ქალი და მამაკაცი როგორ დაიცვა შენი მამაკაცი გამელოტებისგან 2012, 6 აგვისტო, 23:06 თმის ცვენის პრობლემა ქალებზე მეტად მამაკაცებს აწუხებთ. დაახლოებით 22 წლის ასაკიდან, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა 78 % უჩივის გამელოტების დაწყებას. გენეტიკა ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც თმის ცვენას განაპირობებს. თუმცა არსებობს ისეთი მიზეზებიც, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია. დამეთანხმები, რომ მამაკაცები უბრალოდ ვერ იტანენ თმის გამაჯანსაღებელი ნიღბების წასმას და ამა თუ იმ პროცედურების ჩატარებას. რომ ჰკითხო ამაზე სულაც არ დარდობენ, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ყველა მამაკაცი ოცნებობს თმებით დაფარულ თავზე. დაახლოებით 35 წლის ასაკში, მამაკაცების ნახევარზე მეტს მნიშვნელოვნად უთხელდება თმა, ხოლო 50-ს გადაცილებულთა 85% უკვე მელოტია. გენეტიკა ისეთი რამაა, ვერაფერს გავაწყობთ.. მაგრამ არსებობს სხვა მიზეზებიც, რომელთა მკურნალობაც შესაძლებელია. მაგალითად: სწორი კვების ნაკლებობა, სხვადასხვა ინფექცია, ექიმის მიერ გამოწერილი ნარკოტიკები, თმის მოვლის ქიმიური საშუალებები, ემოციური სტრესი. შენს რჩეულს უთხარი, რომ ამ პრობლემებზე ყურადღება გაამახვილოს. შენ ხომ შენი შეყვარებული ძალიან გიყვარს?? ჰოდა იზრუნე მასზე!! ახლავე გეტყვი რაც უნდა გააკეთო. * შენს მეორე ნახევარს პროტეინებითა და მინერალებით მდიდარი თევზი მოუმზადე, რომელიც ომეგა-3-ისა და ვიტამინი D-ს ბენებრივი წყაროა. ეს ორი მკვებავი საშუალება თმის ცვენის შესამცირებლად გამოიყენება. ნუ დაგავიწყდება, რომ თევზს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კიდევ სხვა თვისებებიც გააჩნია, მაგალითად მხედველობას აუმჯობესებს. ასევე რაციონში რკინით გამდიდრებული საკვები შეიტანე. მაგალითად კარტოფილი, თევზი, ღვიძლი და სხვა. ვაშლი შუცვლელია. უთხარი დიდი რაოდენობით მიიღოს. * აკონტროლე სტრესი. თავზე განლაგებულ თმის ღერებს გააჩნიათ განვითარების 2 სტადია. 85% თმებისა იმყოფება ზრდის სტადიაში, დარჩენილი 15% კი ბოლო, ცვენის სტადიაში. სტრესული სიტუაციები მავნე ზეგავლენას ახდენს თმის ღერების განვითარების სტადიებზე. ძლიერ სტრესს შეუძლია ზრდის სტადიაში მყოფი ღერების 40% ცვენის სტადიაში გადაიყვანოს. კარგი იქნება თუკი სტრესის კონტროლისა და დაძლევის გზებს გამონახავ. ეცადე ტვირთი შეუმსუბუქო. სახლში დაბრუნებულს მოუწყვე მრავალნაირი სიურპრიზი. დაავიწყე სამსახურში ან თუნდაც სხვა მისთვის დამამძიმებელ გარემოში მიღებული სტრესი. ამით მის ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდები და თავზე არსებული თმების რაოდენობასაც. შეგიძლია თბილი და სურნელოვანი აბაზანა მოუმზადო, მომადუნებელი მასაჯი გაუკეთო. შემდეგ კი ფინჯან ყავასთან ერთად საკუთარ გამომცხვარ უგემრიელეს ნამცხვარს მიართმევ, რომელიც სპეციალურად მისთვის გამოაცხვე. შეგიძლია ნამცხვარში რაიმე საჩუქარიც ჩადო.. მოკლედ რომ გითხრა ეცადე ისე მოიქცე, რომ მუდმივად გააოცო.. გააბედნიერო და სტრესი კი არ შეუმსუბუქო, არამედ ძირფესივიანად აღმოფხვრა მისი ცხოვრებიდან. * შენს რჩეულს ურჩიე ფიზიკური და გამაჯანსაღებელი ვარჯიში დაიწყოს. აუხსენი, რომ ეს თმის ცვენის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ვარჯიში არა მხოლოდ ამცირებს სტრესს, არამედ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ვარჯიშის შედეგად გამოყოფილ ოფლს ორგანიზმიდან გამოაქვს სხვადასხვა მავნე ნაერთები. ინტენსიური ვარჯიშის დაწყებით ის ხელს შეუწყობს თმის გაძლიერებას და ასევე საკუთარი შეუდარებელი სხეულით გაგაოცებს. 260 6-ს მოსწონს
|