ჯანმრთელი კვება რატომ უნდა მიირთვათ ქლიავი?! -ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2019, 30 აგვისტო, 21:19 ქლიავი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია. ის საქართველოში ფართოდაა გავრცელებული და მისი დადებითი თვისებების ცოდნა ნამდვილად არ გაწყენდათ.
მაშ ასე, ქლიავი შეიცავს შაქრებს, ლიმონისა და ვაშლის მჟავებს, კაროტინს, მინერალურ მარილებს, ასევე ვიტამინებს - B1, C, P, PP, E, B6, B15 და შემდეგ მიკროელემენტებს: კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, რკინა, ფოსფორი, ქრომი და სხვა. ქლიავის ნაყოფი კარგი საშუალებაა ანთებისა და ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ, უმადობისას. ასევე გამოიყენება შარდმდენ საშუალებად და ტკივილგამაყუჩებლად. ძალზედ სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისათვის, ამისათვის უმჯობესია ჩირის სახით მიღება. ქლიავის ჩირი ასევე დიდებულია ნაღვლის ბუშტისა და თირკმელების დაავადებისას, გაციებისას, როგორც ამოსახველებელი საშუალება; და მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებისათვის. სხვადასხვა დაავადების დროს გამოიყენება სხვადასხვა ჯიშის ქლიავი და სხვადასხვა სახით, კერძოდ: ღვიძლისა და თირკმელების დაავადების დროს რეკომენდირებულია ქლიავის კომპოტის დალევა. სისხლნაკლებობის დროს გამოიყენება ლურჯ-იასამნისფერი და წითელი ნაყოფი. ქლიავის ნაყოფი და წვენი გამოიყენება ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის, წყლისა და მარილის გამოსადევნად. შავი ქლიავი კარგი საშუალებაა გასტრიტის, კოლიტის, კუჭის წყლულისა და შეშუპების დროს. ის ასევე აწესრიგებს ნერვულ სისტემას, ზრდის პოტენციასა და შრომისუნარიანობას, ამაღლებს იმუნიტეტს, ააქტიურებს ნახშირწყლოვან ცვლას, აზროვნებას. კალციუმისა და რკინის მაღალი შემცველობის გამო, ქლიავის ნაყოფი კარგი საშუალებაა სახსრების გასამაგრებლად. ქლიავის ფოთოლი გამოიყენება ჭრილობების მოსაშუშებლად. ამისათვის ფოთოლი ძმარში უნდა მოიხარშოს და იარაზე დაიდოთ, ასე ის სწრაფად შეხორცდება. ერთადერთი, რასაც უნდა უფრთხილდეთ, კურკაა, რადგან ის მომწამვლელია. სტატიისათვის გამოყენებულია საიტი Agrokavkaz.ge ასევე საინტერესოა:
მაყვალი - კენკრა, რომელიც არაერთი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის გამოიყენება ალუბლის ეს სასარგებლო თვისებები ნამდვილად გაგაოცებთ რა მავნებლობა გააჩნია საზამთროს და რამდენია მისი მირთმევის დღიური დოზა?! 1682 2-ს მოსწონს 1-ს არა
|