x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139082
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
თებერვლის ფინანსური ჰოროსკოპი - ვის ელის გრანდიოზული ცვლილებები კარიერაში და შემოსავლების გაზრდა
image

რო­გო­რია თვის ფი­ნან­სუ­რი ჰო­როს­კო­პი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის და ვის რა ელო­დე­ბა კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით?



  • ვერ­ძი

მა­მა­კა­ცი ვერ­ძე­ბი სარ­ფი­ან შე­მო­თავ­ზე­ბებს მი­ი­ღებთ. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ და­ი­კა­ვოთ სა­სურ­ვე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა. ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რის თვი­სე­ბას გა­მო­ავ­ლენს და გა­უ­მარ­თლებს კი­დეც. შე­იძ­ლე­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლის პოს­ტიც კი ჩა­ი­ბა­როთ.


მე­სა­მე დე­კა­დის ვერ­ძე­ბი ენერ­გი­ით იქ­ნე­ბით აღ­სავ­სე­ნი, იქ­ნე­ბით მუდ­მი­ვად მოქ­მე­დე­ბა­ში. ეცა­დეთ, ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ მო­შურ­ნე­ე­ბის კრი­ტი­კას და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ მო­კე­თე­ე­ბის რჩე­ვე­ბი. იმი­სათ­ვის, რომ პარტნი­ო­რებ­თან საქ­მე­ე­ბი არ გა­ი­ფუ­ჭოთ, ის­წავ­ლეთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დრო­ზე შეს­რუ­ლე­ბა, არ დაგ­ვი­ა­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა შეკ­ვე­თე­ბის მი­ღე­ბა­სა და შეს­რუ­ლე­ბას ეხე­ბა.


ეცა­დეთ, თვის ბო­ლომ­დე და­ფართ ყვე­ლა ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მგზავ­რო­ბი­სას, დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. თე­ბერ­ვე­ლი კარ­გი თვეა კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, ლა­ტა­რი­ის ბი­ლე­თე­ბის სა­ყიდ­ლად. წარ­მა­ტე­ბა ელით მათ, ვინ გა­რის­კავს.


არა­ფე­რი გიშ­ლით ხელს, რომ და­კავ­დეთ შე­მოქ­მე­დე­ბით, თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­უჩ­ნდე­ბი­ან სა­თა­ნა­დო დამ­ფა­სებ­ლე­ბი. ნუ გა­ჩერ­დე­ბით სახ­ლში, ხში­რად ისე­ირ­ნეთ სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლებ­ში, და­ეს­წა­რით ექ­სკურ­სი­ებს.


  • კურო

შუა თვემ­დე უამ­რა­ვი საქ­მე გექ­ნე­ბათ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. უნდა და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. კო­ლე­გე­ბი შე­მოგ­თვა­ზე­ბენ სარ­ფი­ან საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვას. მო­აგ­ვა­რეთ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. არ გა­გიკ­ვირ­დეთ, თუ პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ადრე კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გქონ­დათ, კონ­ფლიქ­ტუ­რე­ბი გახ­დნენ, გა­გი­ჭირ­დეთ მათ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. ეცა­დეთ, ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ სა­კი­თხებს ობი­ექ­ტუ­რად შე­ხე­დოთ. ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებთნ ურ­თი­ერ­თო­ბა რომ არ და­გე­ძა­ბოთ, სი­ახ­ლე­ებს მშვი­დად შეხ­ვდით და და­ნერ­გეთ ისი­ნი. შე­იძ­ლე­ბა ეჭვი შე­გე­პა­როთ ზო­გი­ერთ ერ­თგულ თა­ნამ­შრო­მელ­შიც კი. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვეთ თავი და არ იჩხუ­ბოთ კო­ლე­გებ­თან და უფ­როს­თან. თვის ბო­ლოს თქვე­ნი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა მო­ი­მა­ტებს. ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბა­საც იგ­რძნობთ. სხვა­თა შო­რის, ამა­ვე პე­რი­ო­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხელ­ფა­სის გაზ­რდა და პრე­მი­ის მი­ღე­ბა.


შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ნიშ­ნებ­მა მეტი დრო და­უთ­მეთ თქვნს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ გა­ვი­თა­რე­ბას. მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­კურ­სებ­ში. და­ა­ნახ­ვეთ გარ­შე­მო მყო­ფებს თქვე­ნი ნიჭი.


  • ტყუ­პე­ბი

თვის და­სა­წყის­ში და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. აუ­ცი­ლებ­ლად და­ას­რუ­ლეთ საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­წყე­ბუ­ლი გაქვთ. თე­ბერ­ვალ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს გა­იც­ნობთ. მო­ი­პო­ვეთ მათი მხარ­და­ჭე­რა, რათა მე­ტად გა­ნა­ვი­თა­როთ თქვე­ნი იდე­ე­ბი. მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო საქ­მე­ებ­ში ჩარ­თვას, ნუ გა­ა­ფორ­მებთ დიდხ­ნი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, რად­გან თქვე­ნი ამ­ბა­ვი რომ იცით, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე­ვე მოგ­ბეზ­რდეთ. მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის ფლან­გვას. მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი შე­ი­ძი­ნეთ. თვის ბო­ლოს თუ უფუ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბით, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თავი უნდა და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ, თუ ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბით, რა­საც თქვე­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო უნდა შეს­წი­როთ.


შუა თვე­ში კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბი და­გე­ბა­დე­ბათ და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მხო­ლოდ თქვენს მონ­დო­მე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. შე­გიძ­ლი­ათ დახ­მა­რე­ბის­თვის ნა­თე­სა­ვებ­საც მი­მარ­თოთ.


გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და­ეს­წა­რით ტრე­ნინ­გებს, გახ­შირ­დე­ბა მცი­რეხ­ნი­ა­ნი მივ­ლი­ნე­ბე­ბი. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. აგ­რეთ­ვე, თქვე­ნამ­დე მო­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­სად­მი. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ თქვენ­თან მო­სულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს; გა­ა­ან­ლი­ზეთ ისი­ნი, ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვანს მი­აქ­ცი­ეთ. გა­და­ა­მოწ­მეთ, რომ არა­ვინ მო­გა­ტყუ­ოთ.


  • კირჩხი­ბი

ვერ­ძის დახ­მა­რე­ბით კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბას შეძ­ლებთ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბათ მან­დი­ლო­სან ვერ­ძებს. თქვენ მზად ხართ ფლირ­ტის­თვი­საც და კა­რი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის­თვი­საც. მა­მა­კა­ცებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა ელით. ზო­გი­ერთს შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა თან­ხა მო­ი­გოთ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ლა­ტა­რი­ით, ინ­ვეს­ტი­ცი­ით.


მთა­ვა­რია, გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დოთ და არ გა­უშ­ვათ შან­სი ხე­ლი­დან, რომ ერთი ნა­ბი­ჯი წინ გა­დად­გათ. ზო­გი­ერ­თი უფ­რო­სის ყუ­რა­დღე­ბას მი­იქ­ცევს, ზოგ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს ჩა­ა­ბა­რე­ბენ.


თვის ბოლო და­ხუნძლუ­ლი გექ­ნე­ბათ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბით, მი­მო­წე­რით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რე­ბით. დი­ა­ლო­გი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ პარტნი­ო­რის მო­თხოვ­ნებს. მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტურ სა­უბ­რებს, პო­ლე­მი­კა­ში ჩარ­თვას. ეცა­დეთ დიდი თან­ხით არ მოხ­ვდეთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში, რათა არ გახ­დეთ ჯიბ­გი­რე­ბის მსხვერ­პლი. მო­ე­რი­დეთ ფი­ნან­სურ ავან­ტი­უ­რა­საც.


