x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
სტრესი, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და სოციალური ქცევითი აშლილობა მოზარდებში

სოციალური ქცევთი აშლილობა ესაა აგრესიული, ანტისოციალური და დევიანტური ქცევა ბავშვებსა და მოზარდებში, რის შედეგადაც ირღვევევა სხვისი უფლებები და სოციალური ნორმები. ქცევები შეიძლება დაჯგუფდეს, როგორც აგრესია ადამიანებისა და ცხოველების მიმართ, სხვისი საკუთრების დაზიანება, ქურდობა და სხვა კანონდარღვევები. იგი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დიაგნოზია და აქვს ძლიერი ნეგატიური გავლენა როგორც ინდივიდზე, ასევე მის ოჯახსა და გარემოცვაზე.
სოციალურ ქცევით აშლილობა ხშირად უკავშირდება სხვადასხვა ფსიქოსოციალურ რისკ-ფაქტორებს და კომორბიდულია შფოთვით აშლილობებთან.
მოზარდებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ძლიერი კომორბიდობაა ასევე პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან. პატიმარი მოზარდების კვლევებმა აჩვენა მათ 96% ჰქონდა ტრავმული გამოცდილება, ხოლო 65 %-ს კომორბიდობა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან.(Carrion and Steiner, 2000;Cauffman et al., 1998; Steiner et al., 1997; Yoshinaga et al., 2004)
DSM-IV-TR-ს მიხედვით ტრავმულ გამოცდილებას ახასიათებს ორი კომპონენტი: 1.ინდივიდმა გამოსცადა ან შეესწრო ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა: ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, სხვისი სიკვდილის ნახვა ან სიცოცხლისთვის საშიში სიტუაცია, რეალური სერიოზული დაზიანება ან დაზიანების მუქარა, რეალური სექსუალური ძალადობა ან ძალადობის საფრთხე. გარემოს მოვლენათა რიცხვში შედის ასევე იმის ცოდნა, რომ მატრავმირებელი მოვლენა შეიძლება შეემთხვას ოჯახის წევრს, ახლობელს ან მეგობარს 2. ადამიანის რეაქცია სიტუაციაზე იყო ინტენსიური შიში, დახმარების არარსებობის და საშინელების განცდა. ტრავმის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რომელიც ვლინდება ამ მოვლენის ხელახალ განცდით და სტიმულისთვის თავის არიდების რეაქციებით მინიმუმ ერთი თვის მანძილზე.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ასეთი ტრავმის სიხშირე ბავშვებსა და მოზარდებში 23-92%ია. მოზრდილებში კი 22-90%. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების განმავლობაში ადამიანების უმრავესობა ერთხელ მაინც განიცდის მატრავმირებელ მოვლენას.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გავრცელება ბავშვებსა და მოზარდებში 0, 5%- 9%-მდეა. თუმცა სხვადასხვა კვლევაში შესაძლოა განსხვავებული შედეგები ვნახოთ შერჩევის, მეთოდის და ტრავმის განსხვავებული ინტერპრეტაციის გამო.
გენდერული განსხვავებების შესახებ კვევები სხვადასხვა შედეგს იძლევა: მაგალითად, ზოგის თანახმად მატრავმირებელი მოვლენის არსებობა ბიჭებში უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში, მაგრამ ამის საპირისპიროდ, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ორჯერ მაღალი რისკია ქალებისთვის, როგორც მოზრდილებში ასევე მოზარდებსა და ბავშვებში.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გავრცელება სოციალურ ქცევით აშლილობასთან ერთად ვარირებდა 3-დან 88%-მდე. განსაკუთრებით მდედრობით სქესში. კომორბიდობა შესაძლოა სხვადასხვაგვარად აიხსნას:
შესაძლებელია საერთო რისკ-ფაქტორების არსებობა. ეს ორი აშლილობა შეიძლება იყოს გამოხატვის ალტერნატიული ფორმები, რომელთა საფუძვლად სხვადასხვა რისკ-ფაქტორებია: გენეტიკური, ფსიქოსოციალური, ბიოლოგიური ან გრემოფაქტორები.

შესაძლოა პტსა-ს და სოციალური ქცევითი ააშლილობის რისკ-ფაქტორებს შორის იყოს კორელაცია. ხშირად ანტისოციალური ქცევა გავრცელებულია ოჯახში, მშობლებსა და და-ძმას შორის და არსებობს აგრესიული ქცევის ოჯახური ისტორია. ესაა სოციალური ქცევითი აშლილობისთვის რისკ-ფაქტორი . ანტისოციალური მშობლების მიერ არასწორი აღზრდის სტილითა და ოჯახური კონფლიქტებით შესაძლებელია, როგორც ანტისოციალური ქცევის პროვოცირება, ასევე ბავშვის სტრესის მიმართ მოწყვლადობის გაზრდა, რაც პოსტტრავმული სტრესული აშლილობის საფუძველია.

ასევე, ერთი აშლილობა შეიძლება იყოს მეორეს რისკ-ფაქტორი
ზოგი ავტორი გვთავაზობს, რომ სოციალური ქცევითი აშლილობა შეიძლება წარმოადგენდეს რისკ-ფაქტორს პტსა-სთვის. რეტროსპექტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხშირად სოციალური ქცევითი აშლილობის დასაწყისი უფრო ადრეა, ვიდრე პოსტტრავმული სტრესული აშლილობის. ასევე, ერთ-ერთ კვლევაში, სადაც შეისწავლეს ომის ვეტერანები, ადრეულ ასაკში დაწყებული სოციალური ქცევითი აშლილობა წარმოადგენდა ძლიერ რისკ- ფაქტორს პტსა-ს განვითრებისთვის. თუმცა არ მოიპოვება კვლევები, სადაც პოსტტრავმული სტრესული აშლილობა იქნება რისკ-ფაქტორი სოციალური ქევითი აშლილობისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქცევითი აშლილობის მქონე ადამიანებს ახასიათებთ რისკიანი და გამბედავი ქმედებები, რაც განაპირბებს მათ მოწყვლადობას ტრავმისა და სტრესისთვის. იმპულსურობა, რისკი, ახალი შეგრძნებების ძიება განაპირობებს მათთვის ტრავმული გამოცდილების შეძენის მაღალ ალბათობას.image

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ანა მუკბანიანი
ანა მუკბანიანი
33