სხვა ცურვის ცოცხალი ლეგენდა 2012, 6 აგვისტო, 15:19
5 აგვისტოს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დაასრულა ასპარეზობა ცურვის ცოცხალმა ლეგენდამ მაიკლ ფელპსმა. მაიკლმა სულ 3 ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა: ათენის, პეკინისა და ლონდონის. ათენისა და პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვო 14 ოქროს მედალი და ლონდონის ოლიმპიადიდან დაუმატა კიდევ 4 ოქრო. სამივე ოლიმპიადის მონაცემებით ჯამში ფელპსს 22 მედალი აქვს, 18 ოქრო 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. ფელპსი არის ყველა შესაძლო რეკორდის ავტორი. მან სიცოცხლეშივე მოახერხა ცურვის ისტორიაში საპატიო ადგილის დაკავება. ის მხოლოდ 27 წლისაა და უკვე ცუვის ცოცხალ ლეგენდად და ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენად არის აღიარებული. სამწუხაროდ მომავალ ოლიმპიადაზე, რომელიც 2016 წელს გაიმართება, ჩემი აზრით, მხოლოდ კომპლექსური ცურვით წარსდგება ქომაგთა წინაშე, რადგან მეტს ფიზიკურად ვერ შეძლებს, იმიტომ რომ 31 წლის იქნება და 31 წელი სპორტისთვის უკვე დიდი ასაკია. საეჭვოა რომ უახლოეს მომავალში ასეთი შედეგი ვინმემ აჩვენოს.
ახლა კი გადავხედოთ მაიკლ ფელპსის მიერ მოგებულ ყველა ოლიმპიურ მედალს. 2004 წელი, ათენის ოლიმპიური თამაშები ოქრო - 400 მეტრი, კოპლექსური ცურვა ბრინჯაო - ესტაფეტა 4x100 მეტრი, თავისუფალი სტილი ბრინჯაო - 200 მეტრი, თავისუფალი სტილი ოქრო - 100 მეტრი, ბატერფლაი ოქრო - ესტაფეტა 4x200 მეტრი თავისუფალი სტილი ოქრო - 200 მეტრი, კოპლექსური ცურვა ოქრო - 200 მეტრი, ბატერფლაი ოქრო - 4x100 მეტრზე კომბინირებული ესტაფეტა 2008 წელი, პეკინის ოლიმპიური თამაშები ოქრო - 400 მეტრი, კოპლექსური ცურვა ოქრო - ესტაფეტა 4x100 მეტრი, თავისუფალი სტილი ოქრო - 200 მეტრი, თავისუფალი სტილი ოქრო - 100 მეტრი, ბატერფლაი ოქრო - ესტაფეტა 4x200 მეტრი თავისუფალი სტილი ოქრო - 200 მეტრი, კოპლექსური ცურვა ოქრო - 200 მეტრი, ბატერფლაი ოქრო - 4x100 მეტრზე კომბინირებული ესტაფეტა 2012 წელი, ლონდონის ოლიმპიური თამაშები ვერცხლი - 200 მეტრი, ბატერფლაი ვერცხლი - ესტაფეტა 4x100 მეტრი, თავისუფალი სტილი ოქრო - ესტაფეტა 4x200 მეტრი თავისუფალი სტილი ოქრო - 200 მეტრი, კოპლექსური ცურვა ოქრო - 100 მეტრი, ბატერფლაი ოქრო - 4x100 მეტრზე კომბინირებული ესტაფეტა 449 10-ს მოსწონს
|