  • ლომი

ჩა­მო­წე­რეთ თვის მთა­ვა­რი და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ნე­წყოთ ნე­გა­ტი­უ­რად და არ თქვთ, რომ რამე არ გა­მო­გი­ვათ. პი­რი­ქით, იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, რომ თვის ბო­ლოს ყვე­ლა საქ­მე იდე­ა­ლუ­რად გექ­ნე­ბათ დას­რუ­ლე­ბუ­ლი.


პირ­ველ დე­კა­და­ში და­ბა­დე­ბულ ლო­მებ­მა მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებს. მო­ე­რი­დეთ სამ­სა­ხურ­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბას, ეცა­დეთ, არ გა­ა­ნა­წყე­ნოთ უფ­რო­სი, იყა­ვით დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კო­ლე­გებ­თან. ხან­და­ხან ენას კბი­ლი უნდა და­ა­ჭი­როთ, ყვე­ლა მტრად რომ არ გა­და­ი­კი­დოთ. მა­მა­კაც ლო­მებს საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად პარტნი­ო­რე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის მხარ­და­ჭე­რა დაგ­ჭირ­დე­ბათ.


თვის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე ჩა­ე­წე­როთ, რაც სა­სარ­გებ­ლოდ წა­ად­გე­ბა თქვენს კა­რი­ე­რას. მეტი დრო და­უთ­მეთ თვით­გან­ვი­თა­რე­ბას, და­ეს­წა­რით ტრე­ნინ­გებ­სა და ლექ­ცი­ებს. ზო­გი­ერთს სი­ტყვით გა­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ, იყა­ვით თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი.


კარ­გი თვე ელით იმ ლო­მებს, რომ­ლე­ბიც პი­რა­დი საქ­მის და­წყე­ბას გა­და­წყვე­ტენ ან ახალ სამ­სა­ხურ­ში გა­დავ­ლენ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ ორი­გი­ნა­ლურ პრო­ექ­ტებს. და­უ­მე­გობ­რდით გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ყველ­გან და­ი­ცა­ვით.

გა­მო­ნა­ხეთ დრო ჰო­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ჰობი შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის წყა­როდ გა­და­გექ­ცეთ. მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა კი უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში და­ა­ბან­დეთ. უარი არ თქვათ და­მა­ტე­ბით სამ­სა­ხურ­ზე.


  • ქალ­წუ­ლი

თით­ქოს გა­და­ი­ღა­ლეთ, იდე­ე­ბი ამო­გე­წურთ ან მათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ენერ­გია არ გაქვთ. თე­ბერ­ვალ­ში თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა გან­მარ­ტო­ე­ბით მუ­შა­ო­ბა. როცა არ­ვინ შე­გიშ­ლით ხელს. ამას­თა­ნა­ვე, სამ­სა­ხურ­ში სი­ახ­ლე­ე­ბის და­გეგ­მვის დროა, კარ­გია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში გარ­კვე­ვა და პრო­ფე­სი­ულ ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წრე­ბა. თუ დიდ კო­ლექ­ტივ­ში მუ­შა­ობთ, მო­სა­წყე­ნად ვერ მო­იც­ლით, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­მოქ­მე­დე­ბას­თა­ნაა კავ­შირ­ში.


თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ქალ­წუ­ლი ხართ, ერთ რჩე­ვას მოგ­ცემთ, მა­მა­კა­ცებ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თეთ წყლის სტი­ქი­ის (კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი, თევ­ზე­ბი) წარ­მო­მად­გე­ნელ მან­დი­ლოს­ნებს, ხოლო ქა­ლებ­მა - ცე­ცხლის სტი­ქი­ის (ვერ­ძი, ლომი, მშილ­დო­სა­ნი) წარ­მო­მად­გე­ნელ მა­მა­კა­ცებს.


ზო­გი­ერთ ქალ­წულს ხელ­ში სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია ჩა­უ­ვარ­დე­ბა. ასეთს სხვე­ბი ვერ მი­ი­ღე­ბენ. თქვენ კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ, ის თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოთ. თუნ­დაც, და­წი­ნა­უ­რე­ბის­თვის.


