x
image
რუსო ჩარექიშვილი
კორონავირუსის პარალელურად ჩინეთში კიდევ ერთმა ვირუსმა იფეთქა

კორონავირუსის პარალელურად ჩინეთში კიდევ ერთმა ვირუსმა იფეთქა. ეს არის ქათმის გრიპი.image

ამჯერად, ეპიცენტრი ეპიდემიის გავრცელების ზონის მეზობელი პროვინცია ჰუნანია. ერთ-ერთ ფერმაში 5 ათასამდე შინაური ფრინველი დაავადდა და დაიღუპა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ გრიპის გავრცელების პრევენციის მიზნით პროვინციაში 18 ათასამდე ქათამი გაანადგურა.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრიოს ინფორმაციით, ამ ვირუსით ადამიანების ინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.

0
318
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0