1915 წელს თურქებმა საფრანგეთის არმიის კაპიტანი მარშანი(გვარია)35 ჯარისკაცთან ერთად ალყაში მოაქციეს.ეგვიპტის საზღვართან ახლომდებარე ციხეში.ხსნის, ან სურსათის შოვნის არავითარი გზა და იმედი არ იყო.კაპიტანი იჯდა და თავიაანთ ბედზე ფიქრობდა საოცარი ის იყო, რომ კაპიტნის პაპა ნაპოლეონის ეგვიპტეზე ლაშქრობაში მონაწილეობდა, ისიც ამავე ციხეში ალყაში მოხვედრი ლიყო და დაღუპულიყო. კაპიტანი ფიქრობდა, უყურეთ ბედის უკუღმართობას ამ ფაქტიდან საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის მიუხედავად, მის თავზე მეორდება ის, რაც პაპას დაემართა. კაპიტანმა იცოდა, რომ თურქები მათ მოსაფიქრებლად ორ დღეზე მეტხანს არ მისცემდნენ და დათქმული დროის შემდეგ დახოცავდნენ. მოულოდნელად კაპიტანმა დაინახა, რომ თანაშემწე მიდის მისკენ. თანაშემწეს თან ახლავს ერთი ეგვიპტელი, რომელსაც ხელში წერილი უჭირავს. - ბატონო კაპიტანო, ეს კაცი ამბობს:-"კაპიტანთან წერილი მაქვს". კაპიტანმა ყურადღება ეგვიპტელზე გადაიტანა და თავისთვის ჩაფიქრდა: - წერილი? ნეტავი ამისთანა დროს ვინ გამომიგზავნიდა წერილს? მაშ ამ ეგვიპტელმა თურქების ალყას როგორ გამოაღწია? -შენ წერილი მე მომიტანე? პირადად მე?- მიმართა კაპიტანმა ეგვიპტელს. ეგვიპტელი უახლოვდება კაპიტანს, მახვილ მზერას აპყრობს მას და ეკითხება: -შენ კაპიტანი მარშანი ხარ? კაპიტანმა გაკვირვებით თქვა:დიახ შენ რა გნებავს? არაბი მუხლებზე დგება. მის სახეზე უსაზღვრო სიხარული იგრძნობა და იგი ტუჩების ცმაცუნით რაღაცის ჩიფ-ჩიფს იწყებს. შემდეგ ფეხზე დგება და წერილს კაპიტანს აწვდის. დახურულ წერილზე წარწრეაა-"კაპიტანო მარშან!"-ძლივს იკითხებოდა. კაპიტანმა წერილი გახსნა და თავისთავს ჰკითხა "-ნეტავი წერილს ვინ გამომიგ- ზავნიდა და რა ენდომება ჩემგან? კაპიტნის შემყურე არაბის სახეზე სიხარული იკითხებოდა. მან კაპიტანს უთხრა:- თქვენთვის წერილი პირადად მამაჩემს, რომ დასცლოდა, ძალიან გაუხარდებოდა, მაგრამ წერილის თქვენთვის გადმოცემის მისია ბედმა მე მარგუნა. კაპიტანს თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა. იგი ფრთხილად ხსნის კონვერტს, ყურადღებით ათვალიერებს ნაწერს, რომლის წაკითხვა სიძველის გამო თითქმის შეუძლებელი იყო. მან დიდი გაჭირვებით პირველი სიტყვები წაიკითხა. -" ძვირფასო მარშან!" წერილი ამ სიტყვებით იწყებოდა. მაშასადამე, წერილი კეთილისმოსურნესაგან იყო.ოდნავ დაწყნარების შემდეგ კითხვა ისევ გააგრძელა."ამ ბრძანების წაკითხვისთანავე.... კაპიტანი ოდნავ შეჩერდა, რადგან მომდევნო სიტყვების გარჩევა ჭირდა. მან ჯერ არაბს შეხედა, შემდეგ კი წერილს ბოლომდე გადაავლო თვალი, რომ გაეგო ვის გამოეგზავნა იგი. ღმერთო ჩემო, ეს ხომ საოც-რებაა წერილი ნაპოლეონ ბონაპარტეს გამოგზავნილია. კაპიტანი თვალებს არ უჯერებდა. ხელმოწერა რამდენიმეჯერ წაიკითხა. იგი გრძნობდა, რომ ყოველივე სიზმარი კი არა ცხადი იყო. წერილი თვით ნაპოლეონ ბონაპარტეს ეკუთვნოდა "1798 წელი" რომელიც ძნელად იკითხებოდა, ნაპოლეონის ეგვიპტეზე ლაშქრობის თარიღი იყო. კაპიტანი ცოტახანს ჩაფიქრდა და არაბს ჰკითხა: -შენ ვინ მოგცა წერილი? არაბმა წყნარად უპასუხა- გენერალმა ბონაპარტემ მას წერილი მამაჩემისთვის დაუტოვებია მან კი მე