შუა თვე­ში მო­ი­მა­ტებს საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი. ზო­გი­ერთს დამ­საქ­მებ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ელის. იყა­ვით მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლი და გარ­შე­მო მყო­ფებს და­ა­ნახ­ვეთ, რომ სა­ჭი­რო და მცოდ­ნე კად­რი ხართ.


ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უმ­ჯო­ბე­სია თვის ბო­ლოს­თვის გა­და­დოთ. თა­მა­მად იმოქ­მე­დეთ, ხში­რად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა. კარ­გი პე­რი­ო­დია აგ­რეთ­ვე არას­ტან­დარ­ტუ­ლი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, ონ­ლა­ინ ბიზ­ნე­სის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. იყა­ვით მე­ტად მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლი და აქ­ტი­უ­რი. მხო­ლოდ ასე მი­ი­ღებთ იმას, რა­ზეც დიდ­ხანს ოც­ნე­ბობ­დით.


  • სას­წო­რი

შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მხრი­დან წნე­ხის ქვეშ ხართ. გან­სა­კუთ­რე­ბით, პირ­ვე­ლი დე­კა­დის სას­წო­რე­ბი. სა­კუ­თარ თავს მე­ტად უნდა მოს­თხო­ვოთ, რომ სი­მაღ­ლე­ე­ბი და­ი­პყროთ. ხან­და­ხან იმ­დე­ნად გა­დაღ­ლი­ლი იქ­ნე­ბით, რომ მარ­ტი­ვი საქ­მეც კი შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ. ეცა­დეთ, კარ­გად და­ის­ვე­ნოთ და გა­მო­იძნოთ ხოლ­მე. სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი კარ­გად რომ შე­ას­რუ­ლოთ, სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ოჯა­ხის წევ­რებს გა­და­უ­ნა­წი­ლეთ. ამ თვე­ში ნუ და­ი­წყებთ რე­მონტს.


კარგ შე­დეგს მი­ი­ღებთ, თუ კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად იმუ­შა­ვებთ. მი­უ­ხე­დავდ იმი­სა, რომ ლი­დე­რის როლ­ში არ იქ­ნე­ბით, მა­ინც იტყვით თქვენს სი­ტყვას.


საქ­მე­ე­ბის უკეთ წარ­სა­მარ­თად, მი­მარ­თეთ თვით­რეკ­ლა­მას და ინ­ტერ­ნეტ რეკ­ლა­მას. პარტნი­ო­რე­ბად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი აირ­ჩი­ეთ. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კო­ლე­გებ­თან. თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა მეტ­წი­ლად მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თვის ბო­ლოს გა­მო­ნა­ხეთ დრო და გა­მო­ას­წო­რეთ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი.


  • მო­რი­ე­ლი

დიდი ნა­ბი­ჯი უნდა გა­დად­გათ წარ­მა­ტე­ბის­კენ. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი, გახ­დე­ბით მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი. ზო­გი­ერ­თი კო­ლექ­ტი­ვის ლი­დე­რი ან ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­დე­ბა. ნუ იქ­ნე­ბით იღ­ბლის იმე­დად, იშ­რო­მეთ, ენერ­გია საკ­მა­რი­სი გაქვთ.


თვის და­სა­წყის­ში და შუ­ა­ში მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას უფ­როს­თან. ნუ ეც­დე­ბით ჩხუ­ბით და­უმ­ტკი­ცოთ მას, რომ მცოდ­ნე და და­სა­ფა­სე­ბე­ლი კად­რი ხართ. პა­ტი­ვის­ცე­მა გმარ­თებთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი­სად­მი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი თვე ელით გარ­თო­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს. აგ­რეთ­ვე ფულს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ნებ ის ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­სე­სუ­ა­რე­ბის დამ­ზა­დე­ბი­თა და გა­ყიდ­ვით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.


