x
image
კატაპულტი
როგორ აფასებს CNN -ი ქართულ სამზარეულოს?!
image

კომპანია CNN-მა რამდენიმე დღის წინ აუდიტორიას ქართული სამზარეულოს დაგემოვნებისაკენ მოუწოდა. “ქართული საკვები და ღვინო, რომელიც გამორჩეულია თავისი ინდივიდუალურობით, ეგზოტიკურობითა და დელიკატურობით, დღესდღეობით თავის ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო კულინარიაში" - აცხადებს CNN-ის ჟურნალისტი.

ქართული სამზარეულოს მიმოხილვაში მოხვდა 6 სახის კერძი. ესენია: ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, შქმერული, ხარჩო ღომით და ჩაქაფული.

CNN-ის ჟურნალისტი მცირე დახასიათებასაც ურთავს თითოეულ კერძს:


1.ხინკალი.

image

ქართული კერძების დაგემოვნება ხინკლით უნდა დაიწყოთ, რადგან მასზე უკეთ ეროვნული სამზარეულოს ტრადიციებზე არაფერი მეტყველებს. გამომდინარე იქიდან, რომ ხინკლის წვენი ძალიან სასიამოვნოა, მისი მირთმევისას ჯერ უნდა გავაკეთოთ ნახვრეტი, საიდანაც სრულად გამოვისრუტავთ წვენს და შემდეგ მივირთმევთ მთლიან მასას. დანა-ჩანგლის გამოყენება არცკი იფიქროთ.

2.ხაჭაპური და აჭარული ხაჭაპური.

image

ხაჭაპური საქართველოში არის სხვადასხვა ზომისა და ფორმის. ( ყველის გარდა, ცომის შიგთავსისათვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს კარტოფილი, ხორცი და ლობიო). მსოფლიოში მსგავსს ვერაფერს ნახავთ.

არსებობს აჭარული ხაჭაპურიც, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, შავი ზღვის რეგიონში, აჭარაში წარმოიშვა. მასში ყველთან ერთად ბევრია კვერცხი და კარაქი.

3.მწვადი.

image

ქართველებს ხორცის მომზადების განსაკუთრებული მეთოდი გააჩნიათ მწვადის სახით. ეს კერძი ძირითადად ღორის ხორცისაგან მზადდება და ვაზის ნაკვერჩხალზე იწვება.

4.შქმერული.

image

ჩქმერული არის საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, რაჭაში შექმნილი კერძი, რომელიც ქათმის, ნივრისა და რძის საუცხოო შეზავებით მიიღება.

5. ხარჩო ღომით.

image

ნიგოზი ქართულ სამზარეულოში ფართოდ გამოიყენება. გამონაკლისი არც ხარჩოა, რომელიც საქონლის ხორცის, ნიგვზის, პომიდვრის, ნივრისა და ცხარე სანელებლების შეზავებით მიიღება. ხარჩო კარგი მისართმევია ღომთან ერთად. ეს უკანასკნელი თავის დროზე მცენარე ღომისაგან კეთდებოდა, თუმცა ახლა დაღერღილი სიმინდის მოხარშვისაგან მიიღება.

6. ჩაქაფული.

image

ჩაქაფული მზადდება ცხვრის ან ხბოს ხორცისაგან, რომელიც ასევე საჭიროებს ტყემალს, თეთრ ღვინოს, ტარხუნასა და მწვანილებს. ჩაქაფულს საქართველოში ძირითადად ამზადებენ აღდგომის დღესასწაულისათვის.


ასევე საინტერესოა:

როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?

imageსაცივი – საახალწლო სუფრის სიამაყე.ყველაფერი მის შესახებ

image

რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო?! – ამის ცოდნა აუცილებელია!

image

2
173
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
173
  
2020, 3 თებერვალი, 2:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 2 თებერვალი, 12:10
კუპატი?ხაშლამა?ჩაშუშული?კუბდარი?გზაში დაკარგეთ?
0 1 2