x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
შესაძლებელია თუ არა აზროვნების გაუმჯობესება
image

იდეა, რომ აზროვნების უნარის გაუმჯობესება შესაძლებელია, დიდი დროის განმავლობაში კამათის საგანი იყო. დღეისთვის კი უკვე დაგროვდა საკმარისი მტკიცებულებები, იმის მხარდასაჭერად, რომ აზროვნების უნარის გავრჯიშებას და კონკრეტული ინსტრუქციებით დასწავლას აქვს პოზიტიური ეფექტი, რომლის განზოგადებაც ბევრ სიტუაციაშია შესაძლებელი. ამ მტკიცებულებებს ქმნის მრავალი სხვადასხვა კვლევის შედეგი, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია განათლება გამოვყენოთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ კრიტიკული აზროვნების უნარი.

კრიტიკული აზროვნების სწავლების ოთხნაწილიანი მოდელის (Butler and Halpern, 2011) მიხედვით, მნიშვნელოვანია ძალისხმევით აზროვნების სწავლება, რაც გულისხმობს, შესაბამისი დისპოზიციის განვითარებას. კარგი მოაზროვნე მოტვირებულია, რომ მოახდინოს თავისი ცნობიერი რესურსისი მობილიზება, შეაგროვოს ინფორაცია, შეამოწმოს სიზუსტე და შეუპოვრობა გამოიჩინოს, როცა პასუხი არ არის აშკარა. ბევრი შეცდომა ხდება არა იმიტომ, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ კრიტიკულად აზროვნება, არამედ იმიტომ, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. ერთერთი მთავარი განსხვავება კარგ და ცუდ სტუდენტებს შორის, არის მათი დამოკიდებულება, კონკრეტულად კი შესაძლებელია გამოიყოს ისეთი ატიტუდები და დისპოზიციები, როგორიცაა მაგალითად, მოქნილობა. ესაა უნარი, შეიცვალო აზრი რაიმეს შესახებ, დაინახო მოვლენები სხვისი პერსპექტივიდან, განიხილო მრავალი შესაძლებლობა, მოიძიო ინფორმაცია რომელიც ხელმისაწვდომი არ არის.
ასევე მნიშვნელოვანია მდგრადობა ანუ დაჟინებულობა, როგორც დავალებაზე კონცენტრირების სურვილი და შესაძლებლობა. ესაა წარმატებული პრობლემის გადაჭრის საკვანძო ფაქტორი, რადგან ზოგიერთი ადამიანი, ერთი შეხედვით რთულ დავალებაზე ფიქრს არც კი იწყებს. მათემატიკაში წარმატებული და წარუმატებელი სტუდენტების შედარებისას განსხვავება აღმოჩნდა მათ დამოკიდებულებებში. წარუმატებელი სტუდენტები ფიქრობენ, რომ თუ პრობლემა ვერ გადაწყვიტეს ათ წუთზე ნაკლებში, საერთოდ ვერ გადაწყვეტენ. მათგან განსხვავებით წარმატებული სტუდენტები დაჟინებით მუშაობენ პრობლემაზე.
გამომდინარე იქედან, რომ კრეატიული აზროვნებაც და ქმედებაც შუძლებელი იქნებოდა შეცდომებისადმი მზაობის გარეშე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითკონტროლი, შეცდომების აღიარების უნარი და სურვილი იმისა, რომ შეიცვალო აზრი, როცა მტკიცებულება სხვა რამეს გიჩვენებს. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ტენდენცია, რომ გავამართლოთ ჩვენი შეცდომები, არასწორი რწმენები და ცუდი გადაწყვეტილებები.ნაცვლად იმისა, რომ თავი დაიცვან შეცდომებისგან, კრიტიკულად მოაზროვნეები სწავლობენ მათგან.

ამ მოდელის მესამე კომპონენტი გულისხმობს იმ მომენტის ამოცნობას, როცა კრიტიკული აზროვნება საჭიროა და შესაბამისი უნარების შერჩევას. პრობლემას აზროვნების უნარის სწავლაში, რომელსაც მრავალ კონტექსტში გამოვიყენებთ, წარმოადგენს ის, რომ კონტექსტი არ შეიცავს აშკარა მინიშნებას, რომელიც გაააქტიურებს შესაბამისი უნარის გახსენების პროცესს. ამ დროს კრიტიკულად მოაზროვნეები ამ მინიშნებებს ქმნიან თვითონ პრობლემის სტრუქტურული ასპექტებიდან გამომდინარე. ასე რომ, როცა ეს სტრუქტურული ასპექტები წარმოდგენილია, მათ შეუძლიათ აღიქვან როგორც მინიშნება. არსებობს რამდენიმე გზა, რაც ადამიანს ეხმარება სტრუქტურულ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებასა და აზროვნების უნარის გავარჯიშებაში, მაგალითად დიაგრამის დახატვა ინფორმაციის ორგანიზებისთვის, პრობლემის წარმოდგენა საკუთარი სიტყვებით, სულ ცოტა ორნაირად მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამოყოფა, დასკვნის საწინააღმდეგოდ და მის მხარდასაჭერად არგუმენტების მოფიქრება, პრობლემის მინიმუმ ორი გადაწყვეტის ჩამოთვლა და მოცემული ინფორმაციის კატეგორიზება.


ის, თუ სწავლის რომელ სტრატეგიას გამოიყენებს ადამიანი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია საკუთარი დროისა და კოგნიტური რესურსის შეფასებაზე.

0
139
შეფასება არ არის
ავტორი:ანა მუკბანიანი
ანა მუკბანიანი
139