პროფილაქტიკა კომპრესი, რომელიც გაციების დროს ყელს და ფილტვებს ერთ ღამეში გაგისუფთავებთ 2020, 11 მარტი, 10:41 რა შეიძლება იყოს იმაზე უსიამოვნო, ვიდრე სინუსიტი, ხველა და მათგან გამოწვეული დისკომფორტი? გარდა დისკომფორტისა, მათ ხომ სხვა მრავალი უსიამოვნო პრობლემა მოაქვთ, რომელთაგან ერთ-ერთი საშინელი და ჯოჯოხეთური, ღამის ხველაა. განსაკუთრებით საშიშია გაციება მათთვის, ვისაც იმუნიტეტი არ აქვს ვირუსებთან საბრძოლველად.
ხველისას კი პირველი რასაც მივმართავთ, ხველის სიროფები და საწუწნი აბებია, რომლებიც ძირითადად ბლოკავენ რეცეპტორებს, რომ ტვინს გადასცენ სიგნალი შეწყვიტოს ხველა. ეს სიროფები შეიცავენ ორ ძირითად ინგრედიენტს: კოდეინს და დექსტრომეტორფანს, რომლებიც ხელს უწყობენ შეწყდეს ხველა, თუმცა იწვევენ გვერდით მოვლენებს: ძილიანობა, თავის ტკივილი და ტაქიკარდია. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ რჩევას, მეტად ეფექტური, ბუნებრივი გზით, გაციების დროს, როგორ გავისუფთავოთ ფილტვები და ყელი ერთ ღამეში. კომპრესის ძირითად ინგრედიენტს თაფლი წარმოადგენს და შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. პროცედურა სრულდება ღამით, ძილის წინ. ამისათვის დაგჭირდებათ: თაფლი, ზეითუნის ზეთი, დოლბანდი, ხელსახოცი, ფქვილი და წებოვანი სამედიცინო ლენტი. მომზადების ტექნოლოგია: თაფლი და ფქვილი მოზილეთ ერთად ისე, რომ მიღებული მასა ხელზე არ გეწებებოდეთ. დაამატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და გააბრტყელეთ ცომივით. დადეთ ხელსახოცზე და დაიფიქსირეთ ყელსა, ფილტვებზე ან ბრონხებზე (საჭიროების მიხედვით) დოლბანდით, დაიმაგრეთ სამედიცინო წებოვანი ლენტით და ჩაიცვით საღამური. შეგახსენებთ, რომ თაფლი გამოიყენება და უებარია ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების დროს. მას იყენებენ მშრალი კანიდან დაწყებული, სხეულის დეტოქსიკაციამდე, ყველა პრობლემის სამკურნალოდ. ის აქტიურად უწყობს ხელს ფილტვებიდან ლორწოს გამოდევნას. გაფრთხილება: მანამ, სანამ კომპრესს გამოიყენებთ, დარწმუნდით, რომ თქვენი ან თქვენი შვილების კანი არ არის ალერგიული თაფლის მიმართ. იხილეთ აგრეთვე: თუ ცხვირი გაქვთ დახშული და ვერ სუნთქავთ, ეს აუცილებლად გამოგადგებათ რა საერთო აქვს ღორის გრიპს დიაბეტთან? როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და გაციება? ეს მეთოდი მოქმედებს! დაამარცხეთ ყელის ტკივილი და ანგინა მხოლოდ 4 საათში თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ასე არასოდეს მოიქცეთ! რომელი "ტემპერატურაა" (სიცხე) საშიში? ეს უნდა იცოდეთ! 2571 10-ს მოსწონს
|