x
"ინტერი" მაიკონს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

imageშესაძლოა, მილანის "ინტერის" მცველი დუგლას მაიკონი კლუბში დარჩეს.La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ნერაძური" 31 წლის ბრაზილიელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, თუ კი მარჯვენაფლანგელი ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, იმაზე ნაკლებ გასამრჯელოს მიიღებს, ვიდრე აქამდე იღებდა. მაიკონი ხელფასის შემცირებას არ თანხმდება, მაგრამ თუ კი ანაზღაურება იგივე დარჩება, მზადაა მომავალი სეზონიც "ინტერში" გაატაროს. ამგვარად, მხარეებს მოსალაპარაკებლი მხოლოდ ეს საკითხი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, ევროპულმა მედიასაშუალებებმა მაიკონის სახელი ლონდონის "ჩელსის", მადრიდის "რეალს" და ფრანგულ პსჟ-ს დაუკავშირეს.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ქაროსანიძე
გიორგი ქაროსანიძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0