  • მშვილ­დო­სა­ნი

თე­ბერ­ვალ­ში ხში­რად უნდა და­ეს­წროთ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სებს. უარი არ თქვათ სა­ზღვარ­გა­რეთ სტა­ჟი­რე­ბა­ზე. ზო­გი­ერთს უცხო­ურ კომ­პა­ნი­ა­ში შეს­თა­ვა­ზე­ბენ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ პი­რა­დი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა. მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას თევ­ზებ­თან, არ გა­ე­ბათ მათ მიერ გო­ნივ­რუ­ლად და­გე­ბულ ავან­ტი­უ­რა­ში.


კარ­გი მუ­შა­ო­ბით ავ­ტო­რი­ტეტს მო­ი­პო­ვებთ კო­ლე­გებ­ში. იყა­ვით ლი­დე­რი, ამის ენერ­გია ნამ­დვი­ლად გაქვთ. აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­წე­რეთ მიზ­ნე­ბის სია და იმოქ­მე­დეთ მათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.


  • თხის რქა

თე­ბერ­ვალ­ში ნე­ბის­მი­ერ სა­კითხს და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ტე­რი­ა­ლურს მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ. დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებთ კო­ლე­გე­ბის­გან, ყური და­უგ­დეთ მათ რჩე­ვებ­საც. სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს გა­ა­ფორ­მებთ. გა­ი­ა­რეთ გა­სა­უბ­რე­ბა, და­ნიშ­ნეთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, შე­გიძ­ლი­ათ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის დო­კუ­მენ­ტე­ბიც გა­ა­ფორ­მოთ. ზო­გი­ერ­თი თხის რქა მი­ი­ღებს პრე­მი­ას ან მემ­კვიდ­რე­ო­ბას.


თვის ბო­ლოს არ და­აგ­დოთ ტემ­პი. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი. თქვენ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის სა­მა­გა­ლი­თო უნდა იყოთ. საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან - დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი. ზო­გი­ერ­თი და­ფიქ­რდე­ბა, რო­დემ­დე უნდა იმუ­შა­ოს სხვე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ და სა­კუ­თა­რი საქ­მის და­წყე­ბას გა­და­წყვეტს. სამ­სა­ხურ­ში საქ­მე­ე­ბის დრო­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბა თუ გსურთ, კო­ლე­გებ­საც გა­უ­ნა­წი­ლეთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ამ­გვა­რად, ჰო­ბის­თვი­საც დაგ­რჩე­ბათ დრო.


შე­მოქ­მე­დე­ბით აღ­მაფ­რე­ნას იგ­რძნო­ბენ მხატ­ვა­რი და დი­ზა­ი­ნე­რი თხის რქე­ბი. ზო­გი­ერ­თი ჰო­ბის შე­მო­სავ­ლის წყა­რო­დაც გა­იხ­დის. წარ­მა­ტე­ბა ელით კონ­სულ­ტა­ცი­ის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე­ებ­საც.


ზო­გი­ერთს შან­სი მი­ე­ცე­მა, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ემ­გზავ­როს სას­წავ­ლებ­ლად. ან უცხო­ურ კომ­პა­ნი­ა­ში მი­ი­ღოს თა­ნამ­დე­ბო­ბა. თე­ბერ­ვა­ლი აგ­რეთ­ვე კარ­გი თვეა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად.


  • მერ­წყუ­ლი

თვის და­სა­წყის­სა და შუ­ა­ში და­გეგ­მეთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბი. შეძ­ლებთ თქვე­ნი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას. ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა გე­ლით. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ კონ­სულ­ტა­ცია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან. გა­მო­ნა­ხეთ დრო და­წყე­ბუ­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად. რთულ სა­კი­თხებ­საც კი მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ. თვის ბო­ლოს გა­მო­ნა­ხეთ დრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.


გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ფული სა­ჩუქ­რა­დაც კი მი­ი­ღოთ. ან შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო გა­მო­გიჩ­ნდეთ. ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დი საქ­მეც კი და­ი­წყოთ. მა­მა­კა­ცი მერ­წყუ­ლი კარ­გად გა­არ­თმევს თავს ბიზ­ნესს პრო­ექ­ტებს.


