლომ.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებული წარსულში იყო ნასამართლევი ძარცვის მუხლით.
13 სექტემბერს ჩადენილი დანაშაული 6-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
მოსამართლემ ბრალდებულს განაჩენი 4 თვის შემდეგ გამოუტანა და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 217 შეფასება არ არის
|