ჯანმრთელი კვება როგორ აფასებს CNN -ი ქართულ სამზარეულოს?! 2020, 2 თებერვალი, 10:53 ![]() 1.ხინკალი. ![]() ქართული კერძების დაგემოვნება ხინკლით უნდა დაიწყოთ, რადგან მასზე უკეთ ეროვნული სამზარეულოს ტრადიციებზე არაფერი მეტყველებს. გამომდინარე იქიდან, რომ ხინკლის წვენი ძალიან სასიამოვნოა, მისი მირთმევისას ჯერ უნდა გავაკეთოთ ნახვრეტი, საიდანაც სრულად გამოვისრუტავთ წვენს და შემდეგ მივირთმევთ მთლიან მასას. დანა-ჩანგლის გამოყენება არცკი იფიქროთ. 2.ხაჭაპური და აჭარული ხაჭაპური. ![]() ხაჭაპური საქართველოში არის სხვადასხვა ზომისა და ფორმის. ( ყველის გარდა, ცომის შიგთავსისათვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს კარტოფილი, ხორცი და ლობიო). მსოფლიოში მსგავსს ვერაფერს ნახავთ. არსებობს აჭარული ხაჭაპურიც, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, შავი ზღვის რეგიონში, აჭარაში წარმოიშვა. მასში ყველთან ერთად ბევრია კვერცხი და კარაქი. 3.მწვადი. ![]() ქართველებს ხორცის მომზადების განსაკუთრებული მეთოდი გააჩნიათ მწვადის სახით. ეს კერძი ძირითადად ღორის ხორცისაგან მზადდება და ვაზის ნაკვერჩხალზე იწვება. 4.შქმერული. ![]() ჩქმერული არის საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, რაჭაში შექმნილი კერძი, რომელიც ქათმის, ნივრისა და რძის საუცხოო შეზავებით მიიღება. 5. ხარჩო ღომით. ![]() ნიგოზი ქართულ სამზარეულოში ფართოდ გამოიყენება. გამონაკლისი არც ხარჩოა, რომელიც საქონლის ხორცის, ნიგვზის, პომიდვრის, ნივრისა და ცხარე სანელებლების შეზავებით მიიღება. ხარჩო კარგი მისართმევია ღომთან ერთად. ეს უკანასკნელი თავის დროზე მცენარე ღომისაგან კეთდებოდა, თუმცა ახლა დაღერღილი სიმინდის მოხარშვისაგან მიიღება. 6. ჩაქაფული. ![]() ჩაქაფული მზადდება ცხვრის ან ხბოს ხორცისაგან, რომელიც ასევე საჭიროებს ტყემალს, თეთრ ღვინოს, ტარხუნასა და მწვანილებს. ჩაქაფულს საქართველოში ძირითადად ამზადებენ აღდგომის დღესასწაულისათვის. ასევე საინტერესოა: როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?
რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო?! – ამის ცოდნა აუცილებელია! 173 2-ს მოსწონს
|