თე­ბერ­ვალ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან გე­ლით შეხ­ვედ­რა. თა­ვად კი შე­იძ­ლე­ბა ტე­ლე­რე­პორ­ტა­ჟის თუ ინ­ტერ­ვი­უს გამო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეთ.


მუ­შა­ო­ბი­სას მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ დე­ტა­ლებს. ზო­გი­ერ­თი მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტშიც ჩა­ერ­თვე­ბა.


  • თევ­ზე­ბი

საქ­მე­ე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­გე­მა­ტე­ბათ. მკაც­რი დედ­ლა­ი­ნის რე­ჟიმ­ში მო­გი­წევთ შრო­მა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ენ­თუ­ზი­აზ­მი­თაც აღ­სავ­სე ხართ და ენერ­გი­ი­თაც. ამას­თა­ნა­ვე, მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, 5-წუ­თი­ა­ნი დაგ­ვი­ა­ნე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა ძვი­რად და­გიჯ­დეთ.


საქ­მე­ებს მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით, წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლებთ პრო­ექტს, რო­მე­ლიც დიდი ხნის წინ და­ი­წყეთ. გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან ახა­ლი დამ­კვე­თე­ბიც. თუ პი­რა­დი საქ­მის და­წყე­ბას აპი­რებთ, მეტი დრო და­უთ­მეთ რეკ­ლა­მას. თუ სამ­სა­ხურ­ში ლი­დე­რის თვი­სე­ბებს გა­მო­ავ­ლენთ, კო­ლე­გე­ბის პა­ტი­ვის­ცემს და­იმ­სა­ხუ­რებთ. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას, მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სას. თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა და ვა­რა­უ­დე­ბი ფაქ­ტებ­ზე უნდა იყოს დამ­ყა­რე­ბუ­ლი. იყა­ვით მე­ტად მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ. უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­თან შე­ჯა­ხე­ბი­სას ნუ ჩა­მოყ­რით ყუ­რებს. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ ფი­ნან­სურ ავან­ტი­უ­რა­ში გაბ­მას. ზო­გი­ერ­თმა თვის ბო­ლოს, შე­იძ­ლე­ბა ლა­ტა­რი­ა­ში მო­ი­გოს.


თე­ბერ­ვალ­ში, თევ­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­უნ­დე­ბა. ზო­გი­ერთს კი - სა­კუ­თარ თავ­თან გან­მარ­ტო­ე­ბა. ეცა­დეთ, მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში "ენას კბი­ლი და­ა­ჭი­როთ", რათა არ წა­მოგცდეთ ზედ­მე­ტი. არა­ვინ "დაგ­რუ­ზოთ" თქვე­ნი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი თე­ო­რი­ე­ბით.


თვის ბო­ლოს მშვი­დად შეხ­ვდით კრი­ტი­კას და ნუ ეც­დე­ბით, ოპო­ნენტს მუშ­ტე­ბით გა­უმკლავ­დეთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­თო­კეთ აგ­რე­სია. მცი­რე შე­ლა­პა­რა­კე­ბა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა დიდი უსი­ა­მოვ­ნე­ბა მო­გი­ტა­ნოთ.



ასევე ნახეთ


9 თე­ბერ­ვალს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაა, 23 თე­ბერ­ვალს - ახალმთვა­რე­ო­ბა - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა


ვინ არიან "უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები" - ხართ თუ არა ამ სიაში და რა უნდა იცოდეთ საკუთარ თავზე


რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი


როგორი ბოსები არიან ზოდიაქოს ნიშნები (+ სახალისო GIF-ები)


როგორი დედამთილები არიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


ზოდიაქოს ნიშნები მეტროში - სასაცილო GIF-ები


ზოდიაქოს ნიშნის გოგოები სიბერეში - სასაცილო GIF-ები


როგორ გამოიყურებიან ნაწყენი ზოდიაქოს ნიშნები - GIF-ები



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
4363
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
4363
  
2020, 7 თებერვალი, 2:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1