სხვა თანამემამულენო ბრინჯაო გამოგვტაცეს !!! 2012, 6 აგვისტო, 23:30 ქართველებო, ძმებო და დებო, თანამემამულენო, დღეს თბილისის დროით 22:55 საათზე ასპარეზობდა ქართველი მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე, რომელმაც მოიგო პირველი სეტი, მაგრამ დამარცხდა მეორე სეტში. დადგა გადამწყვეტი მესამე სეტი. მესამე სეტის ბედი უნდა გადაეწყვიტა ჩობ ჯის. დაიწყო ჩობ ჯი და ბოლო წამებზე ქართველმა გააკეთა 2 ქულიანი ილეთი და დაიმსახურა 2 ქულა, მაგრამ ეს გაასაჩივრა ყაზახმა მხარემ. მსაჯებმა დაიწყეს ხელახალი განხილვა და ჩაუთვალეს ქართველს ორი ქულა, მაგრამ რამდენიმე წამში ხელახალი გადახედვისას მსაჯებმა მოუხსნეს ქართველს 2 ქულა, გაკადნიერდნენ და ყაზახს მისცეს 1 ქულა, ქულა რომელმაც გადაწყვიტა თამაშის ბედი, ყოველივე ეს რა თქმა უნდა გაასაჩივრა ქართულმა მხარემ, მაგრამ მათი საჩივარი მსაჯებმა არ განიხილა. ეს იყო მსაჯების უდიდესი შეცდომა მათ ფაქტუირად ხელიდან გამოგვტაცეს ბრინჯაოს მედალი, მედალი რომელიც საქართველოსთვის ბევრს წამოადგენს, მაგრამ მე ვიმედოვნებ რომ ქართული მხარე ამას ასე არ დატოვებს და ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ამ ფაქტმა ძალიან გააბრაზა ქართველი სულისკვეთებით აღსავსე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე. ასე მსაჯების სუბიექტური და არასამართლიანი გადაწყვეტილების გამო წაგებულმა ყაზახმა რომელსაც აღარაფერი შველოდა 2 ქულის შემთხვევაში მისცეს 1 გადამწყვეტი ქულა და გაუნაღდეს ბრინჯაოს მედალი. 154 13-ს მოსწონს
|