x
image
ტორნადო07
6 თანამედროვე ტექნოლოგია, რომლებსაც ცხოველები მილიონობით წელია იყენებენ
კაცობრიობა ამაყობს თავისი ტექნოლოგიებით, ჩვენ გვგონია, რომ ეს ცხოველთა სამყაროს სხვა სახეობებზე მაღლა გვაყენებს. თუმცა ზოგიერთ ჩვენს "გამორჩეულ" ტექნოლოგიას ცხოველები იყენებდნენ მაშინ, როდესაც ადამიანის ხსენებაც კი არ იყო დედამიწაზე.

1)ტერმიტები იყენებენ წყალბადის ენერგიას.image

რატომ ხრავენ ტერმიტები სახლებს? მათი ორგანიზმი ყველაზე თანამედროვე ბიორეაქტორს წარმოადგენს. ხის მასალას ისინი წყალბადად გადაამუშავებენ, ხოლო შემდეგ იყენებენ მის ენერგიას. ტერმიტის ორგანიზმში დაახლოებით 200 სახეობის ბაქტერია ცხოვრობს და ეს მას მცირე ზომის ქიმიურ ლაბორატორიად აქცევს.

2)ომარები არჭურვილნი არიან სპეციალური ბრტყელი ეკრანებით.


imageომარი თავფეხიანთა ჯგუფის წარმომადგენელია. თითქმის ყველას ვისაც კბილები აქვს ომარი განსაკუთრებით გემრიელ საკვებად ეჩვენება, ამიტომ გადარჩენისათვის მნიშვნელოვანი მოქნილობა ესაჭიროება. მისი უსაფრთხოების სისტემის სიამაყეს წარმოადგენს გარემომცველ სამყაროსთან შერწყმის უნარი, ის არა მარტო ფერს იცვლის არამედ ცვლის კანის სტრუქტურასაც.

როგორ ახერხებს ამას? მისი სხეული დაფარულია პატარა ფერადი პლასტინებით, რომლებიც ჩვენი ტელევიზორების ეკრანს ჰგავს. კუნთების დაძაბვით ომარს შეუძლია სხეულზე ნებისმიერი გამოსახულება გამოიყვანოს.

3)სპილოებს აქვთ წარმოდგენა ფარმაკოლოგიის შესახებ.image

დავიწყოთ იმით, რომ სპილოები უხსოვარი დროიდან მკურნალობდნენ იმით, რასაც ჩვენ გეოფაგიას ვუწოდებთ (მკურნალობა საკვებად მიწის, ნახშირის, ტალახის და სხვა მინერალური გამონაყოფების მიღებით). ასევე ცნობილია, რომ ისინი იყენებენ გარკვეულ მცენარეებს რათა დააჩქარონ მშობიარობა.

ერთ დროს სპილოები გადაშენების პირას იყვნენ, ისინი გადაარჩინა იმან, რომ მათ დაიწყეს საკვებად ჰონოდერმას გამოყენება, რომელიც ჩინურ მედიცინაში კიბოსა და ვირუსების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

4)ობობებმა გამოიგონეს მყვინთავების საჰაერო თაღი.image

ეს ტექნოლოგია მყვინთავმა ობობამ გამოიგონა, დაწნა ქსელისგან ბუშტი დააგროვა მასში ჰაერი და წყალში ჩაყვინთა. ადამიანებმა პირველად ეს ტექნოლოგია 1535 წელს გამოიყენეს. ობობების 3 მილიონი წლის სტაჟს ეს ნამდვილად ვერ შეედრება.

5)მტრედები ჩვენზე ბევრად უფრო დახვეწილ სანავიგაციო სისტემას იყენებენ.image

თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ მტრედი ავტომობილის საბარგულში, გაიაროთ ასობით კილომეტრი მაგრამ ის მაინც იპოვის გზას სახლისაკენ. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მტრედმა 1800 კმ იფრინა და მაინც მიაღწია სახლს. ამის ახსნას მეცნიერები მრავალი წელია უშედეგოდ ცდილობენ.

6)მალაიზიელ ჭიანჭველებს შორის კამიკაძეები გვხვდება.image

ამ ჭიანჭველების შხამით სავსე ჯირკვლები მთელი სხეულის გასწვრივაა განლაგებული. თუ ის უთანაბრო ბრძოლაში ჩაება და ხვდება რომ ვერ გაიმარჯვებს ბერავს ამ ჯირყვლებს, იმდენად რომ ჯირკვალი სკდება და შხამს ყველა მიმართულებით ისვრის. ასე, რომ თუ მათ კოლონიას მტერი დაესხა ჭიანჭველები ელოდებიან სანამ მტრები მრავლად შეგროვდებიან და ფეთქდებიან.

7
271
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
271
  
2012, 7 აგვისტო, 17:23
http:\\oureternity.wordpress.com\
2012, 7 აგვისტო, 2:47
მაგარია +10000
2012, 7 აგვისტო, 0:32
კი გეთანხმები .. ცნობილ ადამიანებზე დავწერე სტატია და გლავნიზე მოჯდა :D:D
2012, 7 აგვისტო, 0:10
მადლობა პირიქით რომ წაიკითხე :) თორე ხალხი მხოლოდ ვარსკვლავების ისტორიებს კითხულობს ძირითადად :D მე კიდე არ მინდა მაგაზე წერა :)
2012, 7 აგვისტო, 0:07
შენ მადლობა, რომ ასეთი საინტერესო სტატია დაწერე თორე დავიღავე ამ ვარსკვლავების ისტორიებით :D:D
2012, 7 აგვისტო, 0:01
მადლობა
2012, 7 აგვისტო, 0:00
+1
0 1 7