სხვა ბრაზილიაში ტურისტი ქმრის თვალწინ გააუპატიურეს 2020, 7 თებერვალი, 12:54 ![]() ![]() ![]() მან ქმრის თვალწინ გააუპატიურა ტურისტი ქალი, რა დროსაც ქმარი სკამზე თოკით მიაბა, თვალები აუხვია, შეუკოჭა ფეხები და ხელები.შემდეგ კი მოკლა. 37 წლის ადამ ზინდულის (Adam Zindul) ცხედარი სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომელსაც სხეულზე უამრავი ჭრილობა აღენიშნებოდა. ![]() ქალს გაუპატიურების შემდეგ დამნაშავე სასტიკად გაუსწორდა, იმ იმედით, რომ მოკვდებოდა, თუმცა გადარჩა, იგი ამჟამად ჰუგო მირანდას მუნიციპალურ ჰოსპიტალში წევს. პოლიციამ შეძლო დამნაშავის დაკავება, იგი აღმოჩნდა 37 წლის მამაკაცი ქალაქ პარატიდან, პოლიცია ჯერჯერობით არ ამჟღავნებს არც დამნაშავის ვინაობას, არც მოტივს.უცნობია ქალის ჯანმრთელობის მდგომაროებაც. 1210 3-ს მოსწონს
|