სხვა როგორ აღნიშნავენ ვალენტინობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?! 2020, 13 თებერვალი, 15:34 14 თებერვალი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება, როგორც შეყვარებულების დღე. ყვავილები, ლექსები, კოცნები და სხვადასხვა საჩუქრები – ეს ყველაფერი ვალენტინობის დღესთანაა დაკავშირებული.
14 თებერვალს ჯერ კიდევ ძველი რომაელები ზეიმობდნენ.ამ დღეს მამაკაცები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ყვავილებს ჩუქნიდნენ.
ვალენტინობას ევროპის ქვეყნებში 1950 წლიდან აღინიშნება და ძირითადად, ძველი ტრადიციისამებრ, შეყვარებული წყვილები ერთმანეთს ჩუქნიან ყვავილებს, ტკბილეულსა და პატარ-პატარა საჩუქრებს. შედარებით გამორჩეულია დიდი ბრიტანეთი და ინგლისურენოვანი ქვეყნები. ინგლისში ვალენტინობის დღესასწაული მე-13 საუკუნიდან ხდება აქტუალური. მე-15 საუკუნიდან კი უკვე ტრადიციად ყალიბდება შეყვარებული წყვილების მიერ ერთმანეთისათვის პატარ-პატარა საჩუქრებისა და ლექსების მიძღვნა. ამჟამად ამ ქვეყანაში ტრადიციაა, რომ წყვილებმა ერთმანეთს პატარა სასიყვარულო-მისალოცი ბარათები გაუგზავნონ, ასევე მიღებულია ანონიმური სასიყვარულო ბარათების გაგზავნაც. იტალიაში 14 თებერვალს შეყვარებული წყვილები ერთმანეთს ხიდებზე ან მდინარეების ნაპირებზე ხვდებიან. ბოლო დროს ტრადიციად იქცა, ე.წ. სასიყვარულო ბოქლომების გამოყენება – წყვილები აწერენ საკეტზე თავიანთ ინიციალებსა და თარიღს, კეტავენ ბოქლომს, როგორც მათი სიყვარულის მარადიულობის ნიშანს და გასაღებს წყალში აგდებენ, ამასთან ერთად, ჩაიფიქრებენ ხოლმე რაიმე სურვილს და მის ასრულებას ჩაუთქვამენ. ფინეთში 14 თებერვალი აღინიშნება როგორც “მეგობრობის დღე". ფინელები ერთმანეთს ანონიმური წერილებით ულოცავენ ამ დღეს. ბრაზილიაში სიყვარულის დღე 12 ივნისს აღინიშნება ყოველგვარი საჩუქრების გარეშე, მაქსიმუმ ყვავილების მირთმევით. სამხრეთ აფრიკაში ეს დღე სახალხო დღესასწაულს წარმოადგენს. ტრადიციისამებრ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა თეთრ-წითელი კაბები უნდა ჩაიცვან, როგორც სიწმინდისა და სიყვარულის ნიშანი. იაპონიაში ყვავილების ჩუქება სულაც არ არის ტრადიცია. აქ მთავარი მისალოცი შოკოლადია. ჩინეთში ვალენტინობის აღნიშვნა ბოლო პერიოდში გახდა პოპულარული. აქ ასევე არსებობს QIXI-ის დღესასწაული, რომელიც იგივე სიყვარულის დღეა და აღინიშნება ჩინური მთვარის კალენდრის მეშვიდე თვის მეშვიდე დღეს. საუდის არაბეთსა და არაბულ ქვეყნებში ისლამის მიხედვით იკრძალება ვალენტინობის აღნიშვნა. უფრო მეტიც, 14 თებერვალს და რამდენიმე დღით ადრე აკრძალულია ისეთი ნივთების ყიდვა-გაყიდვა, რაც შეიძლება ვალენტინობის საჩუქრად იქნას გამოყენებული.
ასევე საინტერესოა: რითი მივხვდეთ, ვიპოვეთ თუ არა ჭეშმარიტი სიყვარული?! ( 10 ნიშანი)
გიჟური ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში (+ ბევრი სახალისო ფოტო)
საუკეთესო ფრაზები კაცების შესახებ
საუკეთესო ფრაზები ქალების შესახებ
საუკეთესო გამონათქვამები ქორწინებაზე
რატომ ქრება წყვილებს შორის სექსის სურვილი?!
86 2-ს მოსწონს 1-ს არა
|