სხვა 7 უჩვეულო აკრძალვა, რომლებსაც მხოლოდ სინგაპურში შეხვდებით 2020, 2 თებერვალი, 22:13
დღესდღეობით, სინგაპური სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის ერთ - ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალგანვითარებული ქალაქ - სახელმწიფოა. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი წარმატების მიზეზი ხელისუფლების მკაცრი პოლიტიკაა, როგორც ცნობილია, ქვეყანაში ძალიან ბევრი აკრძალვა და შეზღუდვა მოქმედებს, მაგრამ თუკი ზოგიერთი მათგანის გაგება ასე თუ ისე მაინც შეიძლება, ამ აზიურ მეგაპოლისში მოქმედი რამდენიმე მკაცრად განსაზღვრული აკრძალვა თვით ყველაზე გამოცდილ ტურისტებსაც კი სრულ საგონებელში აგდებს. სწორედ ამ უჩვეულო შეზღუდვებზე იქნება ამ კონკრეტულ სტატიაში საუბარი. მაშ ასე, 7 აკრძალვა, რომლებიც მხოლოდ სინგაპურში მოქმედებს.არატრადიციული ურთიერთობების დემონსტრირება
სინგაპურში ერთსქესიანთა ქორწინება მკაცრად იკრძალება, ხოლო არატრადიციული ორიენტაციის წყვილი, გრძნობების სახალხოდ გამოვლენის გამო, შესაძლოა ციხეშიც კი აღმოჩნდეს. ამისთვის სპეციალური თემატური დაწესებულებები არსებობს, სადაც როგორც წესი, ძირითადად არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები იკრიბებიან.ლიფტში მოშარდვა
აზიის ამ ქალაქ - სახელმწიფოში საპირფარეშოები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც არსებობენ ისეთი არაკეთილსინდისიერი მოქალაქეები, რომლებიც ფიზოლოგიურ მოთხოვნილებებს პირდაპირ, ლიფტში იკმაყოფილებენ. თუმცა, მთავრობამ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მაინც იპოვა: დღესდღეობით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სწორედ ისეთ ლიფტები მონტაჟჯდება, რომლებიც შარდის ამოცნობის სპეციალური დეტექტორით არის აღჭურვილი - შესაბამისად, არაკანონმორჩილი მოქალაქის ლიფტში მოშარდვისთანავე, დაუყონებლიც სიგნალიზაცია ირთვება და პოლიციის მისვლამდე კარებების ბლოკირება ხდება.ქუჩაში გვიან ღამით სიარული
უცნობია, რა მიზანს ემსახურებოდა სინგაპურის მთავრობის მიერ მიღებული ეს აკრძალვა, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ღამის საათებში, ორზე მეტი ადამიანის ქუჩაში ჯგუფურად შეკრება კატეგორიულად იკრძალება.
ქუჩაში გადაფურთხება და კედლების დაბინძურება
სინგაპურში გადაფურთხებისთვის უზარმაზარი ჯარიმაა დაწესებული, ასევე აქ მკაცრად იკრძალება ქუჩების დანაგვიანება, მტრედების გამოკვება და შენობების მოხატვა. სინგაპურელები სისუფთავესა და წესრიგს იმდენად დიდ ყურადღებას აქცევენ, რომ ზოგიერთ ქუჩას შამპუნითაც კი რეცხავენ. მაგრამ თუ გრაფიტის ჭეშმარიტი დამფასებელი ხართ, სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, ქვეყანაში ქუჩის მხატვრობა ოფიციალურად დაშვებულია, თუმცა, გაითვალისწინეთ თუ რომელიმე შენობის მოხატვას გადაწყვეტთ, ჯერ სავალდებულოა ეს ხელისუფლებასთან შეათანხმოთ.
ე.წ. "ჩაის" დატოვება
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ე.წ. "ჩაის" აღება ოფიციალურად იკრძალება, რადგან ის, აქ ქრთამს უტოლდება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კვების ობიექტებში დასაქმებული მომსახურე პერსონალი დამატებით ფულს არ საჭიროებს, ვინაიდან ქვეყანაში მაღალი ცხოვრების დონე და შესაბამისად, მაღალი ხელფასებია.
საღეჭი რეზინის გამოყენება
სინგაპურში გამგზავრებამდე არ დაგავიწყდეთ ბარგიდან საღეჭი რეზინის ამოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგექმნათ. ქვეყანაში, საღეჭი რეზინის გაყიდვა და გავრცელება კატეგორიულად იკრძალება, საქმე იმაშია, რომ ასფალტზე დავარდნილ საღეჭ რეზინს გზის საფარისა და ზოგადად, მთელი ხედის გაფუჭება შეუძლია.მთავრობის კრიტიკა
მთავრობის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო თქვენ წარმოიდგინეთ და, შეიძლება ციხეშიც კი აღმოჩნდეთ.836 შეფასება არ არის |