x
image
Yoona
Mediator image
4 წლის გოგონამ შეყვარებულ დინოზავრებზე სიმღერა დაწერა და ამით ყველას გული აუჩუყა
4 წლის ბრიტანელი ფენი თვალის დახამხამებაში პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც თავის მამასთან, ბრიტანელ შემსრულებელთან, ტომ როსენტალთან ერთად შეყვარებულ დინოზავრებზე „Dinosaurs in Love” სიმღერა იმღერა. როსენტალმა სიმღერის ჩანაწერი თვითერში გამოაქვეყნა, სადაც მას თითქმის 6 მლნ-ჯერ მოუსმინეს.


image

ტომმა სიმღერა გამოაქვეყნა ტექსტით: „ფენი, ჩემი 4 წლის ქალიშვილი. დღეს თავისი პირველი სიმღერა ჩაწერა. სიტყვები თავად მოიფიქრა, მე ცოტა მელოდიაში დავეხმარე. სიმღერას ეწოდება „შეყვარებული დინოზავრები“.

image


აი, ტექსტის თარგმანი:

„დინოზავრები ადამიანებს ჭამენ.

დინოზავრები შეყვარებულნი არიან.

დინოზავრები წვეულებას აწყობენ.

ისინი ხილსა და კიტრს ჭამენ.

ისინი შეყვარებულნი არიან.

ისინი ამბობენ „მადლობას“.

მოხდა დიდი აფეთქება

და დინოზავრები მოკვდნენ.

დინოზავრები, დინოზავრები შეყვარებულნი არიან.

მაგრამ არ უთხრეს ერთმანეთს „მშვიდობით“.

არ უთხრეს „მშვიდობით“.


ანიმატორმა ჰანა ჯეიკობსმა კიდევ 9 მხატვართან ერთად ერთ დღეში შეყვარებულ დინოზავრებზე ანიმაციური კლიპი გადაიღეს.

გოგონას მამა ამბობს, რომ აქამდე გოგონა დინოზავრებით დიდად დაინტერესუბლი არ ყოფილა, მაგრამ იმ დღეს მისი სახლის მუსიკალურ სტუდიაში შემოვიდა, მიკროფონი და ყურსასმენი აიღო და სიმღერა გადაწყვიტა.

სიტყვები თავისთავად მოვიდა, ფენიმ რამდენიმე მონაკვეთი ჩაწერა, რომელიც შემდეგ ტომმა შეაერთა. სიმღერის პოსტმა 269 ათასი მოწონება და 6 ათასი კომენტარი დააგროვა, თვითერზე 72 ათასმა მომხმარებელმა გააზიარა, მათ შორის ბუნებრივი ისტორიის ლონდონის მუზეუმმა, ხოლო ჯიმი ფელონმა ნაწარმოები სატელევიზიო შოუში შეასრულა.


ტომის პოსტის ქვეშ მსმენელები წერენ, რომ სიმღერამ იმდენად აუჩუყათ გული, რომ ატირდნენ. აი, რამდენიმე კომენტარი:

„ღმერთო, რატომ ვტირი?“

„არ მეგონა, რომ გული ამიჩუყდებოდა, მაგრამ ასე მოხდა“

„აი, ასე ხილს და კიტრს ჭამ და შემდეგ კვდები. რთული დროებია.“

„სიმღერის დასასრული გულში მეტეორიტივით მომხვდა“.


image

მუსიკალურმა სერვისმა Spotify-მ სიმღერა თავის პლატფორმაზე გამოაქვეყნა, რომელსაც 2020 წლის ყველაზე გულის ამაჩუყებელი სიმღერა უწოდა. გოგონას მამა ამბობს, რომ ფენიმ ერთ დღეში უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე მან მთელ თავის მუსიკალურ კარიერაში, მაგრამ ფენის თავის პოპულარობაზე ეჭვიც არ ეპარება.


აი, ნახეთ, თავად ტომ როსენტალი როგორ მღერის.



ასევე დაგაინტერესებთ:

სიმღერები, რომლებმაც ადამიანებს სიცოცხლე დაუბრუნეს

image

ბავშვები საყვარელ ნივთებთან ერთად - იტალიელი ფოტოგრაფის პროექტი „სათამაშოების ისტორია“

image

14 ცნობილი მამა, რომლებმაც ინტერნეტი დაიპყრეს

image

10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში

image


როგორ გახდა ჰაიაო მიაძაკის მულტფილმები მსოფლიო ფენომენი და რატომ გვჭირდება ყველას ტოტორო

image

25 ბავშვი იმ საკვებით გარშემორტყმული, რომელიც ბოლო 1 კვირაში შეჭამეს

image

0
136
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
136