x
image
sweet one
ქერტლი - ''თეთრი პრობლემა''
image



* თუკი ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინე, რომ ქერტლი გაქვს, ჯერ პრობლემის მიზეზი გაარკვიე და მხოლოდ შემდეგ იმოქმედე !!




* სტატიაში მოყვანილია რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც ამ პრობლემისგან გაგანთავისუფლებს, და მომავალშიც დაგიცავს იმავე უსიამოვნებისგან.



1. ხისტი წყალი:
თუკი შენს სახლში ხისტი წყალი მოდის, დააყენე ფილტრი, რომელიც წყალს გაწმენდს და დაარბილებს. შეგიძლია თავი მინერალური (წყაროს) წყლით დაიბანო - გვიანი, მაგრამ ეფექტური შედეგი აქვს.


2. არასწორი კოსმეტიკა:
როდესაც არასწორად შერჩეული ჰიგიენური საშუალებებით სარგებლობ, მაგალითად, მშრალ თმას ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით იბან, თავის კანის ცხიმიანობის ბალანსი ირღვევა. ეს კიდევ ქერტლის გამომწვევი ძირითადი მიზეზია. ასე რომ, თმის კოსმეტიკის არჩევის დროს ყურადღებით იყავი!!


3. ცინკის დეფიციტი:
კვების პროდუქტებიც და თმის ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნიც ისე შეარჩიე, რომ ცინკით მდიდარი იყოს.


4. ჰორმონალური ცვლილებები:
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზი გამორიცხულია, მაგრამ შენ ქერტლი მაინც გაქვს, დერმატოლოგს ან ენდოკრინოლოგს მიმართე. შესაძლოა, შენი თმის პრობლემის მიზეზი დერმატოზი, ან ჰორმონალური ცვლილებები იყოს.



imageP.S: გირჩევ, პირველი სიმპტომებისთანავე, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი გამოიყენო. მაგალითად, შემიძლია შემოგთავაზო HEAD & SHOULDERS-ის შამპუნი ACTIZINC-ი. ქერტლსაც აშორებს და თმის მოვლასაც უზრუნველყოფს.
არ დაგავიწყდეს გაითვალისწინო, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თუ ერთ მათგანს, რომელიმე შამპუნი პრობლემას მოუხსნის, მეორემ შეიძლება სასურველი შედეგი ვერ მიიღოს.

2
488
5-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
488
  
2012, 6 აგვისტო, 23:20
რავიცი გადავაკვდი ამ თმებს და ქერტლის მაინც მავქს ::@:@:
2012, 6 აგვისტო, 23:15
ჩემთან ისეთი წყალი მოდის რა ფილტრი უშველიიიიიის ? დამჩება შეშა თმა და ვიქნები =(((((((((9
0 1 2