სამცხე ჯავახეთი ახალქალაქში, ქორწილში სისხლიან გარჩევას, ორი ადამიანის დაკავება მოჰყვა 2020, 8 თებერვალი, 13:23 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში, ქორწილში გაჩაღებული სისხლიან გარჩევას ორი პიროვნების დაკავება მოჰყვა, ინფორმაციას შსს-ავრცელებს. სოფელ კუმურდოში ქორწილში ჩხუბის დროს დაიჭრა სამი ახალგაზრდა, 21, 23 და 26 წლის.ახალქალაქის საავადმყოფოში სამივეს ჩაუტარდა რთული ოპერაციები, რის შედეგადაც ადგილობრივმა ექიმებმა შეძლეს ამ ახალგაზრდების სიცოცხლის შენარჩუნებაა. ორი მათგანი თბილისში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მესამე რჩება ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში, ასევე სტაბილურია მისი მდგომარეობაც. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1991 წელს დაბადებული ს.ს., ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 204 2-ს მოსწონს
|