x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137359
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511328
ორგანიზაციაში ლიდერობის ფსიქოლოგია

ნებისმიერი ორგანიზაცია ცდილობს მიაღწიოს წარმატებას და ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაციის მართვაში დიდი რესურსის ინვესტირებას ახდენს. რიგითი თანამშრომლები, მათი მოტივირებული ჩართულობა ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობასა და განვითარების პროცესში გადამწყვეტი ფაქტორია ორგანიზაციის წარმატებისთვის. მით უფრო სწრაფი და მნიშვნელოვანია წარმატება, რაც უფრო კარგად ახერხებს მენეჯერი თანამშრომლების უნარებისა და შესაძლებლობების ორგანიზაციის ინტერესების სამსახურში ჩაყენებას

ძალაუფლება ორგანიზაციის ეფექტურად მართვის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა. ეფექტური მართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ლიდერობის მექანიზმსაც. ლიდერობაში იგულისხმება ცალკეულ პიროვნებებსა და ჯგუფებზე გავლენის მოხდენის უნარი, რომელიც უზრუნველყოფს მათი ძალისხმევის წარმართვას ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. ლიდერობის პოტენციალი ორგანიზაციაზე დიდ ზეგავლენას ახდენს და განსაზღვრავს მის წარმატებას. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ დგას ორგანიზაციის თავში. მენეჯერი ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას ორგანიზაციაში, თუკი მას არ ექნება კარგად განვითარებული ლიდერობის უნარ-ჩვევები. წარმატება ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ლიდერის თვისებების გარეშე მაქსიმუმის მიღწევა შეუძლებელია. ლიდერობის განსხვავებულ განმარტებებს აქვთ ერთი მნიშვნელოვანი საერთო მახასიათებელი - ლიდერობა ყველა შემთხვევაში განიხილება, როგორც ერთი ადამიანის გავლენა სხვა ადამიანზე ან ჯგუფზე, რის შედეგადაც ინდივიდი ან ჯგუფი ორიენტირებულია მიზნის დასახვასა და მიღწევაზე. ამასთან, ლიდერობა არის ურთიერთობა ადამიანთა შორის, სადაც გავლენა და ძალაუფლება გადანაწილებულია კანონიერ საფუძველზე (შეთანხმება); და ასევე ლიდერობა არ არსებობს იზოლირებულად, არ არსებობს ლიდერი მიმდევრების გარეშე.image

ორგანიზაციაში ლიდერის დანიშნულება არის: – თანამშრომელთა საქმიანობის ზოგადი მიმართულების დასახვა და მომავალში მოსალოდნელი შედეგების განჭვრეტა. – თანამშრომელთა ეფეტიანობისა და პროდუქტულობის მიზნით მათი საქმიანობის და ურთიერთობების მოწესრიგება; მომავალზე ორიენტირებული ეფექტური შრომითი ჯგუფების შექმნა. – მომუშავეთა შრომითი მოტივაციის გაზრდა და მათზე შთამაგონებელი ზეგავლენის მოხდენა; ხელქვეითების მოთხოვნილებების და მიზნების გათვალისწინება.

ლიდერებს როგორც წესი, ორგანიზაციაში გუნდის წევრები ირჩევენ და ენდობიან მას, მაშინ როცა მენეჯერებს მხოლოდ ნიშნავენ, რაც ხშირად არ ნიშნავს, რომ ქვეშევრდომები აღიარებენ მათ ლიდერებად. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერი და მენეჯერი ხშირად ერთი მოვალეობის და ფუნქციების შემსრულებლად მოიაზრება, მათ შორის მაინც არის არსებითი განსხვავება: ლიდერს მენეჯერისგან განსხვავებით თანამოაზრეები ჰყავს, მენეჯერს - ხელქვეითები . ასევე ლიდერი ძალაუფლებას და სხვათა მიერ აღიარებას არ კარგავს არაფორმალურ და არასამუშაო გარემოში.

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო მესხორაძე
ანანო მესხორაძე
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0