გადმომცა. დიდი კითხვა პასუხის შემდეგ გამოირკვა სიმართლე, რომელიც ოცნებას უფრო ჰგავდა, ვიდრე სინამდვილეს. სინამდვილე კი ასეთია: -1798 წელს ნაპოლეონმა 22 წლის არაბის ხელით, რომელსაც სახელად მალიქი ერქვა და ფრანგების მხარეზე მუშაობდა გაატანა წერილი თავის ოფიცერთან მარშანთან (საოცარი დამთხვევაა) მაგრამ მალიქს რატომღაც დაუგვიანია და წერილი ადრესატისათვის ვერ ჩაუბარებია, ამის გამო მალიქს შეშინებია გენერალი ბონოპარტეს რისხვისა. და უკან ნაპოლეონთან აღარ დაბრუნებულა ამ შემთხვევის შემდეგ არაბმა 56 წელი გაატარა კაპიტან მარშანის ძებნაში. სიკვდილის წინ მან თავის ვაჟს ჩააბარა და სთხოვა ადრესატი მოეძებნა. მამის ანდერძის შესრულების მიზნით შვილი ყოველწელს დადიოდა აღნიშნულ ციხეში მას სჯეროდა, რომ ოფიცერი მარშანი ოდესმე აუცილებლად მოვიდოდა ამ ციხეში და წერილს ჩააბარებდა. წლები გადიოდა 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. შემთხვევამ ისე მოიტანა, რომ წერილის ადრესატის კაპიტან მარშანის შთამომავალი კაპიტანი მარშანი. ეგვიპტის საზღვრებთან ახლომდებარე იმავე ციხეში დაბინავდა და თურქ-გერმანელთა ჯარების ალყაში მოხვდა. არაბი მალიქის შვილი წერილის ადრესატისათვის გადასაცემად, რომ მიიჩქაროდა, მისი დაწერიდან საუკუნეზე მეტი დრო გასულიყო. კაპიტანმა მარშანმა თავიდან დაიწყო წერილის ყურადღებით თვალიერება და ბოლოს დიდი გაჭირვებით შესძლო შემდეგი ტექსტის წაკითხვა. " ძვირფასო მარშან, არაბის ხელით გადმოცემულ წერილში მოცემული ბრძანებისწაკითვისთანავე ციხის იატაკი ააყრევინე, იქ შენახული სურსათიდან საჭიროების მიხედვით მოიმარაგე და ციხე გაანადგურე. შემდეგ მიწისქვეშა გასასვლელით. ეგვიპტის საზღვრისაკენ გამოდი სანაპიროზე, სამი გზის გასაყართან, აქეთ იქით მიმავალ გზებს არ დაადგე. პირდაპირ უდაბნოსაკენ მიმავალ შუა გზას გაყევი. თვალისჩინივით გაუფრთხილდი რუკას, რომელიც წერილს ერთვის. რადგან მასში უდაბნოს ის ადგილებია ნაჩვენები, სადაც წყალი იშოვება. ხელმოწერა: ნაპოლეონ ბონაპარტე." კაპიტანმა სასწრაფოდ გასცა ბრძანება ციხის იატაკის აყრის შესახებ. მაგრამ ვერაფრით წარმოედგინა, რომ ნაპოლეონის დროიდან 1915 წლამდე გაუფუჭებლად რამე თუ დარჩებოდა. საბედნიეროდ აქ აღმოჩნდა საომარი ოპარაციების დაწყებამდე თურქებისა და გერმანელების მიერ გადამალული სურსათი, რომელიც გამოსაყენებლად სრულიად ვარგისი იყო. საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის მიუხედავად კაპიტანმა ზუსტად შეასრულა ნაპოლეონის მითითებები. არაბი გადაკოცნა და თავის ჯარისკაცებთან ერთად ციხე დატოვა. თურქ-გერმანელების ალყას თავი დააღწია და უვნებლად შეუერთდა თავის მოკავშირეებს. ეს ჭშმარიტება კაპიტანმა მარშანმა პირველი მსოფლიო ომის დამთავრების და საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ უამბო თავის შვილებს. ეს მონათხრობი საფრანგეთში ჯერაც არ მივიწყებულა.კაპიტან მარშანის ერთ-ერთი შვილიშვილი ამბობს: - ნაპოლეონის მიერ 1798 წელს დაწერილმა წეილმა და ეგვიპტელი არაბის ერთგულებამ, პაპაჩემი და მისი ჯარისკაცები ასწელზე მეტი ხნის შემდეგ -1915 წელს, აშკარად იხსნა სიკვდილისაგან, წერილი კი პაპაჩემის პაპისადმი იყო დაწერილი.