x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მსუყე საუზმე ისეთი სასარგებლოც არ ყოფილა, როგორიც აქამდე გვეგონა

image
დიეტოლოგები და ჯანსაღი კვების “მქადაგებლები'' წლებია იმეორებენ, რომ საუზმე კვების რაციონში ყველაზე მნიშვნელოვანია დილით მსუყედ საუზმობა დღის განმავლობაში ენერგიით გვავსებს და წონის კლებაშიც გვეხმარება. თუმცა ავსტრალიელი დიეტოლოგების ახალი კვლევა ამ მოსაზრებას ეჭვის ქვეშ აყენებს.

თვითონ კვლევა 13 ეტაპისგან შედგება და მარტივი ჩანს, თუმცა ძალიან ეფექტური გამოდგა. დიეტოლოგებმა ჩვეულებრივი ადამიანები ჯგუფებად გადაანაწილეს. ერთი ჯგუფი დილით მსუყედ საუზმობდა, მეორე კი პირიქით, საუზმეს საერთოდ ტოვებდა. ამის შემდეგ მათ უშვებდნენ თავიანთ საქმეებზე და მხოლოდ ერთ დავალებას აძლევდნენ-დაეთვალათ დღის განავლობაში მიღებული საკვები.

image როგორც აღმოჩნდა, მათ, ვინც დილით მსუყედ ისაუზმეს დღის განმავლობაში საშუალოდ მხოლოდ 260 კალორიით მეტი მიიღეს, ვიდრე მათ, რომლებმაც საუზმე გამოტოვეს. ასევე, არ ყოფილა განსხვავება მათ მადაში საუზმის მიუხედავად. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ისინი, ვინც არ საუზმობდნენ წონას უფრო სწრაფად იკლებდნენ.

image კვლევის შედეგების მიხედვით, სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ დილით საუზმობა დიდ როლს არ თამაშობს დღის განმავლობაში მეტ ენერგიის მიღებასა და წონის კლებაში. მათი თქმით, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, და თუ გაღვიძების შემდეგ არ გაქვთ საუზმის მოთხოვნილება, ესე იგი თქვენს ორგანიზმს ის უბრალოდ არ სჭირდება.

1
219
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
219
  
2020, 13 თებერვალი, 2:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1