ქალი და მამაკაცი როგორ დავახვიოთ მამაკაცს თავბრუ? 10 ოქროს წესი! 2020, 11 თებერვალი, 12:35 ამბობენ, სამყაროს სიყვარული მართავს, ის ყველაზე აღმატებულიაო. თუმცა, უნდა ფლობდე უნარს, რომ შეძლო სიყვარული. უბრალოდ, არავის არავინ უყვარდება. აუცილებელია, რომ ადამიანებამდე მიიტანო გარკვეული პოზიტიური ასპექტები. უწყვეტი თვითგანვითარება სიყვარულის წარმატების გასაღებია და სულაც არაა მნიშვნელოვანი, მხოლოდ ფიზიკური სილამაზე, მას სულიერი სილამაზეც უნდა დაერთოს.
ფსიქოლოგები და ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ შეყვარებულ მამაკაცს ისეთი ქმედებების ჩადენა შეუძლია საყვარელი ქალის გულისთვის, რომელსაც სხვა შემთხვევაში, ალბათ არ გააკეთებდა. მამაკაცისთვის, ქალზე წვდომის კონცეფცია საკმაოდ სუბიექტურია. ქალს მარტივად შეუძლია ტანზე მომდგარი მომხიბვლელი კაბით მივიდეს ოფისში სამუშაოდ და წამიერად მოინადიროს ბევრი თანამშრომელი მამრის გული და გახდეს ადვილად მისაწვდომი; ასევე, შეიძლება იყოს ქალის კატეგორია- მივიდეს ოფისში სამუშაოდ და გახდეს იქ მყოფი ყველა მამრისთვის მეგობრული და მხიარული თანამშრომელი. მაგრამ საინტერესოა, არსებობს თუ არა რაიმე ოქროს წესები, რომლებიც მოგვცემდა შესაძლებლობას, სასურველი მამრისთვის თავბრუ დაგვეხვია? დიახ, არსებობს! 10 ოქროს წესი, რომლის გათვალისწინებით, შეძლებთ და ყურებამდე შეაყვარებთ თავს თვქენს სასურველ მამაკაცს.1. ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ქალურობა. 2. ეცადეთ მისთვის გახდეთ თავსატეხი. 3. არასოდეს გამოხატო მისი დაკარგვის შიში. 4. ყოველთვის ეცი პატივი საკუთარ თვას და საკუთარ პრინციპებს. 5. იყავი მიუწვდომელი. 6. არ ითამაშო მისი დედიკოს როლი (ზედმეტად მზრუნველი არ გახდე). 7. არ ისაუბრო მასთან პირველ და სერიოზულ, დელიკატურ და წარსულის პირად ურთიერთობებზე. 8. იყავი თავდაჯერებული. 9. იყავი ყოველთვის ქალური, გრაციოზული, მომხიბვლელი. 10. გაუკეთე ხოლმე მას კომპლიმენტები. 1028 9-ს მოსწონს
|