ქალი და მამაკაცი რატომ ქრება წყვილებს შორის სექსის სურვილი?! 2020, 6 თებერვალი, 13:07 დღესდღეობით სექსოლოგები ძირითადად განასხვავებენ ადამიანებს, რომელთაც საერთოდ არ აქვთ სექსი და ადამიანებს, რომელთაც იშვიათად აქვთ ინტიმური კავშირი. არსებობენ წყვილები, რომელთაც საერთოდ არ აქვთ სექსი და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს სრულიადაც არ უქმნით მათ დისკომფორტს. მათთვის ინტიმურ ურთიერთობაზე მნიშვნელოანი სულიერი კავშირია. ზოგადად, სექსი ორი ადამიანის საერთო ინტერესის შედეგი უნდა იყოს, რომ მისგან სიამოვნება მიიღოს ორივე მათგანმა, თუმცა გახშირებულია შემთხვევები, როდესაც წყვილიდან ერთ-ერთს მოჭარბებული სექსუალური მოთხოვნილებები გააჩნია, მეორეს კი უფრო ნაკლები, ან თითქმის საერთოდ არა, ამიტომ მათ შორის ჩნდება კონფლიქტი. საბოლოოდ კი, დგება შედეგი, რომ ორივე მათგანს უქრება სექსის სურვილი. ასე ხდება წყვილების 10%-ზე მეტთან. აქ მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ გზა, როგორ შევინარჩუნოთ ინტიმური კავშირის სურვილი?! სექსით დაკავების სურვილი კლებულობს პარტნიორის მოთხოვნილების უქონლობისას, ინტიმური დაუკმაყოფილებებისას, მონოტონურობისას და ა.შ., ამიტომ აუცილებელია სურვილის დაქვეითების მიზეზი იქნას ნაპოვნი და აღმოფხვრილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანაირი მცდელობა უშედეგო იქნება. სექსის სურვილის დაკარგვა არც ისე იშვიათია, თუმცა უფრო ხშირად ქალებს ახასიათებთ, რადგან მათ ზუსტად არ იციან რა სურთ ზუსტად. იმისათვის რომ თავიანთი სურვილები გამოამჟღავნონ, მათ ქვეცნობიერშია საჭირო წვდომა. ასევე საინტერესოა: 15 საინტერესო ფაქტი სექსის შესახებ რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ქალი და მამაკაცი?!
481 3-ს მოსწონს
|