ასტროლოგია როგორი იქნება 2020 წელი თევზებისთვის? 2020, 11 თებერვალი, 10:50 თევზები არის ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეთორმეტე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 18 (ან 19) თებერვლიდან 20 (ან 21 ) მარტამდე. თევზების ზოდიაქო განსხვავდება თევზების თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 12 მარტიდან 18 აპრილამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, თევზების მმართველია — ნეპტუნი. თანამმართველია — იუპიტერი. თევზების ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — ვენერა, „დაცემულია“ — მერკური, „გამოძევებულია“ — მერკური. მინეროლოგიური თვალსაზრისით, თევზების ძირითადი მინერალია: ამეთვისტო.
![]() როგორი იქნება 2020 წელი თევზებისთვის?♓ წლის დასაწყისი არც ისეთი წარმატებული იქნება, როგორსაც თქვენ ელოდით. შესაძლოა უთანხმოებები ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. ♓თებერვლის დასაწყისიდან სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. იწყება შესანიშნავი პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. თქვენში რაღაც განსაკუთრებული გაიღვიძებს. ♓ რთული გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავეთ მარტის მიწურვამდე, მერკურის ზეგავლენამ შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ. ♓მაისის დასაწყისიდან ახალი გამოწვევების წინაშე დადგებით. მთავარია კონტროლის შენარჩუნება, არცერთ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეთ ემოციებს, რასაც თქვენი დამარცხება შეუძლია. ეცადეთ შინარჩუნოთ სიმშვიდე. ♓ ივლისში დადგებით გადაწყვეტილების მიღების წინაშე. ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება თქვენს ცხოვრებაში. მოსაგვარებელი პრობლემების მოგვარებაც უფრო გამარტივდება. ♓ ნუ ენდობით უცხო ადამიანებს ან კიდევ ახლად დამეგობრებულებს, ადამიანების გამოცნობა ძალიან რთულია და შესაძლოა ამ ყველაფერმა ერთად ზაფხულის მიწურული ჩაგიშხამოს. ♓ და ბოლოს... მთლიანობაში ვერ ვიტყვით, რომ რთული წელი გექნებათ! პირველ რიგში თავისთავად მონდომებაა, მაგრამ თუ ნიშნას დაუჯერებთ, ბევრი მოთმენა მოგიწევთ. რათქმაუნდა ეს კარგი თვისებაა და თქვენს მომავალზეც კარგად აისახება. ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი >>>>> იხილეთ ასევე <<<<<როგორი იქნება 2020 წელი მერწყულებისთვის? ![]() როგორი იქნება 2020 წელი თხის რქებისთვის? ![]() როგორი იქნება 2020 წელი მშვილდოსნებისთვის? ![]() როგორი იქნება 2020 წელი მორიელებისთვის? ![]() როგორი იქნება 2020 წელი სასწორებისთვის? ![]() როგორი იქნება 2020 წელი ქალწულებისთვის (ჩვენი დროა) ![]() როგორი იქნება 2020 წელი კირჩხიბებისთვის? ![]() როგორი იქნება 2020 ლომებისთვის? ![]() როგორი იქნება 2020 წელი ტყუპებისთვის? ![]() როგორი იქნება 2020 წელი კუროებისთვის? ![]() როგორი იქნება 2020 წელი ვერძებისთვის? ![]() 323 3-ს მოსწონს
|