დიეტოლოგია მსუყე საუზმე ისეთი სასარგებლოც არ ყოფილა, როგორიც აქამდე გვეგონა 2020, 12 თებერვალი, 11:43
თვითონ კვლევა 13 ეტაპისგან შედგება და მარტივი ჩანს, თუმცა ძალიან ეფექტური გამოდგა. დიეტოლოგებმა ჩვეულებრივი ადამიანები ჯგუფებად გადაანაწილეს. ერთი ჯგუფი დილით მსუყედ საუზმობდა, მეორე კი პირიქით, საუზმეს საერთოდ ტოვებდა. ამის შემდეგ მათ უშვებდნენ თავიანთ საქმეებზე და მხოლოდ ერთ დავალებას აძლევდნენ-დაეთვალათ დღის განავლობაში მიღებული საკვები. როგორც აღმოჩნდა, მათ, ვინც დილით მსუყედ ისაუზმეს დღის განმავლობაში საშუალოდ მხოლოდ 260 კალორიით მეტი მიიღეს, ვიდრე მათ, რომლებმაც საუზმე გამოტოვეს. ასევე, არ ყოფილა განსხვავება მათ მადაში საუზმის მიუხედავად. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ისინი, ვინც არ საუზმობდნენ წონას უფრო სწრაფად იკლებდნენ. კვლევის შედეგების მიხედვით, სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ დილით საუზმობა დიდ როლს არ თამაშობს დღის განმავლობაში მეტ ენერგიის მიღებასა და წონის კლებაში. მათი თქმით, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, და თუ გაღვიძების შემდეგ არ გაქვთ საუზმის მოთხოვნილება, ესე იგი თქვენს ორგანიზმს ის უბრალოდ არ სჭირდება. 219 შეფასება არ არის
|