x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას და არ აჰყვეთ ხასიათს - 5 თებერვლის პროგნოზი
image


რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?


მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:21-დან 23:05 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი. ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა, მოერიდოთ აგრესიის გამოვლენას და არ აჰყვეთ ხასიათის ცვალებადობას.

.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის და ანტიკვარიატის შესაძენად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესის დასაწყებად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ სუნთქვის ორგანოებს, კუჭს, ხელის და ფეხის კუნთებს.

.

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორთან თქვენი ურთიერთობა უფრო კრიტიკულად შეაფასოთ. თქვენმა გულუბრყვილობამ და ზედმეტმა მიმნდობლობამ მომავალში შესაძლოა, უამრავი პრობლემა შეგიქმნათ.

კურო

ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ მოღვაწეობის ახალ სფეროზე გადასვლაზე იფიქროთ. კარგი იქნება, თუ ძველი კონტაქტების აღდგენაზე და ახლობლების დახმარებაზე იზრუნებთ. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ პრობლემებში. როგორი მოუცლელიც არ უნდა იყოთ, ახლობელი ადამიანებისთვის დრო უნდა გამონახოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ძველი, მეგობრული კავშირების აღსადგენად. თუ გყავთ მეგობრები, რომლებსაც რაღაც მიზეზის გამო ეკამათეთ და აღარ ეკონტაქტებით, დაურეკეთ და სტუმრად დაპატიჟეთ. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია შეცდომები და უზუსტობები. ეცადეთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, უფროსი ადამიანების რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ. როგორი მოუცლელიც არ უნდა იყოთ, ეცადეთ, ამ ადამიანებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. ერიდეთ ფულის უაზროდ ხარჯვას და დაგროვება დაიწყეთ.

ლომი

შესაფერისი დროა იმისთვის, რომ პირადი ცხოვრების მოწესრიგებაზე იფიქროთ. საკუთარ სექსუალურ სურვილებსა და პარტნიორის გრძნობებს შორის შეუთავსებლობამ შეიძლება ურთიერთობაში სირთულეები გამოიწვიოს. ემოციური ბუნება და მიმზიდველობა მამაკაცებს აღიარებისკენ მიმავალ გზაზე სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.

ქალწული

შესაძლოა, მოულოდნელმა ცნობამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. თავი შეიკავეთ მსხვილი შენაძენისგან - ის წარუმატებელი იქნება. გირჩევთ, მეგობრის ან ახლობელი ადამიანის რეკომენდაციას დაუჯეროთ და ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას. ამ დღეს უკიდურესად არასასურველია ფიზიკური დატვირთვა და სარისკო მოქმედებები.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი კონტაქტებისა და ქორწინებისთვის. ქალებს უძლიერდებათ ინტუიცია, რისი წყალობითაც სიტუაციის სწორად შეფასებას და გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ. დაგროვილი ვალები პოზიტიურ ცვლილებებს ხელს უშლის.

მორიელი

მორჩილებისა და მონანიების დღეა. გირჩევთ, ვნებები დაიცხროთ და უფროსების რჩევას დაუჯეროთ. კარგი იქნება, თუ საკუთარ შეცდომებს აღიარებთ. ბავშვებთან ურთიერთობისას ერიდეთ ხმამაღლა საუბარს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნებას.

მშვილდოსანი

ერიდეთ სასიყვარულო თავგადასავლებს - ამ მიმართულებით ტყუილი და იმედგაცრუება გელით. კარგი დღეა შემოქმედების, ფილოსოფიური მსჯელობის და სულიერი ძლიებისთვის. სასიცოცხლო ტონუსის დაქვეითების გამო ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. არსებობს ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი.

თხის რქა

შესანიშნავი დღეა მოღვაწეობის ახალ სფეროზე გადასვლისთვის, ძველი კავშირების აღდგენისა და ახლობელი ადამიანების დახმარებისთვის. შესაძლოა, მოულოდნელმა ცნობამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და გაუმართლებელ რისკს.

მერწყული

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან, მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერისგან, ქორწინებისა და გარიგებებისგან. პროფესიულ საქმიანობაში სირთულეები გელით, თუმცა დღის ბოლოს კონცენტრირებას შეძლებთ. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

თევზები

ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ხანდაზმულ ადამიანებში მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. შესაძლოა, ექიმის დახმარებაც დაგჭირდეთ. ექიმის ყველა მითითება შეასრულეთ, თორემ ავადმყოფობა დიდხანს გაგრძელდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია დეპრესიული მდგომარეობა.

0
115
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0