მამაკაცი ბრმა მამაკაცს მანქანა დაეჯახა და თვალი აეხილა 2020, 2 თებერვალი, 16:22 პოლონეთში უსინათლო მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც მას მხედველობა დაუბრუნა. ამის შესახებ პოლონური პრესა იტყობინება. იანუშ გორაი( Janusz Goraj) 20 წლის წინ, ალერგიული რეაქციის შედეგად დაბრმავდა, მას მარჯვენა თვალის ბადურის ჩამოშლა დაეწყო, ხოლო მარცხენა თვალით მხოლოდ ბუნდოვან სილუეტებს არჩევდა. მას შემდეგ, რაც მანქანა დაეჯახა საფეხმავლო გადასასვლელთან, იანუშს თეძოზე ოპერაცია დასჭირდა. მაგრამ ორი კვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ, მამაკაცს მოულოდნელად დაუბრუნდა მხედველობა. გარდა ამისა, ავარიიის შედეგად მიყენებული დაზიანებები ანომალიურად მოკლე დროში შეუხორცდა. არაჩვეულებრივი ფენომენის მთავარ ვარაუდად მიიჩნევა საავადმყოფოში მისთვის დანიშნული წამლების „გვერდითი ეფექტი“. თავად პაციენტი დარწმუნებულია, რომ მხედველობა დაუბრუნდა იმის გამო, რომ მან ავარიის დროს ორჯერ მიარტყა თავი:პირველად მანქანის კაპოტზე, შემდეგ კი - ასფალტზე. ექიმები ვერ შეძლებენ დაადგინონ ზუსტად, თუ რა იყო მხედველობის უცაბედი დაბუნების მიზეზი. რადგან საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ გორაიმ უარი თქვა კვლევაში მონაწილეობაზე. თუმცა, იგი საბოლოოდ არ გამოემშვიდობა ექიმებს, რადგან მან იქვე იშოვა სამსახური -საავადმყოფოს დარაჯად დაიწყო მუშაობა. იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე457 2-ს მოსწონს
|