x
image
sweet one
ბუასილი - უხერხული დაავადება
image


* არსებობდა მოსაზრება, რომ ბუასილი ძირითადად მამაკაცებს უჩნდებათ.


როგორც გაირკვა, პათოლოგია, რომელიც ჰემორის სახელითაც მოიხსენიება, ქალებსაც აწუხებთ.


* ბუასილი ქალებში თავისებურად მიმდინარეობს. იგი ძირითადად მენსტრუაციამდე, ან მის შემდგომ დღეებში მწვავდება. ციკლის დროს მენჯის ღრუს ორგანოები სისხლსავსე ხდება. ასევე სისხლით ივსება ჰემოროიდული კვანძებიც.


დაავადებას ახასიათებს:


დისკომფორტის შეგრძნება და ტკივილი უკანა ტანში, დეფეკაციის დროს კი სისხლი გამოიყოფა. ხშირად ბუასილს ახასიათებს შეკრულობა, რომელიც უფრო ფსიქოგენური ხასიათისაა - ადამიანისთვის დეფეკაციის აქტი მტკივნეულია.


* ხშირად ბუასილი ორსულობისimage
დროს ან მშობიარობის შემდეგ
იჩენსხოლმე თავს. ამიტომ, ფეღმძიმობის დროს თვალ-ყური ადევნე კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას, უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭე და რაც მთავარია, მედიკამენტების შერჩევაში უთუოდ სპეციალისტი დაიხმარე. კვების კორექცია, სასურველია არა მარტო ფეღმძიმობის პერიოდში, არამედ მენსტრუაციამდე ორი-სამი დღით ადრე. ანუ მაშინ როდესაც დაავადების გამწვავების ალბათობა იზრდება.

ლბათ გეცოდინება, რომ ბუასილი თუკი ერთხელ დაგემართა, მისგან ბოლომდე თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.


შესაძლებელია შეამსუბუქო მდგომარეობა და დეფეკაციის დროს ტკივილი გაგიქრეს, მაგრამ ანუსი ფორმაშეცვლილი მაინც დარჩება.


image

ამიტომ გირჩევ სწორად იკვებო. სასურველია დეფეკაცია ყოველდღიურად მოხდეს, ერთსა და იმავე დროს. ამ გზით თავიდან აიცილებ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს და ჯანმრთელი ორგანიზმი გექნება. ხილ-ბოსტნეული ხშირად მიიღე. უარი არ თქვა წვნიანებსა და ფაფებზე.

სწორი კვება, არა მარტო ბუასილისა და ყაბზობის(შეკრულობის), არამედ სახის კანის პრობლემებსაც გადაგიჭრის. სახეზე გამონაყარი ხშირ შემთხვევაში მიგანიშნებს, რომ შენს კუჭ-ნაწლავში რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს.

5
847
6-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
847
  
2012, 6 აგვისტო, 23:18
ცხოვრება გამიმწარა მე :@
2012, 6 აგვისტო, 22:51
კარგი სიახლეა
2012, 6 აგვისტო, 22:44
+1
0 1 5