სიახლეები კორონავირუსი - ფატალიზმი, ვაქცინაცია, მკურნალობა და პროფილაქტიკა 2020, 1 თებერვალი, 23:57
გარდაცვალების კოეფიციენტი 2% (ანუ 2 ადამიანი ყოველ 100 ვირუსით დაინფიცირებულზე). რამოდენიმე დღის წინ ეს მაჩვენებელი 4% იყო. თუ სტატისტიკიდან კარანტინში ჩასმულ ჰუბეის პროვინციას ამოვიღებთ (სადაც ქალაქი ვუჰანი მდებარეობს), გარდაცვალების კოეფიციენტი 0.3-მდე ეცემა. ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის გართულებების შედეგად მსოფლიო მასშტაბით ყოველ წელს დაახლოებით 290, 000 - 650, 000 ადამიანი იხოცება, ანუ დღეში 795 - 1, 781 ადამიანი. როგორც ხედავთ, მაჩვენებელი ბევრად აღემატება უჰანის ვირუსისას - თვეში 170 კაციან მაჩვენებელს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეპიდემია პიკს დაახლოებოთ ერთ კვირაში მიაღწევს, რის შემდეგაც ვურუსის ახლანდელი ტემპით გავრცელება შეჩერდება და გავრცელების კოეფიციენტი კლებას დაიწყებს. ვაქცინა - ჯერჯერობით არ არსებობს. ვაქცინის შემუშავებისთვის როგორც წესი, ვირუსის პირველად გამოჩენიდან საშუალოდ 8 კვირაა საჭირო. ვაქცინის შექმნაზე მუშაობა ერთდროულად რამოდენიმე ქვეყნის ჯგუფებმა დაიწყეს 10 იანვრიდან. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლომდე ვაქცინა მზად უნდა იყოს. მკურნალობა - ზოგადად გრიპის ვირუსის კონკრეტული სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს და როგორც წესი, სიმპტომური მკურნალობით შემოიფარგლება. ანტიბიოტიკი ბაქტერიული ინფექციებისთვისაა და ვირუსს არ კლავს. და არა, ბაქტერია და ვირუსი ერთი და იგივე არ არის! ასე რომ, მოეშვით პროფილაქტიკის მიზნით ანტიბიოტიკების მიღებას! თქვენ ამით საკუთარ ორგანიზმს უდიდეს ზიანს აყენებთ! პროფილაქტიკა - ნებისმიერი ვირუსი იოლი გადასატანია მათთვის, ვისაც ძლიერი იმუნური სისტემა აქვს. ასე რომ, მიიღეთ ცე ვიტამინით მდიდარი საკვები, მოეშვით ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებას. მიიღეთ იმუნური სისტემის გასაძლიერებელი მულტივიტამინები. ხშირად იბანეთ ხელები და გამოიყენეთ ხელების ალკოჰოლური საწმენდი საშუალებები. ხშირად ანიავეთ ბინები თუ ოფისები. 211 1-ს მოსწონს
|